ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 2 февраля 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები



ცნობისმოყვარეობა აიშვარია რაისა და აბიშეკ ბაჩანის ქალიშვილის მიმართ ცხადია უზარმაზარია. მოევლინა თუ არა ახალშობილი სამყაროს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტომონტაჟი, სადაც აიშვარიას ხელში ჩვილი უჭირავს.
ამჯერად კი ტვიტერზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც აიშვარია ხელში პატარა ბავშვითაა გამოსახული.
ფოტოსურათი ცხადია არც ამჯერადაა ნამდვილი, იგულისხმება რომ ფოტოზე
აიშვარია თავის ქალიშვილთან, ერთად არ არის. ამის დასადასტურებლად უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, პირველ რიგში ის, რომ აიშვარიამ მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მოიმატა წონაში, რაც აშკარად საგრძნობი იყო მისი რიტეშ დეშმუკჰისა და ჯენელია დესუზას ქორწილში გამოჩენისას, ამ ფოტოზე კი აიშვარია გამხდარია.
გარდა ამისა ბავშვიც გაცილებით დიდია, ვიდრე მისი ქალიშვილი უნდა იყოს ამჟამად.
და კიდევ, ამიტაბჰმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბავშვს დედის თვალები აქვს. ამ ბავშვის თვალებსა და აიშვარიას თვალებს შორის კი მსგავსებას ვერ ვხედავ.
ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ბავშვი აიშვარიას
ძმიშვილია.
ნებისმიერ შემთხვევაში სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ჯერ ბავშვის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით და არც ფოტო გვინახავს.

რეჟისორ ვიკრამ ბჰატის ფილმის «Raaz 3» გადაღებების პირველი დღიდანვე, ძალიან მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო მსახიობს, ბიპაშა ბასუს მცირედი დროც კი არ ჰქონდა დასვენებისათვის. საბოლოო ჯამში კი ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მსახიობი ლოგინად ჩავარდა მაღალი ტემპერარტურისა და კონიუქტივიტის გამო და მთელი კვირის განმავლობაში გამოეთიშა სამუშაოს. ყველა მიმდინარე გადაღება, მათ შორის ზემოთხსენებული ფილმისაც, რომელშიც ბიპაშა ბასუ იმრან ჰაშმისთან ერთად თამაშობს, შეჩერებული იქნა.
თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგაც როცა დაუბრუნდა დაგროვებულ სამუშაოს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუსვენებლად მოუხდა მუშაობა.
ფილმი ” Raaz 3 ” ემოციონალური დრამაა 3 დ ფორმატში. მსახიობი აღიარებს: მიუხედავად
იმისა, რომ მჭიდრო გრაფიკის გამო თითქმის არ სძინებია გადაღებების განმავლობაში, მას მოსწონს ახალ ფორმატში გადაღებები.
სწორედ ასეთი გრაფიკის გამო მსახიობმა ვერ შეძლო პირადად მიეღო ჯილდო ”Fittest Bollywood Celebrity”-ზე და იძულებული გახდა მხოლოდ ვიდეოზარით
შემოფარგლულიყო გადასაღები მოედნიდან.
-ვერაფრით გამოვნახე დრო დაჯილდოებაზე დასწრებისათვის, მაგრამ ფიტნესის სიყვარულისათვის ჯილდოს მიღება კიდევ უფრო
დიდი მიღწევაა, ვიდრე ფილმში როლის შესრულებისათვის. ვთვლი, რომ თუკი ადამიანები აღნიშნავენ ჩემს მიერ გაწეულ პროპაგანდას ფიტნესისა და ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის, ეს შესანიშნავია.
მსახიობის ახალი ფილმის ”Jodi Breakers” მიმართ დიდია ინტერესი და ბიპაშა თვლის, რომ 2012 წელი მისთვის წარმატებულად განვითარდება.


-როგორც ჩანს 2012 წელი ჩემთვის იქნება წარმატებული. დარწმუნებული ვარ მაყურებელი დადებითად შეაფასებს ჩემს როლს და მუშაობას ფილმში.

ახალი თაობის კუმირი რანბირ კაპური აცხადებს რომ, ფილმის გადაღების პროცესი ნებისმიერ ჯილდოზე მნიშვნელოვანია.
ჯილდოები დიდ როლს თამაშობენ მსახიობის კარიერაში, რადგანაც ისინი აღნიშნავენ მსახიობის მიერ გაწეული შრომის აღიარებას. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თავად ფილმის გადაღების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, - გვიყვება 29 წლის მსახიობი, რომელსაც გაუმართლა ემუშავა თავის ერთ-ერთ ბოლო ფილმზე
”rockstar” რახმანთან, იმთიაზ ალისთან და უკვე გარდაცვლილ შამი კაპურთან ერთად. მის მიერ ფილმში შესრულებული როლი კრიტიკოსებისა და რიგითი მაყურებლის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. მსახიობმა წინასწარ განაცხადა, რომ არ ელოდება ამ ფილმისათვის რაიმე პრიზის აღებას.
-არამგონია რომ ეს მოხდეს, მაგრამ ბედნიერი ვიქნები თუ მოხდება - აღიარა მსახიობმა. ამჯერად მსახიობი კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ესაა ანურაგ ბასუს ფილმი ”Barfee”. ფილმი, რომელშიც რანბირს პარტნიორობას პრიანკა ჩოპრა და ილეანა გაუწევენ სავარაუდოდ ივნისის თვეში გამოვა.

მსახიობი ასევე ითამაშებს ლეგენდარული შემსრულებლის კიშორ კუმარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ სურათში და დიპიკა პადუკონისთან ერთად მას ვიხილავთ იანა მუკჰერჯის ფილმში "Yeh Jawaani Yeh Deewani".

პოლიტიკური სატირის, ფილმის "Gali Gali Mein Shor Hai" გადაღებები დროებით გადაიდო, რადგან მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა აკშაი კჰანამ ზურგი დაიზიანა და ვინაიდან ტკივილები ძლიერი აღმოჩნდა გადამღები ჯგუფი მუმბაიში დაბრუნდა და გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო.
ფილმის რეჟისორმა მომხდარის მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს იყო ექშენ სცენა და მიუხედავად ტრავმისა აკშაი აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ტკივილები დღითიდღე მატულობდა. საბოლოო ჯამში იძულებულები გავხდით გადაღებების შეგვეწყვიტა და დავბრუნებულიყავით მუმბაიში.
თავად მსახიობი, რომელიც იშვიათად ჩნდება ეკრანზე, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ფილმზე თქვა უარი.
-იმიტომ კი არა რომ, არ მინდოდა წლის განმავლობაში ბევრ ფილმში მიმეღო მონაწილეობა, უბრალოდ არ მინდა ვასოცირდებოდე ყველანაირი როლის შემსრულებელ მსახიობთან, - განაცხადა მსახიობმა თავისი ახალი ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.
-ფილმში ” Gali Gali Mein Shor Hai" მე გადავიღე იმიტომ, რომ მომეწონა სცენარი და არ შემეძლო უარი მეთქვა მასში მონაწილეობაზე.

ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს როლი საუკეთესოა ჩემს მიერ შესრულებულ როლებს შორის დღესდღეობით. ჩემი გმირი ჩვეულებრივი მამაკაცია საშუალო ფენიდან. სწორედ ამან მომცა მე ახალი ორიენტირი ჩემს კარიერაში.
ფილმი ეხება ინდოეთში კორუმპირებულ სისტემას. დღესდღეობით არ არის ადგილი, სადაც არ მეფობდეს კორუფცია, მაგრამ მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ინდუსტრიის ნაწილს, რომელშიც არა აქვს კორუფციას ადგილი.
აკშაის წინა ფილმი იყო ფარა კჰანის "Tees Maar Khan", შემდეგი ფილმი იქნება "Chand Bhai", სადაც ის ითამაშებს ვიდია ბალანთან ერთად.

პაკისტანელი მომღერალი ალი ზაფარი მზადაა შეუერთდეს სექსუალური ბოლივუდელი მსახიობების რიგს თავისი ახალი ფილმით ”London Paris New York”.
მსახიობი, რომელიც წელზემოთ შიშველი გამოჩნდება ფილმში, ამბობს:
-მე არა ვარ წინააღმდეგი გავიხადო პერანგი ფილმში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს სჭირდება ხელოვნებას, ყველაფერი უნდა იყოს სიუჟეტის და ჩემი პერსონაჟის შესაბამისად. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ მას ყოველთვის ხელთ ჰქონდა თავისი გიტარა.
-იყო სცენები, რომლებიც დიდ ე
მოციონალურ და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ დიდი სიამოვნება გადაღებებისაგან. მსახიობი თითქოსდა ცხოვრობს თავისი პერსონაჟების ცხოვრებით და ამიტომაც მინდა რომ ყოველი ჩემი გმირი იყოს განსხვავებული წინასაგან. ასე რომ მე გულითადად მომიხდა მუშაობა ჩემს თავზე და იმიჯზე. მუდმივად ვვარჯიშობდი და ბოლო 10 დღის განმავლობაში ვიყავი სპეციალურ დიეტაზე.
კითხვაზე როგორ გრძნობს თავს ახლა, როცა შეუერთდა იმ ვარსკვლავთა რიცხვს, რომლებიც თავიანთი შიშველი სხეულის დემონსტრირებას ახდენენ, მსახიობი ღიმილით გვპასუხობს:
-ეს ხომ პირველად არ ხდება, როცა მე ვიხდი პერანგს ეკრანზე. მე ეს ჯერ კიდევ ჩემი კლიპის ”Ek Pal” გადაღების დროს დამჭირდა.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails