ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 27 мая 2011 г.

ახალი თაობა ბოლივუდში

რანბირი და იმრანი უკვე ვარსკვლავებად იქცნენ და მაყურებელთა გულების დასაპყრობად ბოლივუდში ახალი თაობა, ეგრეთწოდებული "ვარსკვლავთა შვილები" წამოვიდა.
ახლა, როცა კჰანები (შაჰრუჰი და ამირი) გადავიდნენ "დამრიგებელთა" როლებში, ხოლო მათი შემდგომი თაობა უკვე ვარსკვლავებად იქცა, ბოლივუდის გადასაღები მოედანი ეთმობა გაცილებით ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომელთა უმრავლესობა უკვე მზადაა კინოში დებიუტისათვის.
გადავავლოთ თვალი ახალგაზრდა სახეებს.

ალია ბჰატი


ალია მაჰეშ ბჰატისა და მსახიობ სონი რაზდანის ქალიშვილია.
ის ჯერ 17 წლისაა, თუმცა უკვე შედგება მისი დებიუტი ფილმში - ”Student Of The Year”, სიდჰარტ მალჰოტრასთან და ვარუნ დჰავანთან ერთად.

ფილმის პროდიუსერები არიან კარან ჯოჰარი და შაჰრუჰ კჰანი, შესაბამისად ფილმი "Dharma Productions"- ისა და "Red Chillies Entertainment" -ის გაერთიანებული ბანერით გამოვა.
ფილმში არც ისე დიდ როლებს შეასრულებენ შაჰრუჰ კჰანი და კაჯოლი.
ცნობილი გახდა, რომ ფილმი რაღაცით ჰგავს ცნობილ ჰიტს - ”Kuch Kuch Hota Hai”.

ფილმის გადაღებები დაიწყება ივნისში, თუმცა უკვე დაირხა ჭორი, რომ ალია ბჰატი ხვდება თავისი მომავალი ფილმის პარტნიორს ვარუნ დჰავანს.
ვარუნი რეჟისორ დევიდ დჰავანის ვაჟია.

ფოტოზე: ალია მამასთან - მაჰეშ ბჰატთან და პუჯა ბჰატთან ერთად


ზოია მორანი


პროდიუსერ კარინ მორანის ქალიშვილი, ზოი მორანი მზადაა თავისი დებიუტისათვის შაჰრუჰ კჰანის სტუდიის ახალ პროექტში “Always Kabhi Kabhi”, რომლის რეჟისორია როშან აბასი.
ახალბედა მსახიობს ადრეც უმუშავია ფილმის "OM SHANTI OM" გადაღებებისას რეჟისორ ფარა კჰანის ასისტენტად.

აჰანა დეოლი

აჰანა ჰემა მალინისა და დჰარმენდრას ქალიშვილი და იშა დეოლის დაა.
მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა დევ ანანდისა და კიდევ რამდენიმე რეჟისორის წინადადებაზე, ამჯერად როგორც იქნა თანხმობა განაცხადა და ითამაშებს აპარნა სენის ფილმში.
ცნობლია, რომ ფილმი წარმოადგენს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის თანამედროვე ვერსიას. მისი პარტნიორი ფილმში იქნება პრატეიკ ბაბარი. ფილმის პროდიუსერი ჰემა მალინია.
აჰანას ადრეც უნდა ეთამაშა რეჟისორ ვიკრამადიტი მოტვანის ფილმში, მაგრამ ის პროექტი რაღაც დროის განმავლობაში გაყიულია.
ასევე ცნობილია, რომ აჰანა დაინტერესებული იყო რეჟისურით და სანჯაი ლილა ბჰანსალის ასისტენტიც იყო.
აქვე, ალბათ დაგაინტერესებთ ის ფაქტიც, რომ აჰანას სახელს უკვე ოთხი წელია უკავშირებენ ადიტია როი კაპურის სახელს (London Dreams, Action Replay, Guzaarish).

საჩი გაურავი

კუმარ გაურავის ქალიშვილი და სანჯაი დატის დისშვილი - საჩი მალე თავის დებიუტს გააკეთებს კინოში.
23 წლის დებიუტანტი მუშაობს მოდელად და დაკავებულია ტანსაცმლის დიზაინით. თუმცა გამუდმებით ოცნებობს ბოლივუდში კარიერაზე.

თუ კინოში კარიერა არ გამოდგება წარმატებული საჩი გეგმავს ისევ ტანსაცმლის დიზაინს დაუბრუნდეს.
ცნობისათვის საჩი აცმეს თავის ბიძას და ბიცოლას, სანჯაისა და პრია დატს.

აკშარა ჰასანი

აკშარა კამალ ჰასანისა და სარიკას უმცროსი ქალიშვილია.
მშობლებისა და უფროსი დის კვალზე ისიც მზადა მოსინჯოს საკუთარი ძალები როგორც მსახიობმა.
ვარაუდობდნენ, რომ აკსარა რეჟისორი გახდებოდა, რადგან ის იყო რეჟისორ რაჰულ დჰოლაკის ასისტენტი ერთ-ერთი ფილმის გადაღებებისას, რომელშიც დედამისი, სარიკა თამაშობს.
დამწყები მსახიობი ასევე წარმოადგენდა ინდოეთს, საბალეტო ცეკვების კონკურსზე და გეგმავს წარმოადგინოს ინდოეთი ოლიმპიურ თამაშებზე 2012 წელს.

ტაიგერ შროფი

ჯეკი შროფისა და აეშას შვილის ნამდვილი სახელი ჯაი ჰემანტია, თუმცა რატომღაც მას სურს რომ ტაიგერს ეძახდნენ.
ჭორების მიხედვით სუბჰაშ გჰაი, რომელმაც ჯეკი შროფს კინოში ასე ვთქვათ "საგზური" მისცა, ახლა მისი 19 წლის ვაჟის ტაიგერის დებიუტსაც განახორციელებს.
თუმცა არცერთი მხარე არ ადასტურებს ამ სიახლეს. თავად ტაიგერიც ამბობს რომ არ გეგმავს კინოში გადაღებას.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

საქში ქჰანა


19 წლის საქშის, ვინოდ ქჰანასა და კავიტას შვილს, ყოველთვის უნდოდა კინოში გადაღება. ამისათვის ის წავიდა აშშ-ში სადაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა რეჟისურას. თუმცა პირველი სემესტრის დასრულებისთანავე მან ძალიან მოიწყინა სახლისაგან შორს და დაბრუნდა მუმბაიში.
არც ისე დიდი ხნის წინ მან დაამთავრა როშან ტანეჯის სამსახიობო კურსები.
საქში აღიარებს, რომ სურდა მსახიობობა მას შემდეგ, რაც 8 წლის ასაკში პირველად ითამაშა სკოლის სპექტაკლში.
ბოლივუდური სტანდარტების გათვალისწინებით საქშიმ ასევე შეისწავლა ცურვა, ცხენზე ჯდომა და საბრძოლო ხელოვნება.

როკი დეოლი

სანი დეოლი მზადაა კინოს სამყაროში გზა დაულოცოს თავის ვაჟს, კარანს, რომელსაც რატომღაც სახელად როკი აქვს არჩეული.
არც ისე დიდი ხნის წინ როკი შევიდა სტელა ადლერის სამსახიობო ხელოვნების სკოლაში, მუმბაიში. თავისი ვაჟის დებიუტის მომზადებისათვის სანი ელოდებოდა ფილმის ”Yamla Pagla Deewana” გამოსვლას. ასე რომ არავის არ გაუკვირდება როცა ძალიან მალე გამოცხადდება პრემიერა ფილმისა სადაც მთავარ როლს როკი შეასრულებს.

არჯუნ კაპური

პროდიუსერ ბონი კაპურისა და მისი პირველი მეუღლის, მონის ვაჟის - არჯუნის დებიუტი შედგება იაშ ჩოპრას ფილმში.
ადრე ბონის სურდა, რომ შვილს დებიუტი გაეკეთებინა პრაბჰუ დევის პროექტში, მაგრამ არჯუნმა მოულოდნელად მიიღო შემოთავაზება იაშისაგან და დათანხმდა კიდეც.
არჯუნი იყო იაშის ასისტენტი ფილმის "ნიუ-იორკი"-ს გადაღებებზე, ასევე ნიკჰილ ადვანის ასისტენტი ფილმების "გამარჯობა სიყვარულო" და "დადგება კი ხვალკინდელი დღე?"-ს გადაღებებისას.
ასევე იყო პროდიუსერი მამამისის რამდენიმე პროექტისა.

ტანუჯ ვირვანი

რატი აგნიზოტრის 23 წლის ვაჟი, ტანუჯ ვირვანიც მალე წარსდგება მაყურებლის წინაშე ჯო რაჯანის ჯერ კიდევ დაუსათაურებელი პროექტით.
ტანუჯმა დაამთავრა კიშორ ნამიტ კაპურის სამსახიობო ხელოვნების სკოლა და მოცემულ მომენტში სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდება. სამივე ფილმში, რომელთა ხანგრძლივობა 15-20 წუთია, ის წარმოგვიდგება როგორც სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟიორი და ამასთან თავადაც ასრულებს მათში როლებს.
ტანუჯი მანამდე იყო რეჟისორ დევიდ დჰავანის ასისტენტი, ასევე მუშაობდა გადასაღებ მოედანზე ფილმების, "ჩაიფიქრე სურვილი" (რეჟისორი - გლენ ბარეტო) და "ცეკვის შანსი" (რეჟისორი - კენა გჰოშა) გადაღებებისას.
დებიუტი კი მისი უნდა შემდგარიყო რავი ჩოპრას ფილმში “Purani Jeans” ჟიზელ მონტეიროსთან ერთად, მაგრამ რავი ჩოპრას ჯანმრთელობასთან პრობლემების გამო ფილმი ჯერ კიდევ არ ჩაშვებულა წარმოებაში.

ვარუნ დჰავანი

რეჟისორ დევიდ დჰავანის ვაჟი, ვარუნი სიდჰარტ მალჰოტრასთან და ალია ბჰატთან ერთად, როგორც ზემოთ ავღნიშნე ითამაშებენ ფილმში "წლის სტუდენტი".
ვარუნი იყო კარან ჯოჰარის ასისტენტი ფილმის "ჩემი სახელია ქჰანი"-ს გადაღებებისას.

ვაიბჰავ ანანდი


მსახიობისა და რეჟისორის ვიჯაი ანანდის ვაჟის, ვაიბჰავის დებიუტი შედგება თავისი მამის სტუდიის პროექტში.
როგორც ცნობილია ფილმი იქნება ტრილერი, ვაიბჰავი, ანუ ვიბჰუ, როგორც მას შიბნაურულად უწოდებენ, თავად არის სცენარის ავტორი.
ის იყო ასისტენტი ისეთი რეჟისორებისა, როგორებიცაა, რავი ჩოპრა და სურაჯ ბარჯატია.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails