ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 20 июля 2011 г.

ფილმის "Zindagi Na Milegi Dobara" ჩვენებებმა ტრიუმფით ჩაიარა

რეჟისორ ზოი აჰტარის ფილმი "Zindagi Na Milegi Dobara" უკვე გახდა ლიდერი გაქირავებაში, სხვადასხვა არხებზე და მუსიკალური ნომრების უფლებების გაყიდვაში. მიუხედავად ფილმის გამოსვლამდე ორი დღით ადრე აფეთქებებისა მუმბაიში ხალხი განუწყვეტლივ იდგა ბილეთის რიგებში რათა ენახათ ფილმი. დარბაზები ყოველთვის 90-100 %-ით იყო შევსებული და ამ მხრივაც ფილმი ლიდერობდა.
-ფილმი ლიდერობს და ეს კარგი რეკლამისა და იმ მაყურებელთა დადებითი შეფასებების შედეგია, ვინც უკვე ნახა ფილმი. ეს არის ოჯახური ფილმი, რომელიც ყველას მოსწონს. ის გადაღებულია ახალი სტილით და არ ეკუთვნის არცერთ განსაკუთრებულ ჟანრს. მასში ყველაფერია ცოტ-ცოტა. ფილმი ალბათ გაქირავებაში გაცილებით დიდხანს დარჩება ვიდრე სხვა ფილმები - თქვა მუნიშ შარმამ, "Satyam Cineplexes"-ის გენერალურმა დირექტორმა.
რიტიკი და კატრინა პირველად გამოჩნდნენ ეკრანზე ერთად და მათი ეკრანული წყვილი დადებითად იქნა შეფასებული. ასევე კარგად იქნა შეფასებული ფარჰან აქტარის თამაში. ის გამოყვეს დანარჩენი მსახიობებისაგან.
ფარჰანმა ნახა რა აუდიტორიის რეაქცია, გამოხატა თავისი ემოციები და ასევე შეაქო თავისი და, ზოი აჰტარი ასეთი საინტერესო ფილმის შექმნისათვის.

შაჰრუჰის ახალი სტრატეგია ფილმების პრომოუშენისათვის

ყველა საუბრობს შაჰრუჰის ორი ახალი პროექტის "Ra.One" და "Don 2" -ს გამოსვლის შესახებ, რომლებიც არც ისე დიდი ინტერვალით გამოვა ეკრანებზე - 26 ოქტომბერს და 23 დეკემბერს. თუმცა ყველას უკვირს როგორ ჩატარდება მეორე ფილმის პრომოუშენი, მათ პრემიერებს შორის ხომ ძალიან მცირე დროის სხვაობაა.
სავარაუდოდ მსახიობს ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება, რადგან მან ერთი ფილმის გამოსვლისთანავე უნდა შეუდგეს უკვე მეორე ფილმის რეკლამირებას.
სავარაუდოდ, ამ ორი ფილმის რეკლამირებაზე მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება. გამომდინარე იქედან, რომ შაჰრუჰი ყოველთვის ახალი იდეების ავტორია ალბათ ღირს ინტერესით ველოდოთ შემოდგომას.

დაასრულა რა ორ მეგაპროექტზე მუშაობა, შაჰრუჰი გულუხვ განწყობაზეა.
მან საკმაოდ ძვირადღირებული მოტოციკლი აჩუქა სანჯაი დატს.

როდესაც შაჰრუჰმა მიმართა სანჯაის და სთხოვა თავის ფილმში "Ra.One" ეპიზოდური როლის შესრულება, სანჯაი მაშინვე დათანხმდა, თუმცა უარი თქვა ჰონორარზე. ამ ჟესტით ნასიამოვნებმა შაჰრუჰმა გადაწყვიტა სამაგიეროდ რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა მისთვის.
სანჯაის ინტერესი და გატაცება მოტოციკლისადმი კარგადაა ცნობილი, ამიტომაც შაჰრუჰმა სწორედ მოტოციკლის ჩუქება გადაწყვიტა მადლობის ნიშნად.
ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ სანჯაიმ იტალიური ფირმისაგან შეიძინა მოტოციკლისათვის საჭირო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის შლემი, ქურთუკი, ხელთათმანი. ასევე იტალიიდან სურდა მოტოციკლის იმპორტირება თუმცა ეს ვერ მოახერხა საბაჟოს პრობლემების გამო.
შაჰრუჰმა მოტოციკლთან ერთად ძვირფასი საათიც აჩუქა სანჯაის.
-მე ძალიან ვაფასებ იმას, რაც შაჰრუჰმა გააკეთა. ეს ძალიან გულუხვი ჟესტია - თქვა სანჯაი დატმა.

კიდევ ერთ ძვირფას საჩუქარზე შევაჩერებ ყურადღებას, რომელიც ბოლივუდის მეფემ გაუკეთა კოლეგას.
რამდენიმე თვეა საუბრობენ პრიანკა ჩოპრასა და შაჰრუჰის მყარ მეგობრობაზე.
ინტერვიუში პრიანკამ თქვა, რომ კარგავს ლაპარაკის უნარს, როცა შაჰრუჰის გვერდითაა. თავის დაბადების დღესაც შაჰრუჰთან ერთად შეხვდა.
პრიანკა ჩოპრა მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ფილმში "Ra.One" სანჯაი დატთან ერთად. ერთ-ერთი ექშენ სცენის გადღების შემდეგ, რომელიც შუაღამისას დასრულდა, შაჰრუჰმა პრიანკას ძვირფასი აკუსტიკური გიტარა აჩუქა დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ მსახიობს უყვარს მუსიკალური ინსტრუმენტები დაკვრა და სიმღერა.


Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails