–ეს არც დრამაა და არც ფსიქოლოგიური ტრილერი. ფილმში არის იუმორიც და სიგიჟეც. ეს არის შავი კომედია, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს ბოლივუდს. ვიშალ ბჰარდვაჯს, ფილმის რეჟისორს სცენარის დაწერა შთააგონა ბონდის არც ისე დიდმა ისტორიამ, "სუზანას შვიდი ქმარი".
მსახიობი თავის პერსონაჟს აღწერს როგორც რთულსა და პრობლემურ ადამიანს. ესაა სიყვარულის ძიების ისტორია. ყველაზე რთული პროცესი კი ეკრანზე დაბერება იყო.
მე ჩემი სიბერის სახე დავაკოპირე დედაჩემის სახისგან – ამბობს 28 წლის მსახიობი.
საგადასახადო სამსახურმა პრიანკა ჩოპრას სახლში შაჰიდ კაპური აღმოაჩინა
საგადასახადო სამსახურის მოულოდნელი ვიზიტი მსახიობის რეზიდენციაში, მუმბაიში და ამ დროს შაჰიდ კაპურის იქ ყოფნა ნამდვილ უხერხულ სიტუაციად იქცა პრიანკასათვის.
პრიანკა განმარტავს რომ შაჰიდის იქ ყოფნა გამოწვეული იყო იმით რომ შაჰიდი ერთადერთი ადამიანია ვისი დაძახებაც შეძლო მან ასეთ სიტუაციაში.საგადასახადო სამსახურის მოულოდნელი ვიზიტი მსახიობის რეზიდენციაში, მუმბაიში და ამ დროს შაჰიდ კაპურის იქ ყოფნა ნამდვილ უხერხულ სიტუაციად იქცა პრიანკასათვის.
–ერთადერთი ადამიანი ვინც სულ ჩემთანაა, ეს დედაა, მაგრამ მაშინ ის არ იყო სახლში, ხოლო შაჰიდი ცხოვრობს სამი წუთის სავალზე ჩემი სახლისაგან და ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისი დაძახებაც მე შემეძლო.
ამიტომაც იყო იქ – განაცხადა მსახიობმა პრესკონფერენციაზე.
და კიდევ რამდენიმე სიახლე:
შაჰრუჰ ქჰანმა იზაბელ კეიფი წარადგინა
კატრინას სურს რომ იზაბელმაც ბოლივუდში მოიკიდოს ფეხი, ამიტომაც მას დიდი ხანია სურდა წარედგინა ის საზოგადოებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ კატრინამ ეს ძალიან ჭკვიანურად მოახერხა. მან ამის შესახებ ბოლივუდის მეფეს სთხოვა.
ეს არ იყო პრეზენტაცია თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშულებების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.პირველი წინადადება იზაბელმა ახალგაზრდა ინდოელი რეჟისორისგან, აიან მუქჰერჯისგან მიიღო.
პრიტი ზინტა მონაწილეობას იღებს სატელევიზიო შოუში. ის წარმოადგენს მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნის ინდური ვერსიას.
Комментариев нет:
Отправить комментарий