როგორს ჩანს, მსახიობი კარიშმა კაპური კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და ამბობს რომ თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე პროფესიონალურად ცხოვრობს.
-ვფიქრობ შესანიშნავია, როცა შორს ხარ ზეწოლისგან. მე ახლა შემიძლია ვიმუშაო ჩემს ტემპში და ვაკეთო ის რისი კეთებაც მომწონს, - განაცხადა 38 წლის მსახიობმა.
კარიშმა კაპურმა ბოლივუდში მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო და ბევრ წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: "Anari", "Raja Babu", "Raja Hindustani", "Dil To Pagal Hai"...
მსახიობმა ერთგვარი ხანგრძლივი პაუზა გააკეთა როდესაც 2003 წელს გათხოვდა სანჯაი კაპურზე და ორი შვილი გააჩინა, ქალიშვილი სამაირა და ვაჟი კიანი. კარიშმა მხოლოდ ახლახან დაბრუნდა ეკრანზე ვიკრამ ბჰატის ფილმით "Dangerous Ishhq". ფილმს წარმატება არ მოჰყოლია.
წინა ინტერვიუებში მსახიობი წერდა:
- ვფიქრობ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ჩემი ოჯახი და შვილები. ადამიანები მეკითხებიან, რატომ ვდგავარ საერთო ყურადღების მიღმა. მე ძლიერი და პროფესიონალური ადამიანი ვარ. ჩემი კარიერა ადრე მნიშვნელოვანი იყო, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ვთვლი რომ წარმატება და დიდება მოდის და მიდის.
ამ წლების განმავლობაში მსახიობის სიახლეებში გამოჩენა უკავშირდებოდა მხოლოდ მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორსა თუ მართალს.
ამჯერადაც, როცა ისევ აქტუალური თემაა მეუღლესთან მისი დაშორება, მსახიობი ცდილობს ნაკლებად ისაუბროს პირად ცხოვრებაზე.
კითხვაზე, თუ რა აღელვებს მას, კარიშმამ უპასუხა: ვფიქრობ ჩემს შვილებზე ზრუნვა. ეს განმაცდევინებს ყველაზე კარგ შეგრძნებებს ყოველდღიურად. ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი შესაძლებელი.
ბოლივუდთან დაკავშირებით როგორც მსახიობი, ამბობს რომ კინო დღითიდღე გაბედული და თამამი ხდება, მაგრამ როგორც დედა თვლის რომ ეს მავნებელია პატარა თაობისათვის.
-მშობლებისათვის აუცილებელია გააკონტროლონ რას უყურებენ მათი შვილები კინოში, ტელევიზიაში, ინტერნეტში. მე ვფიქრობ უნდა იყოს ცენზურა და კონტროლი.
მას შემდეგ რაც სალმან კჰანი დაესწრო ფილმის "Jab Tak Hai Jaan", პრემიერას ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ხანგრძლივ დაძაბულ დამოკიდებულებას მასსა და შაჰრუჰს შორის ბოლო მოეღო. თუმცა გადაცემა Bigg Boss-ის მეექვსე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სალმანი არცერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან რომ მწარე გამონათქვამებით არ გადასწვდეს შაჰრუჰს.
გადაცემაში სადაც მას სტუმრად კარინა კაპური ჰყავდა, სალმანმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვა და აშკარად გადაისროლა ისრები შაჰრუჰ კჰანის მისამართით.
კითხვაზე, ვინ არის ყველაზე ინტელიგენტური ვარსკვლავი, კარინამ უპასუხა: ამირ კჰანი. რაზეც სალმანმა ღიმილით თქვა:
- კარინა აქებს იმ კჰანს რომელთან ერთადაც მუშაობს ფილმზე.
ახლახან ეკრაებზე გამოვიდა ფილმი "Talash", ე.ი. ამირი, მანამდე იყო ფილმი "Bodyguard", ე.ი. მე, მანამდე კი გამოვიდა... სალმანმა აქ პატარა პაუზა გააკეთა... კარგი დაივიწყე მანამდე რაც იყო...
როგორც ცნობილია ფილმის "Bodyguard" წინ გამოვიდა ფილმი "Ra. One", სადაც კარინა შაჰრუჰთან ერთად თამაშობდა. ფილმი მაყურებელმა არ მიიღო, მაშინ როცა "Bodyguard" სუპერჰიტი გახდა. სწორედ ამ ფაქტის ფარული დაცინვა იყო სალმანის სიტყვები.
გარდა ამისა სალმანმა სთხოვა კარინას მოეყოლა თავის შთაბეჭდილებებზე კჰანებთან მუშაობისას. მან დაასახელა ამირ კჰანი, საიფ-ალი კჰანი, თავისი თავი და არ უხსენებია შაჰრუჰი. თუმცა შემდგომ მან უთხრა კარინას, რომ დაესახელებინა სხვა სახელებიც, რომ მაყურებელი არ განაწყენებულიყო. ნამიოკი აქაც ნათელი იყო.
ბოლო ხანებში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ პრიანკა ჩოპრა დიდ დროს უთმობს ვოკალის გაკვეთილებს და თავის ვოკალურ კარიერას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსახიობი წერტილს უსვამს კინომსახიობის კარიერას. გავრცელდა ხმები თითქოს მსახიობს ცოტა აქვს შემოთავაზებები კინოში და ამიტომაც გადაერთო ვოკალზე. მაგრამ ეს ასე არ არის. მსახიობს 4 კონტრაქტზე აქვს უკვე სამომავლოდ ხელი მოწერილი.
-მომეცით საშუალება თავად გავერკვე სად არის სიმართლე და სად ტყუილი, - განაცხადა მსახიობმა. სიმართლე ისაა რომ მე არ ძალმიძს ვიმუშაო საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა, მაგრამ მე ვაგრძელებ ერთდროულად ჩემს ვოკალურ და სამსახიობო კარიერას. 2013 წელს, დივალის დღესასწაულზე გამოდის ჩემი ფილმი "Krrish 2", დაწყებულია მუშაობა ფილმზე "Zanjeer". გარდა ამისა მე მივდივარ ლოს-ანჯელესში სიმღერასთან დაკავშირებით. 2013 წელს ასევე ვიმუშავებ "Milan Talkies"-სა და "Gunday"-ზე.
პრიანკა მადლიერია რომ მაყურებელი აფასებს მას, როგორც კარგ მსახიობს
- ყოველ წელს მე გადავიღებ მინიმუმ ერთ ფილმში, რომ ვაჩვენო ჩემი სამსახიობო შესაძლებლობა. ფილმების არჩევანის დროს მე შევეცდები წონასწორობა შევინარჩუნო კომერციულ და არაშაბლონურ ფილმებს შორის. ასეთი მიდგომის გამოა ჩემს ფილმებს შორის: "Kaminay" (2009), "7 Khoon Maaf" (2011), "Fashion" (2008), "Aitraaz" (2004), "What's Your Raashee?"... თუ დააკვირდებით ფილმში "Kaminay" მხოლოდ 8 სცენაა ჩემი მონაწილეობით, მაგრამ ისინი ფილმის არსებითი ნაწილია.
და კიდევ ერთი ინფორმაცია მსახიობის შესახებ. პრიანკა ჩოპრა დასახელდა აზიის ყველაზე პოპულარულ ქალად (Most Popular Female in Asia).
როგორც Mumbai Mirror -ი გვატყობინებს ვიდია ბალანი და მისი საქმრო UTV-ს შეფი, სიდარტ როი კაპური 14 დეკემბერს დაქორწინდებიან.
ერთკვირიანი ცერემონიალის ნაცვლად, რომელიც ასე მოდური გახდა ბოლივუდის ვარკვლავთა შორის, ისინი დაქორწინებას მოკრძალებული ცერემონიით ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნავენ საქმროს მშობლების ოჯახში. სტუმრების სიას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები შეადგენენ.
ქორწინებისა და თაფლობისთვეს შემდეგ წყვილი ჯუჰუში ახალ ბინაში დასახლდება.
მსახიობი ამჟამად მუშაობს ფილმზე "Ghanchakkar" იმრან ჰაშმისთან ერთად და ქორწინების შემდეგ მცირე პაუზით ის ისევ დაუბრუნდება გადასაღებ მოედანს.
აღასანიშნავია რომ 14 დეკემბერი ერთგვარი სიმბოლურია ვიდიას ოჯახისათვის. ვიდიას და - პრია ასევე 14 დეკემბერს გათხოვდა და ოჯახი ამ თარიღს წარმატებულად თვლის.
ბოლო 5 ფილმი, რომელიც სალმან კჰანის მონაწილეობით გამოვიდა შემოსავლების მიხედვით წარმატებული აღმოჩნდა.
ფილმებმა "Wanted" (2009), "Dabangg" (2010), "Bodyguard" (2011), "Ready" (2011) და "Ek Tha Tiger" - სალმანი აქციეს ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად, თუმცა ამჯერად მას აჯაი დევგანი უახლოვდება."Bol Bachchan", და სულ ახლახან გამოსული "Son Of Sardaar" ასევე გამოირჩეოდა სალაროს შემოსავლებით და აჯაიც უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად ითვლება ბოლივუდში.
დივალის დღესასწაულზე როცა აჯაის ბოლო ფილმი "Son Of Sardaar" გამოვიდა ბევრ ეჭვს იწვევდა
წარმატების თვალსაზრისით, რადგან მას კონკურენციას უწევდა იაშ ჩოპრას ბოლო ფილმი "Jab Tak Hai Jaan", რომლის პრემიერაც გაცილებით უფრო მეტ კინოთეატრში შედგა იმავე დღეს. თუმცა ფილმმა მალე შესძლო სალარო შემოსავლების ერთგვარ დადგენილ ზღვარს გადასცდენოდა და მისი შემქნელები რეზულტატით კმაყოფილები არიან.
ცნობილი მატარებლის სცენა ფილმიდან"DDLJ" ინდური კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენად ითვლება. ალბათ ამიტომაც როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა შაჰრუჰი ისევ გადაიღეს მსგავს სცენაში მის ახალ ფილმში "Chennai Express".
ფოტო რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტში აშკარად გვაჩვენებს რომ შაჰრუჰი დგას მატარებლის კარებში, ხოლო დიპიკა დგას პლატფორმაზე.
ფილმს იღებს რეჟისორი როჰიტ შეტი (ცნობილი Golmaal-ის რეჟისორი).
მიუხედავად ავი ენებისა და გავრცელებული ჭორებისა შაჰრუჰსა და პრიანკას შორის არსებული ახლო ურთიერთობის და გაურის მხრიდან უკმაყოფილების შესახებ, შაჰრუჰი ამბობს, რომ პრიანკა იყო და ყოველთვის იქნება ახლოს მის გულთან.
ახლახან მიცემულ ინტერვიუში შაჰრუჰი ამბობს, რომ წუხს ამ ფაქტის გამო და აკონკრეტებს, რომ პრიანკა მისთვის ახლობელია.
-პრიანკა ჩოპრა ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია მათ შორის ვინც მყავს, ის ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან და ასე იქნება ყოველთვის.
ბოლივუდის ვარკვლავთა ცოლების მხრიდან პრიანკას მიმართ უსიამოვნებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც მსახიობის მეგობარმა თქვა: თუ ქალებს ეშინიათ თავიანთი ქმრების, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ თავიანთ ქმრებთან და არა პრიანკა დაადანაშაულონ.
აღნიშნულ სტატიას ტვიტერზე კარან ჯოჰარიც კი გამოეხმაურა, რომელმაც პიარისთვის ე.წ მეგობრის ზურგს ამოფარება იმისათვის რომ სიახლეებში მოხვდეს, არ მოუწონა მსახიობს.
შაჰიდ კაპურმა ერთგვარი პაუზა აიღო თავისი კარიერის გააზრებისათვის. ამჯერად მსახიობი დაკავებული უნდა ყოფილიყო მანიშ შარმას ერთ-ერთ პროექტში, მაგრამ რეჟისორს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გადაღებები რამდენიმე თვით გადაიდო. ხოლო როცა უკვე შესაძლებელი გახდა გადაღებების დაწყება შაჰიდს მოუხდა პროექტიდან გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი თარიღების გამო.
მსახიობისათვის ერთგვარი დარტყმა აღმოჩნდა ისიც, რომ ტომ კრუზის ერთ-ერთი პოპულარული ფილმის რიმეიკში რომლის გადაღებასაც რეჟისორი სიდარტ ანანდი გეგმავდა შაჰიდ კაპურთან ერთად რიტიკ როშანს ხვდა წილად. მსახიობმა, რომლის ბოლო ფილმებიც "Mausam" და "Teri Meri Kahani" ჩავარდა გაქირავებაში გადაწყვიტა სერიოზულად მიუდგეს კარიერას და ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია "Bling"-თან, რომელიც ასევე წარმოადგენს სალმანის საქმიან ინტერესებსაც.
შაჰიდს ასევე გადაწყვეტილი აქვს სხვაგვარად მიუდგეს პროექტების არჩევის საკითხსაც.
ასევე მსახიობმა უარი თქვა რამდენიმე პროექტზე მას შემდეგ, რაც მოითხოვა ფილმის მთლიანი სცენარის ნახვა, რაზედაც რეჟისორებმა ნაირიმ და პრაკაშ ჯჰამ, რომლებიც ბოლივუდის ყველაზე მსხვილ ვარსკვლავებთან თანამშრომლობენ, უარი თქვეს.
ერთადერთი ფილმი, რომელსაც დათანხმდა სრული სცენარის ნახვის გარეშე ეს არის რაჯ კუმარ სანტოშის ფილმი "Phata Poster Nikla Hero".
ამ ფილმის შემდეგ ის მიიღებს მონაწილეობას პრაბჰუ დევას პროექტში "Namak", სადაც მას დიდი მუშაობა მოუწევს თავის აღნაგობაზე, რათა შეასრულოს შემოთავაზებული ექშენ როლი.
- მე ნამდვილად ვღელავ შესასრულებელი სამუშაოების გამო. მაქვს საინტერესო პერსპექტივა მთელი წლის განმავლობაში. მე მომიწევს მუშაობა დღედაღამ, არავითარი შესვენება საახალწლოდ და დაბადების დღეზეც კი, - ამბობს მსახიობი.
ფილმში "Phata Poster Nikla Hero", შაჰიდთან ერთად ილეანა დე კრუსი ითამაშებს.
1 комментарий:
I pay a quick visit every day a few web sites and blogs to read content, however this webpage
offers quality based articles.
My blog post ... Youtube Marketing Tools
Отправить комментарий