ბიპაშა და ჯონი საბოლოოდ დაშორდნენ
უარყოფს რა ახალი მამაკაცის გამოჩენას თავის ცხოვრებაში, ბიპაშა ბასუ, ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, რომელიც 15 წლის შემდეგ არასოდეს ყოფილა მარტო, ღიად გვიყვება იმის შესახებ, რომ სიყვარულს ვერ დაგეგმავ. ამჯერად მსახიობი, რომელიც 9 წლის მანძილზე ხვდებოდა ჯონ აბრაჰამს, მარტოა და ცხოვრებისეული ცვლილებებით ტკბება.
-მე ორმხრივი ურთიერთობა მქონდა მას შემდეგ, რაც გავხდი 15 წლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მე მხოლოდ სამ მამაკაცთან მქონდა რომანი და მარტო პირველად ვარ 17 წლის შემდეგ, - ყვება მსახიობი.
ბიპაშა, რომელიც ჯონ აბრაჰამამდე ხვდებოდა დინო მორეას ამჯერად ცხოვრების ამ ეტაპით ტკბება და არ პასუხობს შეკითხვას, სანამდე გაგრძელდება მისი ეს სტატუსი?
-მე არანაირი განსაზღვრული გეგმა არა მაქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის შევხვდები შესაფერის ადამიანს.
თვეების წინ მსახიობი ჭორებით დააკავშირეს რანა დაგუბატის, მის პარტნიორს ფილმში "Dum Maaro Dum", ასევე ჯოშ ჰარტნეტს, რომელიც თამაშობს მისი ცხოვრების სიყვარულს ჰოლივუდურ ფილმში "Singularity".
ბიპაშა აღიარებს, რომ როდესაც ვინმეს ხვდება ეს მშვენიერი გრძნობაა. "ერთხელაც დავმშვიდდები და ვიფიქრებ მეუღლესა და შვილზე, მაგრამ ამჯერად მე ამით არა ვარ დაინტერესებული". მსახიობი ამჯერად ცივ რუსეთში ფილმ "Players"- ის გადაღებებითაა დაკავებული. აბას-მუსტანის ეს პროექტი ჰოლივუდური ფილმის რიმეიქია და სუპერვარსკვლავების მთელ შემადგენლობას, აბიშეკ ბაჩანს, სონამ კაპურს, ნილ-ნიტინ მუკეშს, აფტაბ შივდასანს, ბობი დეოლს, ომი ვაიდიას და სიკანდერ ქჰერს აერთიანებს.
ბიპაშა ყვება, რომ როდესაც პირველად შედგა მისი დებიუტი ფილმში 2001 წელს, დარწმუნებული იყო, რომ ძალიან მალე, სადღაც 5 წელიწადში დაიღლებოდა მსახიობის კარიერისაგან. დღეს კი, თითქმის ათი წლის შემდეგ ის ამთავრებს მუშაობას თავის პირველ ჰოლივუდურ ფილმზე "Singularity", რომლის რეჟისორია როლანდ ჯოფე, ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ჯოშ ჰარტნეტი, ოლგა კურილენკო, აბჰაი დეოლი და ბევრი სხვა. მან არ იცის როგორ შეიცვლება მისი კარიერა ამ ფილმის შემდეგ, მაგრამ ბიპაშა დაჯერებით აცხადებს, რომ არ აპირებს ბოლივუდის დატოვებას.
-თუ ყველაფერი კარგად იქნება მე მივიღებ აღიარებას და პატივისცემას კინოსამყაროდან, რომელშიც მე ჯერ არ მიცნობენ. მაგრამ მე არ წავალ ბოლივუდიდან. "Singulaty" უზარმაზარი პროექტია - აცხადებს ბიპაშა და მადლობას გამოთქვამს თავისი მეგობრის, რეჟისორ ხირაზ მარფატიას მისამართით, რომელიც ამ ფილმის კონსულტანტიცაა და სწორედ მან წარუდგინა ის ფილმის რეჟისორს, რითაც მისცა ბიპაშას ჰოლივუდურ ფილმში დებიუტის გაკეთების შესაძლებლობა.
-მან უბრალოდ მითხრა რომ მე უნდა გამაცნოს როლანდი, ხოლო როცა გავიცანით ერთმანეთი მე წარმოდგენაც არ შეიძლებოდა მქონოდა რომ ის მომცემდა ტულაჯი ნაიკის როლს. ჩემი პერსონაჟი პრაქტიკულად მთელი ფილმის საფუძველია. ეს არის ჩემსა და ჯოშს შორის სიყვარულის ისტორია. "Singularity" - ეს არის ფილმი ორი ეპოქის შეჯახების შესახებ. ისტორიული ნაწილი გადაღებულია ავსტრალიაში და ინდოეთში. ფილმში ბიპაშა თამაშობს მეომარ გოგონას მარათხების სამეფოდან.
როგორც კი დაასრულებს მუშაობას ამ ორ პროექტზე, "Players"-სა და "Singularity"-ზე, ბიპაშა გვპირდება, რომ გამოაცხადებს თავისი ახალი პროექტის შესახებ. -ეს იქნება რომანტიკული კომედია ამბობს მსახიობი.
რიტიკი ბავშვთა კუმირია
სუპერვარსკვლავი შაჰრუჰ ქჰანი თვლის, რომ როცა საქმე ეხება ბავშების თვალში სუპერგმირობას, ვერავინ შეედრება რიტიკ როშანს. რაც შეეხება ეკრანზე გმირით აღფრთოვანებას შაჰრუჰი თვლის, რომ ბავშვები მისით კი არა რიტიკ როშანით არიან აღფრთოვანებულები. ფაქტიურად შაჰრუჰი აღიარებს რომ რიტიკი საუკეთესო კინოგმირია უეკეთესი ვიდრე თავად.
-ჩემი შვილებიც კი თვლიან რომ ეკრანზე ყველაზე ლამაზი გმირი რიტიკ როშანია. მათ ისე არ უყვართ ჩემი ყურება ეკრანზე, როგორც რიტიკ როშანის - თქვა ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს გადაღებისას შაჰრუჰმა.
-მათი მეგობრებიც ასევე ბაძავენ რიტიკის რამდენიმე საცეკვაო ნომერს. ისინი უყურებენ რიტიკს და ცდილობენ დააკოპირონ მისი მისი საცეკვაო ნაბიჯები.
ასე რომ როცა საუბარია ჩემს სუპერგმირსა (მომავალ პროექტში Ra.One) და რიტიკის სუპერგმირის შესახებ რომელიც მან წარმოგვიდგინა პროექტში (Krrish), მე ვფიქრობ, რომ რიტიკი გაიმარჯვებს. ბავშვების უმრავლესობა აწევენ ხელს მაღლა მის სასარგებლოდ, - ამბობს შაჰრუჰი.
სანდო წყარო გვიამბობს, რომ შაჰრუჰმა თავის მეგობართან, კარანთან საუბრისას თქვა, რომ ის ზოგჯერ ეჭვიანობს რომ რიტიკმა შეძლო ასე მოეხიბლა ბავშვები როგორც სუპერგმირს.
ეს გმირობაა, რომელსაც მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. მან ვერ გადააჭარბა რიტიკს ეკრანზე სუპერგმირის სტატუსით, თუმცა ცხადია დიდ იმედებს ამყარებს თავის ახალ გრანდიოზულ პროექტზე "Ra.One".
თავის მხრივ რიტიკ როშანიც ემზადება ფილმის "Krrish" მომდევნო სერიების გადასაღებად და ეს კიდევ ერთი კონკურენცია იქნება შაჰრუჰსა და რიტიკს შორის. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ საიტებზე გამოჩნდა სიახლეები შრიდევის ეკრანებზე დაბრუნების შესახებ და მეც მაშინვე დავწერე ამი შესახებ. გაირკვა, რომ მსახიობმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რეჟისორ გაური შინდესთან, რომელიც ცნობლილი ბალკის (რეჟისორი) მეუღლეა და რომლის დებიუტიც იქნება ეს ახალი პროექტი. გადაღებებისათვის მზადებისას მსახიობმა არა მხოლოდ იმუშავა თავის გარეგნობაზე, არამედ იზრუნა თავის ენობრივ შესაძლებლობებზეც. ის განაახლებს ჰინდის ენის ცოდნას. ასევე გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად მსახიობი ხმამაღლა კითხულობს სცენარს და როგორც ირკვევა ეს აუცილებელი ნაწილია ფილმის გადაღებების წინა პერიოდის. ის ფაქტი რომ მსახიობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდება ეკრანზე ორმაგად საინტერესო იქნება მოცემულ ფილმში რადგან სიუჟეტი ვითარდება სწორედ შრიდევის გმირის ირგვლივ და ფილმის შემქმნელებს სურთ, რომ მისი ყოველი მოძრაობა და დიალოგი იყოს იდეალური, სწორედ ამიტომაც მოითხოვეს მას გაევლო ჰინდის გაკვეთილები. წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.
დჰარმენდრა "Phalke Ratna Award"-ის ჯილდოთი დააჯოლდოეს
წარსულის ვარსკვლავი დჰარმენდრა (ამჟამად 75 წლისაა) დაჯილდოვდა "Phalke Ratna Award"-ის ჯილდოთი. ეს არის დადასაჰებ პჰალკეს აკადემიის ყველაზე მაღალი პრემია. დჰარმენდრას ეს ჯილდო მიენიჭა ინდური კინემატოგრაფისადმი 50 წლიანი სამსახურისათვის.
მსახიობი ბოლოს მაყურებელმა ნახა ფილმში "Yamla Pagla Deewana", რომელსაც რატომღაც ვერ დავუთმე საჭირო ყურადღება საიტებზე. თუმცა გეტყვით რომ ეს ფილმი დღემდე სარგებლობს მაყურებელთა დიდი მოთხოვნით.
დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა მუმბაიში.
ამ წელს ჯილდოს მიღების რიგში დგას ასევე ბოლივუდის მსახიობი რანი მუქერჯიც. ის მიიღებს პრემიას ჟურნალისტის როლის საუკეთესო თამაშისათვის რაჯკუმარ გუფთას ფილმში "არავის მოუკლავს ჯესიკა".
ასევე პრიანკა ჩოპრა წარსდგენილია ჯილდოზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი თამაშისათვის ვიშალ ბჰარდვაჯის ფილმში "შვიდი პატიებული მკვლელობა". ამ ორი ფილმის შესახებ უამრავჯერ დავწერე საიტზებზე და მათი ნახვაც შეგიძლიათ ამავე საიტებზე.
ყველას მიერ აღიარებული წყვილი ყველას მიერ აღიარებული წყვილი ანუშკა შარმა და რანვირ სინგჰი, რომელიც მაყურებელმა ერთად იხილა ფილმში "Band Baaja Baaraat, დაჯილდოვდებიან ერთობლივი თამაშისათვის.
ასევე არბაზ ქჰანი მიიღებს ჯილდოს სადებიუტო პროდიუსერული ნამუშევრისათვის, რომელმაც მაყურებელთა და კინოკრიტიკოსთა მხრიდან კოლოსალური დადებითი შეფასება მიიღო და ჰიტად იქცა. საუბარია ფილმზე "Dabangg", რომელშიც სალმან ქჰანი და სონაქში სინჰა თამაშობენ მთავარ როლებს.
სალმანის ახალი ფილმის უცნაური გადაღებები
სამხრეთ მუმბაის მოედანზე ისტორიულ ძეგლთან, სადაც იღებდნენ სცენას ფილმისა "Bodyguard", სალმან ქჰანის მონაწილეობით უზარმაზარ ხალხის ბრბოში სალმანი სრულიად მარტო გამოჩნდა ყოველგვარი დაცვის გარეშე და რაც ყველაზე გასაკვირია მსახიობი ვერავინ შეიცნო. როგორ მოახერხა გადამღებმა ჯგუფმა ეს? საქმე იმაშია, რომ ფილმის ტექნიკოსებმა ფარული კამერები დააყენეს შნობების ზემოთ იმ რაიონში სადაც გადაღება მიმდინარეობდა. სცენა სადაც სალმანს იღებდნენ დაახლოებით 30 წამს მოიცავდა და შემდეგში მდგომარეობდა, სალმანი, რომელის მცველს თამაშობს უნდა გაჰყოლოდა უკან ქალს და შემდეგ შერეულიყო ხალხის მასაში.
ამ სცენის გადაღებისას მიწაზე არ იდგა არანაირი აღჭურვილობა და არანაირი დაცვის ზომები არ იყო მიღებული რათა არ მიექციათ ადამიანების ყურადღება. სალმანი უბრალოდ დადიოდა მათ შორის ჩვეულებრივ მცველის შესაბამისი კოსტიუმით და გადაღების დასრულების შემდეგ ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან ნერვიულობდა ამ სცენის გადაღების გამო, რადგან არავიტარი უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა, ხალხის მასა კი უზარმაზარი იყო. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია ვარსკვლავის დამალვა ძალიან ძნელია. თუმცა გადაღებამ წარმატებით ჩაიარა.
ტუშარ კაპური და ამრიტა რაო სერიალში "მე გავიზარდე აქ"
ბოლივუდის ვარსკვლავები თავიანთ ფილმებს ხშირად უწევენ რეკლამას სხვადასხვა პოპულარული სატელევიზიო შოუებით. ხოლო თუ ფილმი და სერიალი გადაღებულია ერთიდაიგივე საპროდიუსერო კომპანიის ბაზაზე, მითუმეტეს. ტუშარ კაპური და ამრიტა რაო არიან მთავარი როლების შემსრულებელი კომპანია "Rajshri Productions"-ის ახალ პროექტში - "Love U…Mr.Kalaakar".
ამჯერად კი ისინი კიდევ ერთ პროექტში გამოჩნდებიან ერთად, ესაა სერიალი "მე აქ გავიზარდე", რომელიც იმავე კომპანია "Rajshri Productions"-ს ეკუთვნის.
1 комментарий:
ლამაზი წყვილი იყვნენ ბიპაშა და ჯონი...
ნინი
Отправить комментарий