ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 6 февраля 2012 г.

სიახლეები ბოლივუდიდან


კარინა კაპური, რომელმაც ჯერ იმუშავა ამირ კჰანთან ერთად, შემდეგ კი მის ძმიშვილთან, იმრანთან ერთად, ფილმში "Ek Main Aur Ek Tu", თვლის, რომ ამირი ერთგვარი საზომია ბოლივუდური კინოინდუსტრიის.
-იმრანი მხოლოდ ახლა იწყებს. მასთან მუშაობა ძალიან სახალისოა. მე ვთვლი, რომ ის შესანიშნავი მსახიობია და იმედი მაქვს მომავალში ისევ გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობა.
მსახიობმა, რომელიც ორი ახალი პროექტის, "Ek Main Aur EK Tu" და "Agent Vinod"-ს გამოსვლას ელოდება, აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში მისი პრიორიტეტი არის ფილმი "Ek Main Aur EK Tu".



”Dhoom 3” ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლის მიმართაც უდიდესია ინტერესი. ფილმის რეჟისორია ვიჯაი კრიშნა აჩარია, პროდიუსერი - ადიტია ჩოპრა.
ფილმში მონაწილეობენ ამირ კჰანი, კატრინა კეიფი, აბიშეკ ბაჩანი, უდაი ჩოპრა, რიმი სენი.
ეს პირველი ფილმია, სადაც ამირ კჰანსა და კატრინა კეიფს ერთად ვიხილავთ ეკრანზე.
ფილმში ამირ კჰანი თამაშობს მთავარ როლს კატრინა კეიფთან ერთად, აბიშეკ ბაჩანი და უდეი ჩოპრა კი ისევ თავიანთ პოლიციელების როლებს თამაშობენ. რიმი სენი ისევ აბიშეკის მეუღლის როლშია.
ფილმის მუსიკა ეკუთვნის პრიტამს.


ვივეკ ობეროი ამჯერად მუშაობს ფილმზე ”Kismat Luv Paisa Dilli” მალიკა შერავატისთან ერთად.
მსახიობისათვის ეს ფილმი იმით იქნება გამორჩეული, რომ ვივეკს ამ ფილმში მოუწევს გადაღებების დროს გაიხადოს საზოგადოების წინ.
ერთი ღამის გიჟური და გაუთვალისწინებელი მოვლენების ფონზე ვივეკის გმირს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად სრულიად გახდა უწევს. სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ სცენის გადაღება მოხდება დელში, გვიან ღამით საკმაოდ სიცივეში.
მსგავსი სცენა ვივეკს არ ჰქონია, ამიტომაც მსახიობი განსაკუთრებულად ემზადება ამ სცენის გადასაღებად. იმისათვის რომ საბოლოოდ შესულიყო როლში, რომელსაც ასრულებს ვივეკი პენჯაბელების ოჯახშიც კი ცხოვრობდა. ვივეკი თავის ოჯახთან ერთად ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს დელში, მანამ, სანამ ფილმზე მუშაობას დაასრულებს.



ბოლივუდის ახალბედა მსახიობმა პრატეიკ ბაბარმა და ბრიტანელმა მოდელმა, რომელიც უკვე ბოლივუდის მსახიობთა სიას ეკუთვნის, ემი ჯეკსონმა ბოლო ხანებში, მას შემდეგ რაც ერთად ითამაშეს ფილმში, ”ek deewana tha”, ღიად დააფიქსირეს თავიანთი სიმპათიები ერთმანეთის მიმართ.
პრატეიკი ყველგან თან ახლავს ემის სხვადასხვა ღონისძიებებზე და წარადგენს მას ყველას წინაშე, ვინც კინოს სამყაროდანაა.
ბოლოდროინდელი სიახლეები გვამცნობენ, რომ წყვილი თავიანთი ურთიერთობის ახალ საფეხურზე ავიდა და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. გაჟღერდა, რომ პრატეიკი გადავიდა ემისთან სახლში და ისინი ერთად ცხოვრობენ.
მალე ორივეს ნახვა შეგვეძლება ფილმში ”Ek Tha Tiger”.
იმედია წყვილი ურთიერთობის შემდეგ საფეხურზეც გადავა და კიდევ ერთი ბოლივუდური ოჯახი გვეყოლება.



ამ წლის პირველი ბოლივუდური ქორწილი იყო რიტეშ დეშმუკჰისა და ჯენელია დესუზას ქორწილი, რომელზეც მთელი ბოლივუდური შემადგენლობა ესწრებოდა.
სტუმრების რიცხვში იყვნენ: კაჯოლი, აჯაი დევგანი, აბიშეკ ბაჩანი, ჯაია ბაჩანი, შაჰრუჰ კჰანი, სოფი ჩაუდჰარი, კარან ჯოჰარი, სუნილ შეტი, შაჰიდ კაპური, საჯიდ ნადიადვალა მეუღლესთან ერთად.



სავარაუდოდ ასევე ბოლივუდის დიდი ნაწილი შეიკრიბება კიდევ ერთ ბოლივუდურ ქორწილში.
ჯენელია დე სუზასა და რიტეშ დეშმუკჰის ქორწილის შემდეგ, რომელიც 3 თებერვალს შედგა, შემდეგი გრანდიოზული ქორწილი იქნება დევიდ დჰავანის ვაჟის, ფილმის - ”Desi Boyz” რეჟისორის, როჰიტის და მოდელიერ ჯანვი დესაის ქორწილი, რომელთა ურთიერთობაც 7 წლის მანძილზე გაგრძელდა.
მოსაწვევები უკვე დაგზავნილია 12 - 13 თებერვლისათვის.
წყვილი გასულ წელს დაინიშნა შვიდწლიანი რომანის შემდეგ. მათ ექნებათ მეჰენდის, სანგიტის ცერემონიალი და შემდეგ ქორწილი და მიღება, რომელიც გაიმართება გოაში.
დევიდ დჰავანი გოაში იღებს ფილმს ”Chashme Buddoor” და ამავდროულად ქორწილისათვის სამზადისსაც ადევნებს თვალს. ეს როჰიტის არჩევანი იყო ქორწილი გადაეხადათ გოაში. მას სურდა უბრალოდ რეგისტრაცია და მოკრძალებული ღონისძიება მცირე რაოდენობით სტუმრებზე გათვლილი, მაგრამ მისმა მშობლებმა და მისმა ძმამ, ვარუნმა, (რომლის დებიუტიც ახლა შედგება კარან ჯოჰარის ახალ პროექტში) კარგად იციან კინოინდუსტრია და ამიტომაც ურჩიეს ძმას მოეწყო ნამდვილი პენჯაბური ქორწილი.
თავად როჰიტი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია რადგან ქორწინდება ქალზე, რომელსაც უკვე თითქმის შვიდი წელია ხვდება.
-იმედი მაქვს ქორწილი კიდევ უფრო უკეთეს ფილმმეიკერად მაქცევს. მე ახლახან შემისრულდა 28 წელი, ყველაფერი ისე სწრაფად ხდება.


ავტორიტეტულმა ონლაინ-ჟურნალმა მამაკაცებისათვის askmen.com გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ტოპ-გამოკითხვის შედეგები - ”ვინ არიან 2012 წლის ყველაზე სასურველი ქალები”. ამ სიაში ინდოელი მსახიობები, პრიანკა ჩოპრა და ფრეიდა პინტოც მოხვდა.
ორ ბოლივუდურ ფილმზე მუშაობის დამთავრების შემდეგ პრიანკა ჩოპრამ შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი წარმატებული წინადადება მიიღო. ის იქნება პირველი ბოლივუდელი მსახიობი, რომელმაც CAA (Creative Artists Agency) სააგენტოსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს სააგენტო ლოს-ანჯელესშია და საკმაოდ კრიტიკულია არჩევანში. სააგენტოს უკავშირდება ისეთი სახელები, როგორებიცაა ჯორჯ კლუნი, მერილ სტრიპი, ბრედ პიტი, სანდრა ბალოკი, ჯულია რობერტსი და უილ სმიტი. წარსულში რამდენიმე ბოლივუდის მსახიობმა მიმართა ამ სააგენტოს, მაგრამ მათ თავაზიანად ეთქვათ უარი.
მსახიობმა, რომელიც ”krrish 3"-ს გადაღებებზეა ჰაიდარაბადში, დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ბოლო ფილმში ”agneepath" შესრულებული როლისათვის ბევრი დადებითი გამოხმაურება მიიღო პრიანკა ჩოპრამ.
-მე ვიცოდი, რომ ფილმი დადებითად იქნებოდა შეფასებული, მაგრამ იმ გამოხმაურებებმა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განსაკუთრებულმა შექებამ ჩემს მიმართ ცოტა გამაკვირვა, - ამბობს მსახიობი.
მსახიობმა ასევე დაასრულა მუშაობა ფილმზე ”TERI MERI KAHAANI", რომელშიც შაჰიდ კაპურთან ერთად თამაშობს. ამჯერად კი ერთდროულად ორ ფილმზე მუშაობს.
"KRRISH 3"-ს პარალელურად ასევე მინდა დავასრულო ფილმის "BARFI" გადაღებები.



ცნობილი მოდელის და შემდგომში მსახიობისათვის, მუგდა გოდსესათვის თავისი დებიუტი ფილმში ”FASHION" ერთ-ერთ წარმატებულ როლად იქცა.
მოგვიანებით მსახიობმა ითამაშა ფილმებში:”Jail”, ”All The Best”, ”Help”, თუმცა ეს ფილმები გაქირავებში ჩავარდა. მსახიობი ახალ იმედებს ამყარებს ფილმზე”Gali Gali Chor Hai” მსახიობებთან აკშაი კჰანასთან და სამხრეთელ შრია სარანთან ერთად.
მუგდა თვლის, რომ ფილმის წარმატება დამოკიდებულია მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობაზე.



ბოლივუდის ვარსკვლავის სანჯაი დატის მეუღლე - მანიატა დატი ამბობს, რომ მათი რომანი უკვე უკან დარჩა მას შემდეგ, რაც შვილები გაჩნდნენ და სახლის მშვიდი გარემო მისთვის ყველაზე რომანტიული ადგილია. თუმცა ის მაინც გამოთქვამს სურვილს გარკვეული დრო გაატაროს მეუღლესთან ერთად.
-ოჯახური ვახშამი - ეს ოცნებაა. რადგანაც მე უკვე ორი შვილი მყავს, ცხადია ვეღარ ვიფიქრებ რომანტიკულ განმარტოებაზე მეუღლესთან ერთად. ასე რომ რომანტიკული ვახშამი მეუღლისა და შვილების გარემოცვაში - ეს უკვე არის რომანი, - ამბობს მანიატა.
წყვილი დაქორწინდა 2008 წლის თებერვალში და 2010 წლის ოქტომბერში მათ ტყუპები გაუჩნდათ.


Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails