საღამოზე საკონცერტო ნომრები ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა "ლაკშმიმ" წარმოადგინა და მაყურებელთა მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს შედგა 2011 წლის ინდური ფილმის "თამაში" პრემიერა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები, მათ შორის ყველა ინდური კულტურის მოყვარულისათვის ცნობილი სახე – დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც მიესალმა საღამოს სტუმრებს და ბევრი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა წარსული საქმიანობიდან.
საღამოზე მადლობა ითქვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის საქართველოში ინდური კულტურისა და კინოს პოპულარიზაციის საქმეში.
სტუმართაგან ერთ–ერთს საჩუქრად გადაეცა ქართულენოვანი წიგნი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ – "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", ავტორის (დავით ბეჟიტაშვილი) ავტოგრაფით.
ბევრი თბილი სიტყვა ჩაიწერა შთაბეჭდილებების რვეულში.
ნახეთ საღამოს ჩანაწერის სრული ვერსია
ცალკეული საკონცერტო ნომრები და ფოტომასალა
ცალკეული საკონცერტო ნომრები და ფოტომასალა
Комментариев нет:
Отправить комментарий