ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 24 июня 2011 г.

კიდევ ერთი დღე ინდოეთთან ერთად

20 ივნისს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატის" მიერ ინდოეთისა და ინდური კულტურის მოყვარულთათვის კიდევ ერთი ინდური საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ბ-ნი აჩალ კუმარ მალჰოტრა მეუღლესთან ერთად.
ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საღამოს სტუმრებს.

შესრულდა ქართული და ინდური სიმღერები და ცეკვები.
ქართული მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპატიო სტუმრები: "ჩოხოსნები" - გოგი დოლიძის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკის სახალხო არტისტი თემურ წიკლაური და სხვ.ინდური ცეკვა და სიმღერა წარმოადგინა ასოციაციასთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "ლაკშმი", რომელთა შესრულებულმა საცეკვაო ნომრებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბავშვებმა წაიკითხეს ინდოელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რაბინდრანათ თაგორის ლექსები ინდურ და ქართულ ენებზე.
ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ინდური კულტურისა და კინოს მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი დათო ბეჟიტაშვილი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ასოციაცია "ბჰარატი"-ს, როცა ის პირველად დაარსდა 1991 წელს.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ინდოელი მხატვრების რეპროდუქციები.
ღონისძიების ბოლოს ელჩს ასოციაციის წევრმა ანუკი ჭუმბურიძემ სამახსოვრო საჩუქრად გადასცა მის მიერ დახატული პორტრეტი.



четверг, 23 июня 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ამიტაბჰ ბაჩანმა თავი შეუძლოდ იგრძნო

ბოლო ხანებში ამიტაბჰ ბაჩანი მუშაობდა თითქმის შეუსვენებლად, ჯერ ფილმის "Bbuddah Hoga Tera Baap" გადაღებებზე, რომლის რეჟისორი პური ჯაგანათჰია და შემდეგ ამ ფილმის რეკლამირებაზე. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო თოქ-შოუებსა თუ რადიოსა და პრესკონფერენციებში. ეს კი უარყოფითად აისახა მის ჯანმრთელობაზე. თითქმის 70 წელს მიღწეულ ვარსკვლავს მოუხდა შესვენება გაეკეთებინა, როდესაც მან ტკივილი იგრძნო ყელისა და გულის არეში. ექიმებმა მას ანტიბიოტიკები გამოუწერეს რათა მოეხსნათ ინფექცია და ურჩიეს დასვენება.
მსახიობმა დაარწმუნა თავისი თაყვანისმცემლები, რომ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა და ღელვის მიზეზიც არ არსებობს. განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და სულმოუთქმელად ელოდება როდის განაგრძობს მუშაობას თავის ახალ ფილმზე "Aarakshan" საიფ-ალი ქჰანთან და დიპიკა პადუკონისთან ერთად

საიფ-ალი კჰანი და კარინა მალე დაქორწინდებიან

გასულ წელს საიფ-ალი ქჰანმა და კარინა კაპურმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი დაქორწინდებიან როგორც კი დაასრულებენ მუშაობას ფილმზე "აგენტი ვინოდი", რომელშიც ორივე მსახიობი მონაწილეობს. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს არ სურს მოიცადოს 2011 წლის დასასრულამდე (ფილმის გამოსვლამდე) და მათ გადაწყვიტეს ახლო მომავალში დაუკავშირონ ერთმანეთს თავი საქორწინო კავშირით. მათი ოჯახების შეხვედრა, რაც ადრე მათთვის წარმოადგენდა პრობლემას, უკვე შედგა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ჭორი, რომ კარინას პრობლემები ჰქონდა საიფის შვილებთან - სარასთან და იბრაჰიმთან, რომლებიც მათთან რეზიდენციაში მოდიან. თუმცა მსახიობმა უარყო ეს ჭორები და განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საიფის შვილებთან. სარა და იბრაგიმი საიფის შვილებია მისი პირველი ქორწინებიდან მსახიობ ამრიტა სინგჰთან. წყვილი 2004 წელა გაიყარა.
საიფისა და კარინას ახლობლები და მეგობრები გაოცებულნი არიან იმ ძლიერი გრძნობით რაც ამ წყვილს შორის არის, მიუხედავად იმისა რომ მათ შორ
ის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საიფსა და მის პირველ მეუღლეს შორისაც დიდი სხვაობა იყო ასაკში. ამრიტა 12 წლით დიდი არის საიფზე.

კარიშმა კაპური ეკრანზე ბრუნდება


კარიშმა კაპური ეკრანებზე არ გამოჩენილა ბოლო 5 წლის მანძილზე.
ბოლოს ის 2006 წელს ნახა მაყურებელმა ფილმში "Mere Jeevan Saathi".
ახლახან კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ უამრავ წინადადებათაგან მან აირჩია ვიკრამ ბჰატის შემდგომი პროექტი, სახელწოდებით "Dangerous Ishq". ეს არის ეროტიკული თრილერი, რომელსაც 3D ფორმატში გადაიღებენ. სიუჟეტი შედგება სამი სხვადასხვა ბედისაგან, მათ შორის ერთი ასაკოვანი ადამიანის, რომელსაც ახალგაზრდა ცოლი ღალატობს თავისი ასაკის ახალგაზრდა კაცთან.
სამხრეთელი მოდელი და მსახიობი განეშ ვენკატრამანი შეასრულებს სავარაუდოდ კარიშმას საყვარლის როლს, ხოლო ასაკოვანი მეუღლის როლში ვიკრამ ბჰატი ვერავის ხედავს საკუთარი თავის გარდა.
ალბათ იცით, რომ სანამ რეჟისორი გახდებოდა ის მსახიობი იყო.
პირველი 3D- პროექტის, "Haunted" წარმატების შემდეგ მან გადაწყვიტა 3-D ფორმატი სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ახალი ფილმის შესახებ ბჰატი ხაზს უსვამს, რომ ფილმი ორიენტირებილი იქნება ქალთა აუდიტორიაზე და მთავარი პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობად მხოლოდ კარიშმას ხედავს. გადაღებები დაიწყება სექტემბერში რაჯასტანის შტატში.
ბიპაშა ბასუ და მადჰავანი ერთად ახალ რომანტიულ კომედიაში


ბიპაშა ბასუ ამჟამად მუშაობს წყვილში მადჰავანთან ერთად ("Tanu Weds Manu"), რეჟისორ აშვინ ჩაუდჰარის ფილმში. ეს არის რომანტიული კომედია, რომელში მონაწილეობაც მადჰავანს შესთავაზეს მისი ბოლო ბლოკბასტერის "Tanu Weds Manu" -ს წარმატების შემდეგ.


ბიპაშა კი თავის მხრივ ჯონ აბრაჰამთან დაშორების შემდეგ ახალი სასიყვარულო ეკრანული ისტორიის ნაწილი გახდება.

მადჰავანს ძალიან მოეწონა ფილმის იდეა და ასევე მოხარული იყო რომ ფილმში ბიპასა ითამაშებს მთავარ ქალის როლს.
ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, ერთად არასოდეს უთამაშიათ. თავად ბიპასაც დიდი ხანია არ მიუღია მონაწილეობა რომანტიულ კომედიაში.
მსგავსი ჟანრის ფილმებში "Mere Yaar Ki Shaadi Hai" და "Bachna Ae Haseeno", მსახიობმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები განასახიერა.
ფილმი გამოვა ივლისში და აშვინ ჩაუდჰარი ამ ფილმის დასრულების შემდეგ შეუდგება ახალი პროექტის "Ghayal Returns" გადაღებებს.
რეჟისორი საზღვარგარეთ მოგზაურობს და მიუწვდომელია კომენტარებისათვის.

понедельник, 13 июня 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

კაპილ შარმა რეკჰას ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს

ბოლივუდის ვარსკვლავის, რეკჰას კარიერა 70-ან წლებში დაიწყო, როდესაც ის უბრალოდ "გლამურულ თოჯინას" წარმოადგენდა რეჟისორებისათვის და არავინ აღიარებდა მის მსახიობურ ნიჭს. მიუხედავად იმისა, რომ ის სამხ რეთ ინდოეთიდან იყო კარიერა მან ბოლივუდში გაიკეთა. მის კარიერაში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ფილმი «Do Anjaane» (1976) ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად, რის შემდეგაც ისინი კიდევ ბევრ ფილმში გადაიღეს ერთად. უამრავი ჭორი თუ მართალი ირეოდა ერთმანეთში ამ ეკრანული წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ფილმ «Silsila»-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდა. ამიტაბჰ ბაჩანმა გააკეთა არჩევანი, რომ მისთვის ჯაია უფრო მთავარი იყო. მსახიობის გზა კინოინდუსტრიის სამყაროში და მისი პირადი ცხოვრება არ იყო ადვილი და ბევრ სკანდალსაც უკავშირდებოდა. ეს ყველა ინდური კინოს თაყვანისმცემლისათვის არის ცნობილი და საიტზეც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ. მსახიობმა გადაიტანა ბევრი აღმასვლაცა და დაცემაც.

რეჟისორმა კაპილ შარმამ (ის ცნობილი ანილ შარმას ძმაა) გადაწყვიტა მიაგოს პატივი მსახიობის დამსახურებას და სურს გადაიღოს ფილმი, რომელიც ასახავს ამ შესანიშნავი მსახიობის ცხოვრებას. როგორც გავრცელდა ვარაუდები რექჰას როლზე მოიაზრებიან ბიპაშა ბასუ ან რანი მუქერჯი. კაპილ შარმამ უკვე დაასრულა მუშაობა ამ ფილმისათვის სცენარზე და ამით ალბათ კიდევ ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა ამ სკანდალური მსახიობის ცხოვრებისეული დეტალებიდან. პირველ პლანზე ცხადია წამოწეული იქნება მსახიობის დამოკიდებულება ამიტაბჰ ბაჩანთან, ვინოდ მეჰრასთან და კირან კუმართან. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ფილმი გამოვა და ბოლივუდიც ხშირად მიუბრუნდება ცნობილი კუმირების რეალური ცხოვრების ისტორიებს. ფილმის სამუშაო სახელწოდებაა «Sitaare».

სონუ სოდი მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს

ბოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი ბოროტი "სახე" სონუ სოდი ძალიან მოხარულია ითანამშრომლოს სუპერვარსკვლავ რაჯნიკანტთან ფილმში "Rana".
სონუ სოდი მთავარ ბოროტმოქმედს ითამაშებს ამ ფილმში, რომელსაც რეჟისორი რავიკუმარი იღებს.

ეს არის ისტორიული ექშენი, რომელსაც საფუძვლად უდევს ჰოლივუდური ბლოკბასტერი "300 სპარტანელი". ფილმზე უკვე საუბრობენ, როგორც ყველაზე ძვირადღიღებულ ინდურ კინოპროექტზე დღეისათვის.
ეს არის ერთდროულად Eros International и Ocher Studios - (რაჯნიკანტის ქალიშვილის, სუნდარის საპროდიუსერო სახლის ნამუშევარი). ფილმში მთავარ როლს თამაშობს დიპიკა პადუკონი, მუსიკა ეკუთვნის რაჰმანს. ეს იქნება სამენოვანი ფილმი.
როგორ მიიღო სონუ სოდიმ ასეთ პროექტში მონაწილეობის შანსი?
-მე დიდი თაყვანისმცემელი ვარ სუპერვარსკვლავ რაჯნიკანტის. ორი თვით ადრე ის იყო მუმბაიში და მიმიწვია შეხვედრაზე. შემომთავაზა, რომ უნდა მეთამაშა მთავარი ბოროტმოქმედის როლი ფილმში "Rana". მე მაშინვე დავეთანხმე, ისე რომ არც მინახავს ფილმის სცენარი. ის კი გადამეხვია. მოგვიანებით რავიკუმარმა მომცა ჩემი როლის მოკლე აღწერა, თუმცა მე ნებისმიერ შემთხვევაში მე მოვაწერდი ხელს ამ კონტრაქტს - თქვა მსახიობმა.
ამჟამად მსახიობი დაკავებულია ორ ბოლივუდურ პროექტში, სამ ტელუგუ ფილმში და ერთ ტამილურ პროექტში. თუმცა, როგორც თავად ამბობს მისი პრიორიტეტი იქნება ფილმი "Rana".
-ითამაშოს მთავარი როლი ასეთი რეჟისორის ფილმში, ყველა ინდოელი მსახიობის ოცნებაა - განაცხადა მსახიობმა.

სამი ახალგაზრდული ფილმი ერთ დღეს გამოვა

შაჰიდ კაპურის მონაწი ლეობით ახალი პროექტი, რომელიც 9 სექტემბერს გამოვა ეკრანებზე კონკურენციას გაუწევს ორ ახალ საინტერესო ფილმს. ესენია: "Rockstar" რანბირ კაპურის მონაწილეობით და "Mere Brother Ki Dulhan" იმრან ქჰანის მონაწილეობით.
ორივე პროექტი "Rockstar" -ც და "Mere Brother Ki Dulhan" ახალგაზრდულია და მათ შესაძლებელია საკმაოდ სერიოზულად შეუშალონ ხელი ფილმს "Mausam" .

შესაძლოა ორ კჰანს შორის ურთიერთობა დათბეს

შაჰრუჰ კჰანის ყველაზე ძვირადღირებული ბლოკბასტერის "Ra. One"-ს პრომოს ჩვენებისას ერთი სასიამოვნო ფაქტი გახდა ცნობილი. ბოლივუდის ორ "ყოვლისშემძლე" ქჰანს, მგონი სურს დაივიწყოს პირადი უთანხმოება. როცა საქმე ეხება პროფესიონალიზმს ორივე ქჰანი პოულობს ერთმანეთისათვის კეთილს სიტყვებს. შაჰრუჰმა ნახა სალმანის ფილმის "Ready" პრომო, რის შემდეგაც ბოლივუდის მეფემ გამოთქვა ასეთი აზრი: -მე ვფიქრობ ფილმში ორი სიმღერა ძალიან კარგია და დასამახსოვრებელია. ჩემი შვილები, ისევე როგორც ყველა ელოდება ამ ფილმის პრემიერას. ჩემი შვილები დაესწრებიან პრემიერას. ეს შეიძლება ითქვას კარგი სიახლეა ბოლივუდის მოყვარულთათვის და შესაძლოა ბავშვებმა შესძლონ შეცვალონ ამ ორ მსახიობს შორის არსებული ურთიერთობა.

კაჯოლი იაშ ჩოპრას ახალ პროექტში


იაშ ჩოპრა გეგმავს თავის შემდგომ რეჟისორულ პროექტში გააცოცხლოს ფილმ "მოუტაცებელი საპატარძლოს" მაგია.
კაჯოლი ახლახან შენიშნეს "იაშრაჯფილმზის" სტუდიაში და წყარო გვამცნობს, რომ ეს არ იყო ვიზიტი შემთხვევითი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი მიიღებს მონაწილეობას ფილმში, რომელშიც შაჰრუჰ ქჰანი და კატრინა კეიფი მონაწილეობენ. არის კიდევ ე რთი მნიშვნელოვანი როლი ამ ფილმში და კაჯოლი, როგორც ამ კინოსტუდიის საყვარელი მსახიობი, განიხილება ამ როლზე. დაიწერა, რომ ჩოპრას ძალიან უნდა დაითანხმოს კაჯოლი ამ ფილმში შაჰრუჰის მეწყვილედ. მას უყვარს ეს ორი მსახიობი და მათი ეკრანული წყვილი. რეჟისორი გრძნობს, რომ მათ შეუძლიათ შექმნან იგივე ჯადოქრობა ეკრანზე რაც ადრეულ ფილმებში. არსებობს ვარაუდი, რომ თუმცა ფილმში კატრინა თამაშობს ქალის მთავარ როლს, სავარაუდოდ კაჯოლი შეასრულებს მეორე ქალის როლს და შექმნის სასიყვარულო სამკუთხედს ფილმში. კინოპროდიუსერი, რომელმაც გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა "შეშლილი გულები", "სასიყვარულო კავშირები" და ა.შ. უბრუნდება რეჟისორის სავარძელს შვიდი წლის შემდეგ ახალი რომანტიკული ფილმით. მისი უკანასკნელი რეჟისორული პროექტი იყო ფილმი "ვირი და ზარა", რომელიც 2004 წელს გამოვიდა.
შემდგომი ცვილის ფიგურა კარინა კაპურის იქნება

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმში ამიტაბჰ ბაჩანის, სალმან ქჰანის, შაჰრუჰ ქჰანის, რიტიკ როშანისა და აიშვარია რაის ცვილის ფიგურების გვერდით მალე მიემატება კარინა კაპურის ფიგურაც.
კარინა არ მალავს თავის სიხარულს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამჯერად მას ამირ ქჰანთან ერთად იღებენ რიმი კაგტის ფილმში.

სალმან კჰანი მაყურებლის რჩეულია

ბოლო ხანებში მაყურებლის მიერ ყველაზე აღიარებულ მსახიობად სალმან ქჰანი სახელდება. ფილმების "Dabangg" და "Ready" მათ ეკრანებზე მხოლოდ სალმანის ნახვა სურთ. ეკრანზე გამოსვლიდან პირველივე კვირაში ფილმმა "Ready" დიდი შემოსავალი მოიტანა. ის უკვე ჭარბობს ფილმის "სამი იდიოტი"- ს და ცოტათი ჩამორჩება ფილმის "Dabangg" შემოსავალს. სალმანმა გამოიმუშავა თამაშის თავისი სტილი, საუბრის თავისებური მანერა, თავისი ეკრანული გარეგნობა. ის ცდილობს არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და შემოიტანოს კარიერაში რაღაც ახალი.

ვივეკ ობეროი დაქორწინებამ შეცვალა

თუ აქამდე ვივეკ ობეროი ძალიან ბევრ ფილმში შემჩნეული იყო კოცნის სცენებში, თან არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე ფილმის გმირთანაც კი, ახლა უკვე მსახიობმა თავაზიანად თქვა უარი დელიში ერთ-ერთ საზეიმო შეხვედრაზე, როდესაც მას მისი ფანი მიუახლოვდა და კოცნა შესთავაზა.
- მან მიმიზიდა თავისკენ და მთხოვა მეკოცნა მისთვის. მე წუთით დავიბენი. მე მსიამოვნებს ჩემი ფანატების ხილვა, მაგრამ ეს მეტისმეტია - განაცხადა მსახიობმა.
ჯერ მხოლოდ შვიდი თვე გავიდა რაც 34 წლის მსახიობი დაქორწინდა პრიანკა ალვაზე, მაგრამ როგორც თავად ამბობს ქორწინებამ ის სრულიად შეცვალა.
-მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ქორწინებასთან დაკავშირებით და მეშინოდა ამ ნაბიჯის. თუმცა როცა მე შევხვდი პრიანკას სიტუაცია სრულებით შეიცვალა. მე სხვა ადამიანი გავხდი და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა - ხაზი გაუსვა მსახიობმა. ასევე დაამატა, რომ ის კარიერის აღმავალ გზაზეადა ეს აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ რაც დაქორწინდა. პრიანკა მისი წარმატების თილისმაა. -ეს ნამდვილად კარგი წელია ჩემთვის. მე მოვაწერე ხელო კონტრაქტს 5 ახალ სხვადასხვა ჟანრის ფილმზე. მე ვითამაშებ როგორც რომანტიკული ჟანრის ფილმებში ასევე კომედიებში. მე ვარ ჩემი კარიერის ნათელ წერტილში და ეს ყველაფერი ჩემი წარმატებების მომტანი ლედის, თუ როგორ უნდა ვთქვა "ლედი ობეროის" დამსახურებაა. მსახიობი სულმოუთქმელად ელოდება მაყურებელმა ნახოს მისი თამაში ფილმ "Krrish"-ის გაგრძელებაში და თვლის, რომ მისი როლი ამ ფილმში ძალიან საინტერესოა. მსახიობმა აღიარა, რომ მათ სურთ გააჩინონ შვილები. -თუმცა ამ მომენტში პრიანკას უკვე ჰყავს ერთი ბავშვი - მე, - გაიხუმრა ვივეკმა.

ნარმადა აჰუჯას სადებიუტო ფილმის გადაღებები გადაიდო

გოვინდას ქალიშვილმა - ნარმადა აჰუჯამ პროგნოზების მიხედვით ხმამაღალ დებიუტს გააკეთებს ბოლივუდურ ფილმში "Manchali" , თუმცა ამჯერად ის დეპრესიულ დგომარეობაშია იმის გამო რომ ფილმის გადაღებები გადაიდო. ფილმში მისი პარტნიორი მოკრივე ვიჯენდრა სინგჰი უნდა იყოს. ნარმადას იმედი აქვს რომ მისი დებიუტიც ისევე წარმატებული იქნება, როგორც სონაქში სინჰასი ფილმში "Dabangg".
უკვე ყველაფერი მზად იყო ფილმის გადაღებების დაწყებისათვის, მაგრამ პროდიუსერებმა გაურკვეველი მიზეზების გამო გადადეს ფილმის გადაღებები. იყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრობლემები შეიქმნა ვიჯენდრა სინგჰის გამო, რომელიც ახლახან დაქორწინდა, თუმცა შეფერხებების მიზეზად ასახელებს კრივს.
ნარმადამ მამას სთხოვა გამოეყენებინა თავისი კავშირები, რომ ისევ აღსდგეს ფილმის გადაღებები.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails