სონალ ჩაუჰანი ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად ფილმში "Bbuddah"
2011 წელს სონალ ჩაუჰანი თავის მეორე ფილმს დაასრულებს მსახიობის ამპლუაში. ეს არის ფილმი სახელწოდებით "Bbuddah - Hoga Tera Baap", რომლის რეჟისორია პური ჯაგანადჰი. ფილმში მთავარ როლს ამიტაბჰ ბაჩანი თამაშობს. ასევე ვიხილავთ მსახიობ სონუ სიდს.
-მე ვიყავი პურის პირველი არჩევანი ფილმისათვის "Bbuddah", - გვიყვება მსახიობი,
- მე მას შევხვდი ჰაიდარაბადში და მან შემომთავაზა ეს როლი, თუმცა მანამდე მე ნამდვილად მინდოდა მასთან მუშაობა და ეს როგორც იქნა მოხდა. მე დამირეკეს მისი ოფისიდან და მითხრეს, რომ პურის სურს გამოგზავნოს ჩემთვის სცენარი და ასევე მას სურს ჩემთან ფილმზე საუბარი. დანარჩენი უკვე ისტორიაა. მე ვთამაშობ გოგონას, რომელიც სწავლობს კოლეჯში და მას გააჩნია თავისი აზრი და სტილი. მე გამიმართლა, რომ ჩემს მეორე ფილმში მე ვიმუშავებ ბ-ნ ამიტაბჰთან ერთად.
ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ფილმ "Jannat"-ის შემდეგ მე ვკარგავდი დროს რომ აღარ ვიღებდი ფილმებში, მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებ ამ ყველაფერს, ვფიქრობ გავაკეთე სწორი არჩევანი, არ მეთამაშა ფილმებში უბრალოდ ფულის გულისთვის. ამ ფილმში მე ვითამაშებ ბ-ნ ამიტაბჰთან და ვფიქრობ ღირდა ლოდინად.
ყოველთვის როცა ვხედავ ბ-ნ ამიტაბჰს, ვცდილობ ვუთხრა რაღაც, მაგრამ ვერ ვახერხებ. არ მეგონა თუ ასეთი რამ ვინმეს მიმართ დამემართებოდა. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს რომლებიც ნერვიულობენ და იბნევიან ადამიანთა გარემოცვაში, მაგრამ რა მემართება მის მიმართ არვიცი, მინდა ვკითხო რაღაც და ვმუნჯდები.
ფილმის გამოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბჰიშეკი და აიშვარიაც იყვნენ. ისინი დიდხანს არ დარჩენილან რადგან გადაღებებზე მიდიოდნენ და მე ძალიან მცირე ურთიერთობა მქონდა აბჰიშეკთან, მაგრამ ვიცი, რომ ის ჯენტლმენია. აიშვარია მას მხარს უჭერს ყველაფერში და ეს პროფესიონალურია.
ყოველდღიურად მე ვსწავლობ რაღაც ახალს. აიშვარია გვიყვებოდა თავისი ფილმების "Raavan" და "Jodhaa Akbar"-ის გადაღებებზე. მოგვიყვა, რომ იყო ისეთი პერიოდები, როცა ძალიან ძნელი იყო გადაღებები, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი იღებდნენ მაინც და არ აქცევდნენ ყურადღებას ამინდის პირობებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ ვიღაცას ასე შეყვარებულს თავის სამუშაოზე.
ამიტაბჰ ბაჩანი ყოველთვის სხვადასხვა როლებს თამაშობს ფილმებში, მაგრამ ამ ფილმში მისი როლი რაღაც სხვაა ვიდრე ის, რასაც მანამდე თამაშობდა. მაყურებელს მოეწონება. ჩვენ მანამდე არ გვინახავს ასეთი ამიტაბჰ ბაჩანი ეკრანზე. ის ნამდვილად გაუწევს კონკურენციას ახალგაზრდა გმირებს რადგან დაუჯერებლად კარგად გამოიყურება.
ვიდია ბალანი ფილმში "Dum Maro Dum"
აქამდე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ვიდია ბალანი როჰან სიპის ფილმში "Dum Maro Dum", თუმცა დადასტურდა, რომ მსახიობი ნამდვილად მონაწილეობს ფილმში და ის აბიშეკ ბაჩანის გმირის მეუღლეს თამაშობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვიდია არ იყო პირველი არჩევანი და თავიდან ეს როლი შესთავაზეს აიშვარია რაის. ამიტომ კითხვა რატომ შეიცვალა აიშვარია ვიდია ბალანით, ისევ აქტუალური რჩება.
როდესაც ჰკითხეს რეჟისორ როჰან სიპის ამ ფაქტის შესახებ, მან განაცხადა რომ ვიდია სიამოვნებით დათანხმდა ამ როლს.
შესაძლოა ვიდიასათვის როლის გადაცემა ერთი მხრივ კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ხიბლს, რომელიც მისსა და აბიშეკის გმირებს ჰქონდა ეკრანზე ფილმში "Paa". მსგავსი ჰიტი რეალურ წყვილს, აიშვარიასა და აბიშეკს არ ჰქონიათ. მათი ერთობლივი ფილმები "Dhai Akshar Prem Ke", "Kuch Naa Kaho", "Umrao Jaan" და "Raavan" რატომღაც ჩავარდა გაქირავებაში.
ახალი ფილმების გამოსვლის თარიღები
Yash Raj Films-ის სტუდიის ახალი ფილმის "Mere Brother Ki Dulhan" გამოსვლის თარიღი დადგინდა.
ფილმი ეკრანებზე გამოვა 2011 წლის 9 სექტემბერს. ფილმის პროდიუსერია ადიტია ჩოპრა, ხოლო ფილმში მთავარ როლებს კატრინა კეიფი, იმრან ქჰანი და ალი ზაფარი თამაშობენ.
ეს არის მუსიკალურ-რომანტიკული კომედია, რომელიც ემყარება ჩრდილოეთ ინდოეთში, ერთ საშუალო ფენის ოჯახში მომხდარ მოვლენებს. ერთი ძმის ჩამოსვლა მეორის ქორწილზე მთელ სიუჟეტს ამოაბრუნებს და ჩვენ მოწმენი გავხდებით ბევრი მხიარულების, რომანტიკის და რათქმაუნდა იმრანის გმირის სასიყვარულო სიუჟეტის სარძლოს მიმართ.
კიდევ ერთი ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც ჩაფიქრებული იყო რიმა კაგტის ფილმი "Delhi Belly", რომლის პროდიუსერია ამირ ქჰანი, შაჰრუჰის ფილმთან "Don-2"-თან ერთად არ გამოვა ეკრანებზე. ამირ ქჰანმა შეცვალა გეგმები და ფილმის პრემიერა გადაიდო. ფილმი, რომლის სახელიც ჯერ არ არის შერჩეული, 24 დეკემბერს უნდა გამოსულიყო "Don-2"-თან ერთად. ცხადია კონკურენცია უზარმაზარი იქნებოდა, რაც ასეთი მცირებიუჯეტიანი ფილმისათვის არ იქნებოდა ხელსაყრელი, ამიტომაც ფილმის პრემიერა გადაიდო მიუხედავად იმისა რომ ამირ ქჰანს ყველაფერი მზად ჰქონდა ფილმის გამოშვებისათვის.
პრიტი ზინტა დეოლებთან ერთად გამოჩნდება ახალ ფილმში
პრიტი ზინტა, რომელიც მაყურებელმა ბოლოს 2008 წლის ფილმში "Heroes" ნახა მაყურებელმა სამი დეოლის პარტნიორი იქნება ანილ შარმას ახალ ფილმში "Masters".
ამას წინანდელ ინტერვიუში პრიტიმ ახსენა, რომ მალე დაიწყებს მუშაობას ორ ბოლივუდურ ფილმზე. ერთ-ერთი მათგანი იქნება "Masters", მაღალბიუჯეტიანი 3D ტრილერი, რომლის ექშენ-სცენების დადგმისათვის მაღალპროფესიონალი სპეციალისტებია მოწვეული ჰოლივუდიდან.
ფილმში ასევე მოწვეულია პრიანკა ჩოპრა.
შესაძლოა ფილმში მეოთხე დეოლიც იქნას მიწვეული რადგან შარმა ასევე განიხილავს აბჰაი დეოლის კანდიდატურასაც ერთ-ერთ მთავარ როლზე.
დეოლების საოჯახო ფილმებში ( "Apne" (2007), "Ямала Pagla Deewana" (2011)) აბჰაი არ გადაუღიათ, ასე რომ შარმას ეს პროექტი ამ მხრივ პირველი იქნება.
ფილმის გადაღების შესახებ პირველად 2008 წლის დასაწყისში იყო ნახსენები ფილმ "Apne"-ს წარმატების შემდეგ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტი არ შედგა და დეოლები ფილმ "Yamla Pagla Deewana" -ს გადაღებებში ჩაერთო.
ამჯერად კონტრაქტები ხელმოწერილია და გადაღებები ლას-ვეგასში იგეგმება.
1 комментарий:
My brother suggested I might like this website. He was entirely right.
This put up truly made my day. You can not consider just how so
much time I had spent for this information! Thanks!
Have a look at my blog post ... labuga.com
Отправить комментарий