ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 16 февраля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ჯონი და ბიპაშა – ურთიერთობის დასასრული?

ბოლივუდის ყველაზე სექსუალურ წყვილად აღიარებული ჯონ აბრაჰამი და ბიპაშა ბასუ, ძნელი წარმოსადგენია რომ ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
მიზეზი მათი განშორებისა მათთვის ვინც თვალს ადევნებდა მათი ურთიერთობის დეტალებს ალბათ ცხადია, ეს მათი ხასიათების განსხვავებულობაა.
ოფიციალურად არცერთ მათგანს არ უღიარებია რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა დიდი ხანია წყვილი არსად გამოჩენილა ერთად და შეკითხვაზე, თუ სად არის მისი მეწყვილე თითოეული მათგანი გაურბის პასუხს.
როგორც მათთან დაახლოებული პირი იუწყება, ეს გადაწყვეტილება ბიპაშას მხრიდან მოდის. როგორც ცნობილია ბიპაშას სურდა ოჯახის შექმნა, ჯონი კი მზად არ იყო მყარი ურთიერთობებისთვის. ათი წელი კი საკმაოდ დიდი დროა და სამწუხაროა თუ ამდენი ხნის შემდეგ წყვილი მაინც დაშორდება.

იმრან ქჰანსა და ავანტიკას დაგეგმილი თაფლობის თვე ჩაეშალათ

იმრან ქჰანმა ვერ შეძლო აეღო შვებულება თაფლობის თვის გასატარებლად და იძულებული გახდა გაეგრძელებინა მუშაობა.
ავანტიკა მალიკზე დაქორწინების და მუმბაიში საქორწინო ცერემონიალის შემდეგ წყვილი როგორც მოსალოდნელი იყო სამოგზაუროდ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
იმრანი ამჟამად ერთდროულად ორი ფილმის გადაღებებითაა დაკავებული.
ესენია: "Short term shaadi" (პროდიუსერი კარან ჯოჰარი) და "Mere brother ki dulhan" (პროდიუსერი იაშ ჩოპრა).
მსახიობმა იცოდა რომ მისი გრაფიკი ძალიან გადატვირთული იყო, თუმცა არსებობდა შანსი რამდენიმე თავისუფალი დღისა, რადგამ მისი პარტნიორი ფილმში, კარინა კაპურიც გეგმავდა აეღო პატარა შვებულება. სამწუხაროდ არ გამოვიდა ის რასაც გეგმავდა და ივნისამდე მსახიობი დაკავებული იქნება გადასაღებ მოედანზე.

იაშ რაჯ ფილმზი წარმოგიდგენთ პარინიტა ჩოპრას

ბოლივუდი უფრო და უფრო ხშირად წარმოგვიდგენს ახალ სახეებს.
ამჯერად ეს პრიანკა ჩოპრას ბიძაშვილი პარინეტა ჩოპრაა.
მისი დებიუტი თავად იაშ რაჯის ფილმში "Ladies vs Ricky Bahl" შედგება. თუმცა ეს არ იქნება მთავარი როლი.
მთავარ გმირებს ფილმში რანვირ სინგჰი და ანუშკა შარმა თამაშობენ.

IIFA 2011 ტორონტოში ჩატარდება

2011წლის ივნისში ინდოეთის კინოინდუსტრია ტორონტოს ესტუმრება საერთაშორისო ინდური კინოაკადემიის (IIFA) გალა კონცერტზე.
ცერემონიალი პირველად ჩატარდება ჩრდილოეთ ამერიკაში და ის ჩატარდება ანილ კაპურის ხელმძღვანელობით. გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში, 23–დან 25 ივნისის ჩათვლით. როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი გვპირდება ღონისძიება აქამდე არნახული ბრწყინვალებით ჩატარდება.

თავისი არსებობის 12 წლის მანძილზე ღონისძიება არასოდეს არ ჩატარებულა ინდოეთში. მისი ორგანიზატორები თვლიან რომ ღონისძიების საზღვარგარეთ ჩატარება უფრო პრესტიჟულია.
IIFA–ს მთავარ ვარსკვლავად ამ წლების მამძილზე ამიტაბჰ ბაჩანი ითვლებოდა, თუმცა წელს ის არ დაესწრება ღონისძიებას.
არავინ იცის რამდენად აისახება ამიტაბჰ ბაჩანის არ დასწრება ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორები 40.000 ადამიანის დასწრებას ვარაუდობენ.
ღონისძიება გულისხმობს, როგორც დაჯილდოებას, ასევე ფილმების ჩვენებასა და მსახიობებთან შეხვედრებს.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

didi madloba nino axalaxali ambebisatvis! martina

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails