ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 21 июля 2011 г.

ინდოელი პროდიუსერები საქართველოშია

საქართველოში ბოლივუდის პროდიუსერთა დელეგაცია ჩამოვიდა.
ჯგუფის წევრებმა ცნობილი ინდური ბლოკ–ბასტერის, განგსტერული ტრილერის, ბილა 2–ს გადასაღებად საჭირო ადგილები უნდა დაათვალიერონ და მსახიობთა ქასტინგიც უნდა ჩაატარონ.

ვიზიტი კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებას ითვალისწინებს. დაგეგმილია შეხვედრები ეკონომიკისა და კულტურის მინისტრებთან. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და კინოცენტრის წარმომადგენლებთან.

სურეშ ბალაჯი - პროდიუსერი

–ჩვენ უკვე დავიწყეთ ფილმის გადაღებები ინდოეთში. მის ნაწილს კი ევროპაში, საქართველოში გადავიღებთ. ამისთვის უნდა შევარჩიოთ ადგილები, რომლებიც გადმოგზავნილი ფოტოებით ვიცით და ახლა ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ.

ჯორჯ პაიასი - პროდიუსერი

–ჩვენვის სპეციალური პროგრამაცაა შედგენილი და იმედი მაქვს ვიპოვით კარგ ადგილებს გადაღებებისათვის. ჩვენ დავბრუნდებით და დარწმუნებული ვარ საინტერესო სამუშაო პროცესი გვექნება. ეს იქნება მძაფრსიუჟეტიანი ფილმი და გარკვეული სცენების გადაღება ევროპაშიც გვინდოდა. შემოგვთავაზეს საქართველო და სწორედ ამიტომ ჩამოვედით. დაახლოებით ერთი კვირა დავრჩებით და ოქტომბერში ისევ დავბრუნდებით.
საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, ბოლივუდელი პროდიუსერების ვიზიტის მთავარი მიზანია, დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიაში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან და შეკრან სამუშაო ჯგუფი, რათა შემოდგომაზე უკვე გადაიღონ ფილმი.

მოცემულ სტატიაში ზუსტად გადმოვიტანე სიახლე რომელიც გაჟღერდა საინფორმაციო გადაცემებში. თუმცა აღნიშნული ფილმი, რომლის მეორე ნაწილისათვის აქ გადასაღებად უნდა შეარჩიონ ადგილები, ისევე როგორც ამ პროდიუსერის სხვა დანარჩენი ფილმები, -
2012 - Billa 2 ( Tamil )
2009 - Yaavarum Nalam ( Tamil )
2007 - Kireedam ( Tamil )
2007 - Billa ( Tamil )
1999 - Megham ( Malayalam )
- არ არის ბოლივუდური.

среда, 20 июля 2011 г.

ფილმის "Zindagi Na Milegi Dobara" ჩვენებებმა ტრიუმფით ჩაიარა

რეჟისორ ზოი აჰტარის ფილმი "Zindagi Na Milegi Dobara" უკვე გახდა ლიდერი გაქირავებაში, სხვადასხვა არხებზე და მუსიკალური ნომრების უფლებების გაყიდვაში. მიუხედავად ფილმის გამოსვლამდე ორი დღით ადრე აფეთქებებისა მუმბაიში ხალხი განუწყვეტლივ იდგა ბილეთის რიგებში რათა ენახათ ფილმი. დარბაზები ყოველთვის 90-100 %-ით იყო შევსებული და ამ მხრივაც ფილმი ლიდერობდა.
-ფილმი ლიდერობს და ეს კარგი რეკლამისა და იმ მაყურებელთა დადებითი შეფასებების შედეგია, ვინც უკვე ნახა ფილმი. ეს არის ოჯახური ფილმი, რომელიც ყველას მოსწონს. ის გადაღებულია ახალი სტილით და არ ეკუთვნის არცერთ განსაკუთრებულ ჟანრს. მასში ყველაფერია ცოტ-ცოტა. ფილმი ალბათ გაქირავებაში გაცილებით დიდხანს დარჩება ვიდრე სხვა ფილმები - თქვა მუნიშ შარმამ, "Satyam Cineplexes"-ის გენერალურმა დირექტორმა.
რიტიკი და კატრინა პირველად გამოჩნდნენ ეკრანზე ერთად და მათი ეკრანული წყვილი დადებითად იქნა შეფასებული. ასევე კარგად იქნა შეფასებული ფარჰან აქტარის თამაში. ის გამოყვეს დანარჩენი მსახიობებისაგან.
ფარჰანმა ნახა რა აუდიტორიის რეაქცია, გამოხატა თავისი ემოციები და ასევე შეაქო თავისი და, ზოი აჰტარი ასეთი საინტერესო ფილმის შექმნისათვის.

შაჰრუჰის ახალი სტრატეგია ფილმების პრომოუშენისათვის

ყველა საუბრობს შაჰრუჰის ორი ახალი პროექტის "Ra.One" და "Don 2" -ს გამოსვლის შესახებ, რომლებიც არც ისე დიდი ინტერვალით გამოვა ეკრანებზე - 26 ოქტომბერს და 23 დეკემბერს. თუმცა ყველას უკვირს როგორ ჩატარდება მეორე ფილმის პრომოუშენი, მათ პრემიერებს შორის ხომ ძალიან მცირე დროის სხვაობაა.
სავარაუდოდ მსახიობს ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება, რადგან მან ერთი ფილმის გამოსვლისთანავე უნდა შეუდგეს უკვე მეორე ფილმის რეკლამირებას.
სავარაუდოდ, ამ ორი ფილმის რეკლამირებაზე მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება. გამომდინარე იქედან, რომ შაჰრუჰი ყოველთვის ახალი იდეების ავტორია ალბათ ღირს ინტერესით ველოდოთ შემოდგომას.

დაასრულა რა ორ მეგაპროექტზე მუშაობა, შაჰრუჰი გულუხვ განწყობაზეა.
მან საკმაოდ ძვირადღირებული მოტოციკლი აჩუქა სანჯაი დატს.

როდესაც შაჰრუჰმა მიმართა სანჯაის და სთხოვა თავის ფილმში "Ra.One" ეპიზოდური როლის შესრულება, სანჯაი მაშინვე დათანხმდა, თუმცა უარი თქვა ჰონორარზე. ამ ჟესტით ნასიამოვნებმა შაჰრუჰმა გადაწყვიტა სამაგიეროდ რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა მისთვის.
სანჯაის ინტერესი და გატაცება მოტოციკლისადმი კარგადაა ცნობილი, ამიტომაც შაჰრუჰმა სწორედ მოტოციკლის ჩუქება გადაწყვიტა მადლობის ნიშნად.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ სანჯაიმ იტალიური ფირმისაგან შეიძინა მოტოციკლისათვის საჭირო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის შლემი, ქურთუკი, ხელთათმანი. ასევე იტალიიდან სურდა მოტოციკლის იმპორტირება თუმცა ეს ვერ მოახერხა საბაჟოს პრობლემების გამო.
შაჰრუჰმა მოტოციკლთან ერთად ძვირფასი საათიც აჩუქა სანჯაის.
-მე ძალიან ვაფასებ იმას, რაც შაჰრუჰმა გააკეთა. ეს ძალიან გულუხვი ჟესტია - თქვა სანჯაი დატმა.

კიდევ ერთ ძვირფას საჩუქარზე შევაჩერებ ყურადღებას, რომელიც ბოლივუდის მეფემ გაუკეთა კოლეგას.
რამდენიმე თვეა საუბრობენ პრიანკა ჩოპრასა და შაჰრუჰის მყარ მეგობრობაზე.
ინტერვიუში პრიანკამ თქვა, რომ კარგავს ლაპარაკის უნარს, როცა შაჰრუჰის გვერდითაა. თავის დაბადების დღესაც შაჰრუჰთან ერთად შეხვდა.
პრიანკა ჩოპრა მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ფილმში "Ra.One" სანჯაი დატთან ერთად. ერთ-ერთი ექშენ სცენის გადღების შემდეგ, რომელიც შუაღამისას დასრულდა, შაჰრუჰმა პრიანკას ძვირფასი აკუსტიკური გიტარა აჩუქა დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ მსახიობს უყვარს მუსიკალური ინსტრუმენტები დაკვრა და სიმღერა.


воскресенье, 17 июля 2011 г.

პრაბჰუ დევა

თხოვნით
მიუხედავად იმისა, რომ საიტი ძირითადად განკუთვნილია ბოლივუდური ფილმებისათვის მაინც ხშირად მიწევს გამონაკლისის გაკეთება.
ამჯერადაც იყო თხოვნა ძალიან საინტერესო პიროვნების, ქორეოგრაფის, რეჟისორისა და მსახიობის პრაბჰუ დევას შესახებ.
ვასრულებ თხოვნას და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ მის შესახებ.


ინდოელი მაიკლ ჯეკსონი- პრაბჰუ დევა დაიბადა 1973 წლის 3 აპრილს.
ის ლეგენდარული ქორეოგრაფის სუდარამის მეორე შვილია. მის ძმებს რაჯუსა და ნაჯენდრას ასევე აქვთ შეხება კინოინდუსტრიასთან.
პრაბჰუ არის ერთ-ერთი წამყვანი ქორეოგრაფი სამხრეთულ კინოწარმოებაში.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პრაბჰუმ მუშაობა დაიწყო მამის ასისტენტად.Bharatnatyam-ისა და დასავლური საცეკვაო სტილის ფორმალურად შესწავლის შემდეგ მან თავისი ოცნების განხორციელება დაიწყო ტამილურ კინოში, როგორც ქორეოგრაფმა.
კარიერის საწყის ეტაპზე მისმა საცეკვაო ნომრებმა და მსახიობურმა ხელოვნებამ საშუალება მისცა მას გადაეღოთ გაცილებით სერიოზულ როლებში.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლებიც მიიღო, ის მაინც დგამს საცეკვაო ნომრებს ფილმებისათვის. დღეისათვის მას 100-ზე მეტ სამხრეთულ (ტამილისა და ტელუგუს) ფილმისათვის აქვს საცეკვაო ნომრები დადგმული.
მისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები 1992 წელს ფილმში "Gentleman", შენიშნეს და დააფასეს.
იმის შემდეგ რაც ერთ-ერთი პერსპექტიული ქორეოგრაფი და მსახიობი გახდა, პრაბჰუ დევამ რეჟისურასაც მოჰკიდა ხელი. მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო ტელუგუ-ფილმი, რომელიც 2005 წელს გამოვიდა.“Nuvvostanante Nenoddantana” - მაყურებლის და კრიტიკოსების მიერ კარგად იქნა მიღებული. მეორე წელს მან გადაიღო მეორე ტელუგუ-ფილმი - "Pournami". ხოლო ფილმები "Shankardada Zindabad" (ტელუგუ) და "Pokkiri" (ტამილი) 2007 წლის ბლოკბასტერებს წარმოადგენდნენ და მათი რეჟისორი პრაბჰუ დევაა.
მისი საუკეთესო ნამუშევრებია ქორეოგრაფიაში: "Minsara Kanavu" და "Lakshya". მან მიიღო ეროვნული პრემია საუკეთეო ქორეოგრაფიისათვის ორივე ფილმში.
2007 წელს საუკეთესო რეჟისურისათვის მიიღო ჯილდო ფილმისათვის "Pokkiri".


პირად ცხოვრებაში 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის გაეყარა მეუღლეს - რამლატჰას (ლატა). მათ სამი შვილი ჰყავთ. მიზეზი გაყრისა იყო ღალატი. პრაბჰუ არც მალავდა თავის ურთიერთობებს მსახიობ ნაიანტართან და პრაქტიკულად აღაც მონაწილეობდა თავისი ოჯახისა და შვილების ცხოვრებაში.გაყრის შემდეგ მან თავის მეუღლეს სამი სახლი, ორი მანქანა და ყოველთვიურად მილიონი რუპია დაუტოვა.
საინტერესოა, რომ გაყრის პროცესი სწორედ ივნისის თვეში უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც მსახიობი ეგრევე შეუდგება მზადებას ახალი ქორწინებისათვის.


ქორწილი ივლისის თვეშია დაგეგმილი, მუმბაიში, ვიწრო წრეში,
რომელსაც მხოლოდ წყვილის მეგობრები და ნათესავები დაესწრება.
პრაბჰუ თავის მომავალ მეუღლეზე, ნაიანტარზე 12 წლით დიდია.


суббота, 9 июля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

iifa - ს დაჯილდოების მე–12–ე ცერემონიალის შედეგები
(თხოვნით)


ტორონტოში ინდოეთის საერთაშორისო კინოაკადემიის დაჯილდოების მე-12-ე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ეს ცერემონიალი საზღვარგარეთ ინდური კინოს პოპულარიზაციისათვისაა გამიზნული, ამიტომაც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
წელს დაახლოებით 22 ათას ადამიანზე მეტი დაესწრო და ბილეთების ფასმა გადამყიდველებთან 1500 დოლარს მიაღწია.
თავიანთი ინდოელი კოლეგების მხარდასაჭერად ჰოლივუდიდან ჩამოვიდნენ ცნობილი მსახიობები ჰილარი სუონკი და სხვ. მათ ანილ კაპურთან ერთად გადასცეს პრიზები, მათ შორის რეჟისორ კარან ჯოჰარს და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელს შაჰრუჰ კჰანს, ფილმისათვის "ჩემი სახელია კჰანი".
- ჰოლივუდმა და ინდურმა კინომ უნდა დაახლოვოს ადამიანები მთელ მსოფლიოში აღმსარებლობის მიუხედავად, - თქვა სუონკმა.
ჰოლივუდელმა მსახიობებმა სურვილიც გამოთქვეს ინდურ ფილმში გადაღებაზე.

-ეს კარგია, რომ ინდური კინოინდუსტრია აქტიურად ეწევა სხვადასხვა ქვეყნებში თავისი ფილმების პოპულარიზაციას. მე სიამოვნებით ვიქნებოდი ბოლივუდური კინოს ნაწილი, - თქვა გუდინგმა და რამდენიმე ცეკვის მოძრაობაც აჩვენა.
ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა ფილმი "Dabang", რომელმაც 6 ნომინაციაში აიღო პრიზი: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო დებიუტანტი, საუკეთესო უარყოფითი როლის შემსრულებელი, საუკეთესო კომპოზიტორი, საუკეთესო კადრგარეთ მომღერლები.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი ერგო ანუშკა შარმას, ფილმისათვის - "Band Baaja Baaraat".
არჯუნ რამპალმა აიღო პრიზი როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა პოლიტიკური ფილმისათვის "Raajneeti", ხოლო მეორეხარისხოვანი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი აიღო პრაჩი დესაიმ ფილმისათვის "Once Upon a Time in Mumbai".
კანგანა რანაუტი მსახიობებთან არშად ვარსისთან, ჯავედ ჯეფრისთან და აშიშ ჩოუდრისთან ერთად წარმოადგენდნენ მსოფლიო პრემიერას კომედიური ფილმისა "Double Dhamaal".
ჯილდო დამსახურებისათვის გადაეცა დჰარმენდრას, დეოლების დინასტიის პატრიარქს. მსახიობმა მიიღო სპეციალური პრემია 55 წლიანი კარიერის განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის. მისი შვილები სანი და ბობი გამოვიდნენ მასთან ერთად სცენაზე სიმღერის ფონზე მათი ახალი ფილმიდან - "Yamla, Pagla, Deewane".

ანალოგიური ჯილდო ქალის ნომინაციაში მიიღო შარმილა თაგორმა, რომლის დებიუტიც კინოში 52 წლის წინ შედგა.
მან თქვა, რომ საიფ-ალი კჰანს სურდა დასწრებოდა ცერემონიალს, მაგრამ ვერ შეძლო დაკავებული გრაფიკის გამო.

პროვინციის პრემიერმა ცერემონიალის გახსნისას მისასალმებელი სიტყვა თქვა. იყო ენერგიული საცეკვაო ნომრები და გამოსვლები.
ორგანიზატორების თქმით, ცერემონიალს დაესწრო 200-ზე მეტი ინდოელი რეჟისორი და მსახიობი იმ იმედით, რომ მოიპოვონ კინოდისტრიბუციისათვის ამერიკული ბაზარი. ცერემოანიალის გალა-კონცერტს თვლიან ინდოეთის ერთ-ერთ, ყველაზე დიდ მედია-მოვლენად და ყველაზე პოპულარულად მსოფლიო სატელევიზიო რეიტინგით.
ცერემონიალის პირდაპირ ტრანსლიაციას უყურებდა დაახლოებით მილიარდი ადამიანი ძირითადად აზიის რეგიონში რაც შეესაბამება ოსკარისა თუ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის აუდიტორიას.

სოჰაილ კჰანს მეორე შვილი ჰყავს


კჰანების მეგობრულ კლანს: სოჰაილს, არბაზსა და სალმანს არა მარტო კარიერული წარმატებები აქვთ, არამედ ოჯახურ ბედნიერებასაც განიცდიან.
ფილმებს, რომლებიც მათი პროდიუსერობით გამოვიდა ("Dabangg", "Ready") ჰქონდათ არნახული წარმატება და ბევრი პროფესიონალური ჯილდოც მიიღეს. ახლა კი კჰანები ოჯახის ახალი წევრის შემატებასაც ზეიმობენ. უმცროს ძმას, სოჰაილს მეორე შვილი ჰყავს. მისი მეუღლე სიმა - დიზაინერია. დედაც და შვილიც ჯანმრთელია და თავს მშვენივრად გრძნობენ. სოჰაილის უფროს შვილს ნირვანი ჰქვია და ამჯერად ოჯახი ახალშობილისათვის არჩევს სახელს.
ეს სიახლე ბევრისათვის სიურპრიზი იყო, რადგან მხოლოდ მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ სიმას ორსულობის შესახებ.
ის არ ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე უკვე რამდენიმე თვეა, ამჯობინებდა რა ოჯახურ სიმყუდროვეს ხმაურიან საღამოებს.

მანდირა ბედს შვილი შეეძინა

მსახიობი მანდირა ბედიმ, რომელიც ცნობილია ფილმებით "მოუტაცებელი საპატარძლო" და "სიყვარულის ათი ისტორია", საერთაშორისო მამის დღეს თავის მეუღლეს, რაჯ კაუშალის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.
ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ მანდირამ ვაჟი გააჩინა. მამის დაჟინებით ახალშობილს ვირ (ქართულად არც ისე კარგად ჟღერს) დაარქვეს.
- მე ძალიან ბედნიერი ვარ! მენდი (მანდირა) და ბავშვი დიდებულად არიან! ჩვენ ვზეიმობთ! - განუცხადა ამაყმა მამამ ჟურნალისტებს.

აიშვარიას ორსულობამ ფილმ "heroine" -ს გადაღებები შეაფერხა

რეჟისორ მადჰურ ბჰანდარკარი დაბნეულია. აპრილში მან როგორც იქნა მიიღო აიშვარია რაისგან თანხმობა თავის ახალ ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე, თუმცა დაიწყო თუ არა გადაღებები, ცნობილი გახდა, რომ აიშვარია ფეხმძიმედაა. საქმის ვითარება რთულდება იმითაც, რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით მისი გმირი სვამს და ეწევა, რაც აიშვარიას მდგომარეობაში უბრალოდ შეუძლებელია.
გარდა ამისა სურათში არის სცენა, სადაც აიშვარიას გმირი ზის ცივი წყლის ჩანჩქერის ქვეშ, რაზეც ნამდვილად უარის თქმა მოუწევს მსახიობს.
რეჟისორი დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს. აიშვარიას ორსულობა სერიოზული მიზეზია, რომელსაც ვერ გაუკეთებს იგნორს. სოციალური ქსელის მომხმარებელი რეჟისორი დუმს ტვიტერზე, თავის გვერდზეც. სავარაუდოდ ფილმის გადაღებები გადაიდება მომავალი წლისათვის.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails