ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 23 июня 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ამიტაბჰ ბაჩანმა თავი შეუძლოდ იგრძნო

ბოლო ხანებში ამიტაბჰ ბაჩანი მუშაობდა თითქმის შეუსვენებლად, ჯერ ფილმის "Bbuddah Hoga Tera Baap" გადაღებებზე, რომლის რეჟისორი პური ჯაგანათჰია და შემდეგ ამ ფილმის რეკლამირებაზე. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო თოქ-შოუებსა თუ რადიოსა და პრესკონფერენციებში. ეს კი უარყოფითად აისახა მის ჯანმრთელობაზე. თითქმის 70 წელს მიღწეულ ვარსკვლავს მოუხდა შესვენება გაეკეთებინა, როდესაც მან ტკივილი იგრძნო ყელისა და გულის არეში. ექიმებმა მას ანტიბიოტიკები გამოუწერეს რათა მოეხსნათ ინფექცია და ურჩიეს დასვენება.
მსახიობმა დაარწმუნა თავისი თაყვანისმცემლები, რომ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა და ღელვის მიზეზიც არ არსებობს. განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და სულმოუთქმელად ელოდება როდის განაგრძობს მუშაობას თავის ახალ ფილმზე "Aarakshan" საიფ-ალი ქჰანთან და დიპიკა პადუკონისთან ერთად

საიფ-ალი კჰანი და კარინა მალე დაქორწინდებიან

გასულ წელს საიფ-ალი ქჰანმა და კარინა კაპურმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი დაქორწინდებიან როგორც კი დაასრულებენ მუშაობას ფილმზე "აგენტი ვინოდი", რომელშიც ორივე მსახიობი მონაწილეობს. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს არ სურს მოიცადოს 2011 წლის დასასრულამდე (ფილმის გამოსვლამდე) და მათ გადაწყვიტეს ახლო მომავალში დაუკავშირონ ერთმანეთს თავი საქორწინო კავშირით. მათი ოჯახების შეხვედრა, რაც ადრე მათთვის წარმოადგენდა პრობლემას, უკვე შედგა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ჭორი, რომ კარინას პრობლემები ჰქონდა საიფის შვილებთან - სარასთან და იბრაჰიმთან, რომლებიც მათთან რეზიდენციაში მოდიან. თუმცა მსახიობმა უარყო ეს ჭორები და განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საიფის შვილებთან. სარა და იბრაგიმი საიფის შვილებია მისი პირველი ქორწინებიდან მსახიობ ამრიტა სინგჰთან. წყვილი 2004 წელა გაიყარა.
საიფისა და კარინას ახლობლები და მეგობრები გაოცებულნი არიან იმ ძლიერი გრძნობით რაც ამ წყვილს შორის არის, მიუხედავად იმისა რომ მათ შორ
ის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საიფსა და მის პირველ მეუღლეს შორისაც დიდი სხვაობა იყო ასაკში. ამრიტა 12 წლით დიდი არის საიფზე.

კარიშმა კაპური ეკრანზე ბრუნდება


კარიშმა კაპური ეკრანებზე არ გამოჩენილა ბოლო 5 წლის მანძილზე.
ბოლოს ის 2006 წელს ნახა მაყურებელმა ფილმში "Mere Jeevan Saathi".
ახლახან კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ უამრავ წინადადებათაგან მან აირჩია ვიკრამ ბჰატის შემდგომი პროექტი, სახელწოდებით "Dangerous Ishq". ეს არის ეროტიკული თრილერი, რომელსაც 3D ფორმატში გადაიღებენ. სიუჟეტი შედგება სამი სხვადასხვა ბედისაგან, მათ შორის ერთი ასაკოვანი ადამიანის, რომელსაც ახალგაზრდა ცოლი ღალატობს თავისი ასაკის ახალგაზრდა კაცთან.
სამხრეთელი მოდელი და მსახიობი განეშ ვენკატრამანი შეასრულებს სავარაუდოდ კარიშმას საყვარლის როლს, ხოლო ასაკოვანი მეუღლის როლში ვიკრამ ბჰატი ვერავის ხედავს საკუთარი თავის გარდა.
ალბათ იცით, რომ სანამ რეჟისორი გახდებოდა ის მსახიობი იყო.
პირველი 3D- პროექტის, "Haunted" წარმატების შემდეგ მან გადაწყვიტა 3-D ფორმატი სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ახალი ფილმის შესახებ ბჰატი ხაზს უსვამს, რომ ფილმი ორიენტირებილი იქნება ქალთა აუდიტორიაზე და მთავარი პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობად მხოლოდ კარიშმას ხედავს. გადაღებები დაიწყება სექტემბერში რაჯასტანის შტატში.
ბიპაშა ბასუ და მადჰავანი ერთად ახალ რომანტიულ კომედიაში


ბიპაშა ბასუ ამჟამად მუშაობს წყვილში მადჰავანთან ერთად ("Tanu Weds Manu"), რეჟისორ აშვინ ჩაუდჰარის ფილმში. ეს არის რომანტიული კომედია, რომელში მონაწილეობაც მადჰავანს შესთავაზეს მისი ბოლო ბლოკბასტერის "Tanu Weds Manu" -ს წარმატების შემდეგ.


ბიპაშა კი თავის მხრივ ჯონ აბრაჰამთან დაშორების შემდეგ ახალი სასიყვარულო ეკრანული ისტორიის ნაწილი გახდება.

მადჰავანს ძალიან მოეწონა ფილმის იდეა და ასევე მოხარული იყო რომ ფილმში ბიპასა ითამაშებს მთავარ ქალის როლს.
ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, ერთად არასოდეს უთამაშიათ. თავად ბიპასაც დიდი ხანია არ მიუღია მონაწილეობა რომანტიულ კომედიაში.
მსგავსი ჟანრის ფილმებში "Mere Yaar Ki Shaadi Hai" და "Bachna Ae Haseeno", მსახიობმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები განასახიერა.
ფილმი გამოვა ივლისში და აშვინ ჩაუდჰარი ამ ფილმის დასრულების შემდეგ შეუდგება ახალი პროექტის "Ghayal Returns" გადაღებებს.
რეჟისორი საზღვარგარეთ მოგზაურობს და მიუწვდომელია კომენტარებისათვის.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails