კაპილ შარმა რეკჰას ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს
ბოლივუდის ვარსკვლავის, რეკჰას კარიერა 70-ან წლებში დაიწყო, როდესაც ის უბრალოდ "გლამურულ თოჯინას" წარმოადგენდა რეჟისორებისათვის და არავინ აღიარებდა მის მსახიობურ ნიჭს. მიუხედავად იმისა, რომ ის სამხ რეთ ინდოეთიდან იყო კარიერა მან ბოლივუდში გაიკეთა. მის კარიერაში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ფილმი «Do Anjaane» (1976) ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად, რის შემდეგაც ისინი კიდევ ბევრ ფილმში გადაიღეს ერთად. უამრავი ჭორი თუ მართალი ირეოდა ერთმანეთში ამ ეკრანული წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ფილმ «Silsila»-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. ამიტაბჰ ბაჩანმა გააკეთა არჩევანი, რომ მისთვის ჯაია უფრო მთავარი იყო. მსახიობის გზა კინოინდუსტრიის სამყაროში და მისი პირადი ცხოვრება არ იყო ადვილი და ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ეს ყველა ინდური კინოს თაყვანისმცემლისათვის არის ცნობილი და საიტზეც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ. მსახიობმა გადაიტანა ბევრი აღმასვლაცა და დაცემაც.რეჟისორმა კაპილ შარმამ (ის ცნობილი ანილ შარმას ძმაა) გადაწყვიტა მიაგოს პატივი მსახიობის დამსახურებას და სურს გადაიღოს ფილმი, რომელიც ასახავს ამ შესანიშნავი მსახიობის ცხოვრებას. როგორც გავრცელდა ვარაუდები რექჰას როლზე მოიაზრებიან ბიპაშა ბასუ ან რანი მუქერჯი. კაპილ შარმამ უკვე დაასრულა მუშაობა ამ ფილმისათვის სცენარზე და ამით ალბათ კიდევ ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა ამ სკანდალური მსახიობის ცხოვრებისეული დეტალებიდან. პირველ პლანზე ცხადია წამოწეული იქნება მსახიობის დამოკიდებულება ამიტაბჰ ბაჩანთან, ვინოდ მეჰრასთან და კირან კუმართან. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ფილმი გამოვა და ბოლივუდიც ხშირად მიუბრუნდება ცნობილი კუმირების რეალური ცხოვრების ისტორიებს. ფილმის სამუშაო სახელწოდებაა «Sitaare».
სონუ სოდი მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს
ეს არის ისტორიული ექშენი, რომელსაც საფუძვლად უდევს ჰოლივუდური ბლოკბასტერი "300 სპარტანელი". ფილმზე უკვე საუბრობენ, როგორც ყველაზე ძვირადღიღებულ ინდურ კინოპროექტზე დღეისათვის.
ეს არის ერთდროულად Eros International и Ocher Studios - (რაჯნიკანტის ქალიშვილის, სუნდარის საპროდიუსერო სახლის ნამუშევარი). ფილმში მთავარ როლს თამაშობს დიპიკა პადუკონი, მუსიკა ეკუთვნის რაჰმანს. ეს იქნება სამენოვანი ფილმი.როგორ მიიღო სონუ სოდიმ ასეთ პროექტში მონაწილეობის შანსი?
-მე დიდი თაყვანისმცემელი ვარ სუპერვარსკვლავ რაჯნიკანტის. ორი თვით ადრე ის იყო მუმბაიში და მიმიწვია შეხვედრაზე. შემომთავაზა, რომ უნდა მეთამაშა მთავარი ბოროტმოქმედის როლი ფილმში "Rana". მე მაშინვე დავეთანხმე, ისე რომ არც მინახავს ფილმის სცენარი. ის კი გადამეხვია. მოგვიანებით რავიკუმარმა მომცა ჩემი როლის მოკლე აღწერა, თუმცა მე ნებისმიერ შემთხვევაში მე მოვაწერდი ხელს ამ კონტრაქტს - თქვა მსახიობმა.
ამჟამად მსახიობი დაკავებულია ორ ბოლივუდურ პროექტში, სამ ტელუგუ ფილმში და ერთ ტამილურ პროექტში. თუმცა, როგორც თავად ამბობს მისი პრიორიტეტი იქნება ფილმი "Rana".
-ითამაშოს მთავარი როლი ასეთი რეჟისორის ფილმში, ყველა ინდოელი მსახიობის ოცნებაა - განაცხადა მსახიობმა.
სამი ახალგაზრდული ფილმი ერთ დღეს გამოვა
შაჰიდ კაპურის მონაწი ლეობით ახალი პროექტი, რომელიც 9 სექტემბერს გამოვა ეკრანებზე კონკურენციას გაუწევს ორ ახალ საინტერესო ფილმს. ესენია: "Rockstar" რანბირ კაპურის მონაწილეობით და "Mere Brother Ki Dulhan" იმრან ქჰანის მონაწილეობით.
ორივე პროექტი "Rockstar" -ც და "Mere Brother Ki Dulhan" ახალგაზრდულია და მათ შესაძლებელია საკმაოდ სერიოზულად შეუშალონ ხელი ფილმს "Mausam" .
შესაძლოა ორ კჰანს შორის ურთიერთობა დათბეს
კაჯოლი იაშ ჩოპრას ახალ პროექტში
კაჯოლი ახლახან შენიშნეს "იაშრაჯფილმზის" სტუდიაში და წყარო გვამცნობს, რომ ეს არ იყო ვიზიტი შემთხვევითი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი მიიღებს მონაწილეობას ფილმში, რომელშიც შაჰრუჰ ქჰანი და კატრინა კეიფი მონაწილეობენ. არის კიდევ ე რთი მნიშვნელოვანი როლი ამ ფილმში და კაჯოლი, როგორც ამ კინოსტუდიის საყვარელი მსახიობი, განიხილება ამ როლზე. დაიწერა, რომ ჩოპრას ძალიან უნდა დაითანხმოს კაჯოლი ამ ფილმში შაჰრუჰის მეწყვილედ. მას უყვარს ეს ორი მსახიობი და მათი ეკრანული წყვილი. რეჟისორი გრძნობს, რომ მათ შეუძლიათ შექმნან იგივე ჯადოქრობა ეკრანზე რაც ადრეულ ფილმებში. არსებობს ვარაუდი, რომ თუმცა ფილმში კატრინა თამაშობს ქალის მთავარ როლს, სავარაუდოდ კაჯოლი შეასრულებს მეორე ქალის როლს და შექმნის სასიყვარულო სამკუთხედს ფილმში. კინოპროდიუსერი, რომელმაც გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა "შეშლილი გულები", "სასიყვარულო კავშირები" და ა.შ. უბრუნდება რეჟისორის სავარძელს შვიდი წლის შემდეგ ახალი რომანტიკული ფილმით. მისი უკანასკნელი რეჟისორული პროექტი იყო ფილმი "ვირი და ზარა", რომელიც 2004 წელს გამოვიდა. შემდგომი ცვილის ფიგურა კარინა კაპურის იქნება
კარინა არ მალავს თავის სიხარულს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამჯერად მას ამირ ქჰანთან ერთად იღებენ რიმი კაგტის ფილმში.
ბოლო ხანებში მაყურებლის მიერ ყველაზე აღიარებულ მსახიობად სალმან ქჰანი სახელდება. ფილმების "Dabangg" და "Ready" მათ ეკრანებზე მხოლოდ სალმანის ნახვა სურთ. ეკრანზე გამოსვლიდან პირველივე კვირაში ფილმმა "Ready" დიდი შემოსავალი მოიტანა. ის უკვე ჭარბობს ფილმის "სამი იდიოტი"- ს და ცოტათი ჩამორჩება ფილმის "Dabangg" შემოსავალს. სალმანმა გამოიმუშავა თამაშის თავისი სტილი, საუბრის თავისებური მანერა, თავისი ეკრანული გარეგნობა. ის ცდილობს არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და შემოიტანოს კარიერაში რაღაც ახალი.
ბოლო ხანებში მაყურებლის მიერ ყველაზე აღიარებულ მსახიობად სალმან ქჰანი სახელდება. ფილმების "Dabangg" და "Ready" მათ ეკრანებზე მხოლოდ სალმანის ნახვა სურთ. ეკრანზე გამოსვლიდან პირველივე კვირაში ფილმმა "Ready" დიდი შემოსავალი მოიტანა. ის უკვე ჭარბობს ფილმის "სამი იდიოტი"- ს და ცოტათი ჩამორჩება ფილმის "Dabangg" შემოსავალს. სალმანმა გამოიმუშავა თამაშის თავისი სტილი, საუბრის თავისებური მანერა, თავისი ეკრანული გარეგნობა. ის ცდილობს არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და შემოიტანოს კარიერაში რაღაც ახალი.
- მან მიმიზიდა თავისკენ და მთხოვა მეკოცნა მისთვის. მე წუთით დავიბენი. მე მსიამოვნებს ჩემი ფანატების ხილვა, მაგრამ ეს მეტისმეტია - განაცხადა მსახიობმა.
ჯერ მხოლოდ შვიდი თვე გავიდა რაც 34 წლის მსახიობი დაქორწინდა პრიანკა ალვაზე, მაგრამ როგორც თავად ამბობს ქორწინებამ ის სრულიად შეცვალა.
-მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ქორწინებასთან დაკავშირებით და მეშინოდა ამ ნაბიჯის. თუმცა როცა მე შევხვდი პრიანკას სიტუაცია სრულებით შეიცვალა. მე სხვა ადამიანი გავხდი და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა - ხაზი გაუსვა მსახიობმა. ასევე დაამატა, რომ ის კარიერის აღმავალ გზაზეადა ეს აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ რაც დაქორწინდა. პრიანკა მისი წარმატების თილისმაა. -ეს ნამდვილად კარგი წელია ჩემთვის. მე მოვაწერე ხელო კონტრაქტს 5 ახალ სხვადასხვა ჟანრის ფილმზე. მე ვითამაშებ როგორც რომანტიკული ჟანრის ფილმებში ასევე კომედიებში. მე ვარ ჩემი კარიერის ნათელ წერტილში და ეს ყველაფერი ჩემი წარმატებების მომტანი ლედის, თუ როგორ უნდა ვთქვა "ლედი ობეროის" დამსახურებაა. მსახიობი სულმოუთქმელად ელოდება მაყურებელმა ნახოს მისი თამაში ფილმ "Krrish"-ის გაგრძელებაში და თვლის, რომ მისი როლი ამ ფილმში ძალიან საინტერესოა. მსახიობმა აღიარა, რომ მათ სურთ გააჩინონ შვილები. -თუმცა ამ მომენტში პრიანკას უკვე ჰყავს ერთი ბავშვი - მე, - გაიხუმრა ვივეკმა.ჯერ მხოლოდ შვიდი თვე გავიდა რაც 34 წლის მსახიობი დაქორწინდა პრიანკა ალვაზე, მაგრამ როგორც თავად ამბობს ქორწინებამ ის სრულიად შეცვალა.
ნარმადა აჰუჯას სადებიუტო ფილმის გადაღებები გადაიდო
გოვინდას ქალიშვილმა - ნარმადა აჰუჯამ პროგნოზების მიხედვით ხმამაღალ დებიუტს გააკეთებს ბოლივუდურ ფილმში "Manchali" , თუმცა ამჯერად ის დეპრესიულ დგომარეობაშია იმის გამო რომ ფილმის გადაღებები გადაიდო. ფილმში მისი პარტნიორი მოკრივე ვიჯენდრა სინგჰი უნდა იყოს. ნარმადას იმედი აქვს რომ მისი დებიუტიც ისევე წარმატებული იქნება, როგორც სონაქში სინჰასი ფილმში "Dabangg".
უკვე ყველაფერი მზად იყო ფილმის გადაღებების დაწყებისათვის, მაგრამ პროდიუსერებმა გაურკვეველი მიზეზების გამო გადადეს ფილმის გადაღებები. იყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრობლემები შეიქმნა ვიჯენდრა სინგჰის გამო, რომელიც ახლახან დაქორწინდა, თუმცა შეფერხებების მიზეზად ასახელებს კრივს.
ნარმადამ მამას სთხოვა გამოეყენებინა თავისი კავშირები, რომ ისევ აღსდგეს ფილმის გადაღებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий