თხოვნით
მიუხედავად იმისა, რომ საიტი ძირითადად განკუთვნილია ბოლივუდური ფილმებისათვის მაინც ხშირად მიწევს გამონაკლისის გაკეთება.
ამჯერადაც იყო თხოვნა ძალიან საინტერესო პიროვნების, ქორეოგრაფის, რეჟისორისა და მსახიობის პრაბჰუ დევას შესახებ.
ვასრულებ თხოვნას და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ მის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საიტი ძირითადად განკუთვნილია ბოლივუდური ფილმებისათვის მაინც ხშირად მიწევს გამონაკლისის გაკეთება.
ამჯერადაც იყო თხოვნა ძალიან საინტერესო პიროვნების, ქორეოგრაფის, რეჟისორისა და მსახიობის პრაბჰუ დევას შესახებ.
ვასრულებ თხოვნას და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ მის შესახებ.
ინდოელი მაიკლ ჯეკსონი- პრაბჰუ დევა დაიბადა 1973 წლის 3 აპრილს.
ის ლეგენდარული ქორეოგრაფის სუდარამის მეორე შვილია. მის ძმებს რაჯუსა და ნაჯენდრას ასევე აქვთ შეხება კინოინდუსტრიასთან.
პრაბჰუ არის ერთ-ერთი წამყვანი ქორეოგრაფი სამხრეთულ კინოწარმოებაში.უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პრაბჰუმ მუშაობა დაიწყო მამის ასისტენტად.Bharatnatyam-ისა და დასავლური საცეკვაო სტილის ფორმალურად შესწავლის შემდეგ მან თავისი ოცნების განხორციელება დაიწყო ტამილურ კინოში, როგორც ქორეოგრაფმა.
კარიერის საწყის ეტაპზე მისმა საცეკვაო ნომრებმა და მსახიობურმა ხელოვნებამ საშუალება მისცა მას გადაეღოთ გაცილებით სერიოზულ როლებში.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლებიც მიიღო, ის მაინც დგამს საცეკვაო ნომრებს ფილმებისათვის. დღეისათვის მას 100-ზე მეტ სამხრეთულ (ტამილისა და ტელუგუს) ფილმისათვის აქვს საცეკვაო ნომრები დადგმული.
მისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები 1992 წელს ფილმში "Gentleman", შენიშნეს და დააფასეს.
იმის შემდეგ რაც ერთ-ერთი პერსპექტიული ქორეოგრაფი და მსახიობი გახდა, პრაბჰუ დევამ რეჟისურასაც მოჰკიდა ხელი. მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო ტელუგუ-ფილმი, რომელიც 2005 წელს გამოვიდა.“Nuvvostanante Nenoddantana” - მაყურებლის და კრიტიკოსების მიერ კარგად იქნა მიღებული. მეორე წელს მან გადაიღო მეორე ტელუგუ-ფილმი - "Pournami". ხოლო ფილმები "Shankardada Zindabad" (ტელუგუ) და "Pokkiri" (ტამილი) 2007 წლის ბლოკბასტერებს წარმოადგენდნენ და მათი რეჟისორი პრაბჰუ დევაა.
მისი საუკეთესო ნამუშევრებია ქორეოგრაფიაში: "Minsara Kanavu" და "Lakshya". მან მიიღო ეროვნული პრემია საუკეთეო ქორეოგრაფიისათვის ორივე ფილმში.
2007 წელს საუკეთესო რეჟისურისათვის მიიღო ჯილდო ფილმისათვის "Pokkiri".
პირად ცხოვრებაში 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის გაეყარა მეუღლეს - რამლატჰას (ლატა). მათ სამი შვილი ჰყავთ. მიზეზი გაყრისა იყო ღალატი. პრაბჰუ არც მალავდა თავის ურთიერთობებს მსახიობ ნაიანტართან და პრაქტიკულად აღაც მონაწილეობდა თავისი ოჯახისა და შვილების ცხოვრებაში.გაყრის შემდეგ მან თავის მეუღლეს სამი სახლი, ორი მანქანა და ყოველთვიურად მილიონი რუპია დაუტოვა.
საინტერესოა, რომ გაყრის პროცესი სწორედ ივნისის თვეში უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც მსახიობი ეგრევე შეუდგება მზადებას ახალი ქორწინებისათვის.
ქორწილი ივლისის თვეშია დაგეგმილი, მუმბაიში, ვიწრო წრეში,
რომელსაც მხოლოდ წყვილის მეგობრები და ნათესავები დაესწრება.
პრაბჰუ თავის მომავალ მეუღლეზე, ნაიანტარზე 12 წლით დიდია.
Комментариев нет:
Отправить комментарий