ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 30 марта 2013 г.

ჰოლის ფესტივალი თბილისში – ანსამბლ ლაკშმის კონცერტი

ჰოლი ( होली) გაზაფხულის დღესასწაულია და აღინიშნება როგორც ფერების ფესტივალი ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშში, პაკისტანში, მალაიზიაში.
 ამ დღეს თეთრებში ჩაცმული ადამიანები ერთმანეთს ფერადი ფხვნილებითა და შეღებული წყლით ულოცავენ. დღესასწაული აღინიშნება თებერვალ–მარტის თვეში და იგი ორი დღის განმავლობაში გრძელდება.
 წელს დღესასწაული 27 – 28 მარტს აღინიშნა.
 ჰოლის დღესასწაული საინტერესოა იმითაც, რომ იგი ასუსტებს სოციალურ ნორმებს და მას ერთად აღნიშნავენ სხვადასხვა ასაკის, სქესის, კასტისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები.
 დღესასწაული ასევე აღინიშნება იმ ქვეყნებშიც სადაც დიდია ინდური დიასპორა.
წელს პირველად ჰოლის დღესასწაული თბილისშიც აღინიშნა. მართალია შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო საღამო გამოვიდა. ინდური ცეკვის ანსამბლ ლაკშმის ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა და კონცერტის ბოლოს ფერების ფესტივალი.
ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს კავკასიურმა სახლმა უმასპინძლა.
























 































































Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails