ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 25 ноября 2011 г.

ბოლივუდური სიახლეები

ფილმ «Talaash» –ს შემდეგ «Rock On 2» –ს გადაიღებენ

ბოლოსდაბოლოს ეს სიახლე დადასტურდა. გადაიღებენ ძალიან პოპულარული ფილმის «Rock On» –ს გაგრძელებას «Rock On 2». გადაღებები დაიწყება მომავალ წელს და ფილმის რეჟისორი იქნება აბიშეკ კაპური. მას შემდეგ რაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა (2008) მიუხედავად იმისა, რომ მოხიბლა მაყურებელი, იქცა საკულტო ფილმად ახალგაზრდებს შორის, მისი შემქმნელები მაინც სხვა ფილმებზე იყვნენ გადართულნი და ფილმის «Rock On 2» გადაღება მეორე პლანზე გადადეს.
გასულ წელს მათ გადაიღეს "Karthik Calling Karthik" , 2011 წელ
ს მათ ჰქონდათ ისეთი პროექტები როგორებიცაა: "Game", "Zindagi Na Milegi Dobara" და "Don 2. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ფილმს წარმოადგენდა ფარჰანისა და რიტეშისათვის, ისევე როგორც ფილმი "Talaash" (ამირ კჰანი და კარინა კაპური).

როგორც კი ამ ფილმის გადაღებები დასრულდება მომავალი წლის ივნისში, დაიწყება ფილმის – "Rock On 2" გადაღებები.
ფილმის მწარმოებლებს ჯერ–ჯერობით არაფერი განუცხადებით ფილმში მონაწილე მსახიობების შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ფარჰან აჰტარი, არჯუნ რამპალი და პურაბ კოჰლი დაუბრუნდებიან თავიანთ როლებს. ისინი როკ – ჯგუფის წევრებს განასახიერებდნენ.

შაჰრუჰის მთავარი მოლოდინი ფილმის "
Ra.One"–ს გამოსვლას უკავშირდებოდა

შაჰრუჰ კჰანი, როგორც თავად ამბობს, ერთ–ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც ყოველდღიურად თავისი ოცნებებით ცხოვრობს. ამჟამად კი მისი ერთადერთი ოცნება რომლის რეალობად ქცევაც მას სურს, არის – ბოლოსდაბოლოს თავი დაანებოს მოწევას.
–მე ველოდები ფილმის "Ra.One"–ს გამოსვლას და ამის შემდეგ მე დავანებებ თავს მოწევას ერთხელ და სამუდამოდ, – თქვა მან.
ის სიამოვნებით საუბრობდა ჟურნალისტებთან ყველაფერ
ზე რაც კი უკავშირდებოდა მისი ახალი ფილმის რეკლამას.რაც შეეხება ჭორებს მისი როლის შესახებ რეჟისორ როჰიტ შეტის რომანტიულ ფილმში, მსახიობმა უარყო და თქვა:
–მე მხოლოდ წავიკითხე როჰიტ შეტის სცენარი და ჯერ არაფერია დაზუსტებული. ამჟამად მე ძალიან დაკავებული ვიყავი ფილმით "Ra.One", მითუმეტეს რომ ჩემი პროდიუსერი ავად იყო. მე ვმუშაობდი, როგორც მსახიობი და როგორც პროდიუსერი ფილმზე. ვოცნებობდი გამეკეთებინა ფილმი, რომელიც იქნებოდა განსაკუთრებული.
კითხვაზე, დაამკვიდრებს კი ეს ფილმი ახალ ტენდენციას, შაჰრუჰი პასუხობს:
–რათქმაუნდა, ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ ტენდენციას. დროა საჭირო, რომ შეიქმნას ისეთი ფილმი როგორიცაა "Ra.One". როცა მე ვნახე ფილმი "Krrish", მე სერიოზულად დავინტერესდი VFX– ით (ნიშნავს, ვიზუალურ ეფექტებს), ახლა როცა შევქმენი და დავსრულე ჩემი ფილმი მე მინდა ის ვაჩვენო ჩემს მეგობარს, რიტიკს და გავიგო მისი აზრი ჩემს ფილმზე, – აღელვებით საუბრობს მსახიობი.

Playboy–ს მოდელი კენდისი ფილმში "Aazaan"

მაყურებელი ელოდება კენდის ბუჩერის დებიუტს დიდ ეკრანზე. ინტერნეტში მისი უამრავი შიშველი ფოტოს მოპოვებაა შესაძლებელი, თუმცა ამ ფილმისათვის მან სულ სხვა იმიჯი მიიღო.
–თუკი ფილმში თამაშობს ასეთი მოდელი ცხადია მაყურებელი ელოდება თამამ სცენებს, მაგრამ ეს ფილმი არ არის ეროტიკული ფილმი, ეს არის ჯაშუშური ტრილერი და მსახიობს არ დასჭირვებია მსგავს სცენებში გადაღება.
მაინც რა იყო მიზეზი ფილმის შემქნელებისათვის, რომ მთავარ როლზე მოეწვიათ მსახიობი, რომელსაც მსახიობიობის არანაირი გამოცდილება არა აქვს? ალბათ ამიტომაცაა საზოგადოების მხრიდან მოლოდინი იმისა, რომ კენდისს იხილავენ იგივე იმიჯით რაც მოსალოდნელია "პლეიბოის" მოდელისაგან.

მანამ, სანამ მაყურებელი ელოდება როგორი იქნება მისი როლი დიდ ეკრანზე, კენდისმა ბოლივუდში შემოაბიჯა რომანტიკული ვიდეორგოლით "Khuda Ke Liye".



ფილმში ნამდვილად იქნება რამდენიმე თამამი სცენა, რომელიც ძალიან ესთეტიკურად იქნება გაკეთებული.

ფილმში "ბაიკერები 3" ამირ კჰანთან ერთად კატრინა ითამაშებს

ძალიან ბევრი მსახიობი განიხილებოდა ამირ კჰანის პარტნიორის როლზე, ფილმში "ბაიკერები 3", რომელზეც ბოლოსდაბოლოს კატრინა კეიფი დამტკიცდა.
კატრინა ადრეც მუშაობდა "იაშრაჯფიმზში" ადიტია ჩოპრასთან და რეჟისორ ვიჯაი კრიშნა აჩარიასთან, თუმცა მსახიობს აღელვებდა რამდენიმე სცენა ახალი ფილმიდან. ფილმის გმირი აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ბიკინში და კიდევ კატრინას გადაწყვეტილი აქვს – ეკრანზე არავითარი კოცნის სცენა! სწორედ ამის შესახებ განუცხადა მან ადიტია ჩოპრას, რომ არ იყო თანახმა რამდენიმე სცენის თამაშზე.
ყველაზე სასურველი პრეტენდენტი ამ როლზე კატრინა კეიფი იყო დაადიტიამ შეძლო დაერწმუნებინა კატრინა, რომ არ ღირს უარის თქმა ამ ფილმში მონაწილეობაზე, მითუმეტეს, რომ მასთან წყვილში ამირ კჰანი ითამაშებს. ამ ორმა ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია კატრინას გადაწყვეტილებაზე.
შაჰრუჰთან მას უკვე აქვს როლი იაშ ჩოპრას შემდეგ ფილმში, ამჯერად კი ის ამირ ქჰანთან ერთადაც ითამაშებს.
როდესაც ის შეხვდა ადიტია ჩოპრას, ორივენი კარგ განწყობაზე იმყოფებოდნენ ფილმის "Mere Brother Ki Dulhan" წარმატების შემდეგ. სწორედ მაშინ შესძლო ადიტიამ დაერწმუნებინა კატრინა, რომ ფილმს "ბაიკერები 3" შეუძლია მისი კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანოს. მათ ისაუბრეს და შეთანხმებას მიაღწიეს იმ სცენებზეც, რომელიც მსახიობს აღელვებდა, რათქმაუნდა სცენები არ ამოუღიათ, მაგრამ ისე შეცვალეს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია.
ამრიგად კატრინა კეიფი ერთადერთი მსახიობია ინდური კინოს ისტორიაში, რომელიც რომელიც "იაშ რაჯის ბანერის ქვეშ" მეოთხედ იმუშავებს.
თავად მსახიობი მიუწვდომელი გახდა კომენტარებისათვის. როგორც ჩანს ის ახლა კიდევ უფრო დაკავებული იქნება, რადგან მოუწევს ახალი საბრძოლო ხელოვნების შესწავლა. როგორც ცნობილია ფილმში "ბაიკერები 3" არის სამურაის ხმალით ბრძოლის
სცენები.
წარმატებები ვუსურვოთ ფილმს და მსახიობს.

"Yash Raj Films"– ის ახალი ფილიალი


როგორც ცნობილია 2011 წელს "Yash Raj Films" – ის სტუდიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადეს ახლადშექმნილი ახალგაზრდული სტუდიის Y - Films–ის გახსნის შესახებ, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად იმუშავებს 1970 წელს რეჟისორ იაშ ჩოპრას მიერ დაფუძნებულ საყოველთაოდ ცნობილ "Yash Raj Films" –ის სტუდიისაგან. ახალმა სტუდიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს აშიშ პატელი უკვე ჩაუშვა წარმოებაში 3 ფილმი: "Luv ka The End" (რეჟისორი – ბამპი, როლებში შრადჰა კაპური და დებიუტანტი.ტაჰა შაჰი); "Mujhse Fraandship Karoge" (რეჟისორი – ნუპურ ასტჰანა, დებიუტანტი მსახიობები: საქიბ სალიმი, საბა აზადი, ნიშანტ დაჰია და ტარა დი სუზა) და "Virus Diwan" (რეჟისორი ბამპი).
ამჯერად კი ნოემბერში უდაი ჩოპრამ, იაშ ჩოპრას უმცროსმა ვაჟმა ლოს–ანჯელესში გახსნა "Yash Raj Films"– ის სტუდიის ფილიალი – "YRF Entertainment", რომელიც დაკავებული იქნება თავიანთი ფილმების წარმოებით და გაქირავებით აშშ–ში.
ნიუ–იორკში უკვე დაიწყო ახალი ფილმის "The Longest Week" გადაღებები.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails