ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 8 декабря 2009 г.

გალერეა

კატრინა კაეფი

понедельник, 7 декабря 2009 г.

44 წლის შაჰრუჰი 75 წლის მოხუცად გარდაისახა

ფართო შუბლი, ჭაღარა თმა და ულვაში, თვალშისაცემი მოხრილობა თითქმის შეუძლებელს ხდის შევიცნოთ შაჰრუჰ ქჰანი Dish TV - ს უკანასკნელ რეკლამაში.
44 წლის სუპერვარსკვლავი ასახიერებს 75 წლის ხელჯოხიან მოხუცს. რეკლამის დირექტორია ანურაგ ბასუ.
თუ გავითვალისწინებთ რომ შაჰრუჰს ასეთი ეკრანული სახეცვლილება არასოდეს განუცდია აქამდე, შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ იგი ამირ ქჰანის ხერხს მიმართავს. ამ უკანასკნელმა უამრავი სახე მოირგო კონკრეტული ბრენდის რეკლამირებისათვის. რეკლამის შემქმნელები აცხადებენ რომ ეს უბრალო დამთხვევაა. მათ არ ჰქონდათ იმედი რომ შაჰრუჰი დათანხმდებოდა მოხუცი კაცის როლზე. პირველად მათ ფოტოშოპით შექმნეს ასაკოვანი შაჰრუჰის სახე და აჩვენეს ვარსკვლავს, რის შემდეგაც მიიღეს თანხმობა. უფრო მეტიც მის მეუღლესა და შვილებს ძალიან მოეწონათ მოხუცი შაჰრუჰის იმიჯი.
-ძალიან მომეწონა ხანში შესული ადამიანის როლის შესრულება, ეს ძალიან რომანტიკული სახეა - ამბობს თავად მსახიობი.

რანბირმა და დიპიკამ სავარაუდოდ გაწყვიტეს ურთიერთობა
















"love aj kal" - სწორედ ასეთია მათი ურთიერთობა
ცხოვრებაშიც.
თუმცა სავარაუდოდ რანბირ კაპურმა და დიპიკა პადუკონიმ ორწლიანი შეხვედრების შემდეგ გაწყვიტეს ურთიერთობა.
უნდა ითქვას კი რომ არცერთ მათგანს არ ეტყობა თუ მათი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა.

ამჟამად რანბირს იღებენ პრიანკა ჩოპრასთან ერთად ფილმში: "Anjaana Anjaani ". გადაღებები ბანგკოკში მიმდინარეობს და რანბირი თავის ბრწყინვალე პარტნიორთან დაახლოების და დამეგობრების ნაცვლად ცდილობს განმარტოებას ან უბრალოდ დაკავებულია გადაღებებითა თუ სპორტდარბაზში ვარჯიშით.
როდესაც მას დაუსვეს კითხვა, იქნებიან თუ არა ერთად ის და დიპიკა, რანბირმა უპასუხა: იმედი მაქვს რომ, დიახ!"

суббота, 5 декабря 2009 г.

რიტიკ როშანი


თხოვნით
ნამდვილი სახელი: რიტიკ ნაგრათ როშანი;
დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს, ინდოეთში, მუმბაიში;
მშობლები: რაკეშ როშანი და პინკი როშანი;
მეუღლე: სუზანა ქჰანი. რეჟისორ სანჯაი ქჰანისა და ზარინა ქჰანის ქალიშვილი. სუზანა არის ცნობილი მსახიობის ზაიედ ქჰანის და და ფეროზ ქჰანის ძმისშვილი;
ჰყავთ ორი შვილი: რეჰანი და რიდჰანი;
რელიგია - ინდუიზმი;
სიმაღლე - 183 სმ;
ენები: ჰინდი, ურდუ და ინგლისური;
ჰობი: ფოტოსაქმე, აქვს ფოტოსურათების დიდი კოლექცია, რომელსაც წლებია აგროვებს;
დიეტა: ერიდება ალკოჰოლს და ცხიმიან პროდუქტებს;
საყვარელი ქვეყანა: ინდოეთი;
საყვარელი ფერი: შავი;
საყვარელი ცხოველი: კატა;
1980 წელს, 6 წლის ასაკში გადაიღო ფილმში.
შემდგომ პირველი როლი იყო მამამისის, რეჟისორ რაკეშ როშანის ფილმში: "KAHO NA PYAAR HAI", რომელმაც რეკორდული შემოსავალი მოიტანა.
ფილმში რიტიკმა არა მსარტო შესანიშნავი მსახიობური ნიჭი გვაჩვენა, არამედ არაჩვეულებრივი ცეკვის ნიჭიც. ის დღემდე ითვლება ბოლივუდის საუკეთესო მოცეკვავედ. მისი საცეკვაო ნომრები ქორეოგრაფიის შედევრებად შეიძლება ჩაითვალოს.
საყვარელი ინდოელი მსახიობები: რაჯ კაპური, ამიტაბჰ ბაჩანი, კაჯოლი, მადჰური დიქსითი.
საყვარელი უცხოელი მსახიობები: სილვესტერ სტალონე, რობერტ დენირო, ჯულია რობერტსი;
საყვარელი ინდური ფილმები: "Dilwale Dulhaniya Le Jayenge", "Kaho Naa Pyaar Hai", "Sholay".
საყვარელი უცხოური ფილმი: "Pretty Woman", "When Harry met Sally".
საყვარელი შემსრულებლები: ბრაიან ადამსი, ბრიტნი სპირსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მაიკლ ჯექსონი
ბიზნეს ურთიერთობების დარგში ბაკალავრის ხარისხის მიღების პარალელურად რიტიკი მუშაობს დამხმარედ მამასთან გადასაღებ მოედანზე. ის აკეთებს აბსოლიტურად ყველაფერს, დაატარებს ჩანთებს, ყავას და ეხმარება რეჟისორს.
განსაკუთრებით ფილმების: "Karan Arjun" (1995) და "Koyla»" (1997) გადაღებებისას გადასაღებ მოედანზე მუშაობამ მოამზადა ის, როგორც მსახიობი.
იმ დროს როცა ვეხმარებოდი მამას გადასაღებ მოედანზე თან ვაკვირდებოდი მსახიობებს როგორ ეჭირათ თავი კამერის წინ.
-როდესაც მშობლებმა მკითხეს რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში, მე მაშინვე დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ მინდა ვითამაშო. რათქმაუნდა ისინი შეწუხდნენ რადგან თვლიდნენ რომ ეს არ იყო კარგი კარიერა ჩემთვის. მე არც ვამტყუნებ მათ. ბოლოსდაბოლოს ეს არ არის უსაფრთხო პროფესია. დედა ხედავდა წლების მანძილზე მამაჩემის ბრძოლას და მას არ უნდოდა რომ მეც ეს გამევლო.
მამამ შემომთავაზა ამერჩია შედარებით სტაბილური პროფესია.
-მე მზად ვარ ვიბრძოლო თუ საჭირო იქნება, მე უნდა ვითამაშო, არ მინდა შეწუხდეთ ჩემს გამო. მე თითონ ვიზრუნებ ჩემს თავზე - ვუთხარი მე მათ.
მამამ გამიგო და ნება დამრთო გამეკეთებინა ის, რაც მსურდა.
თუმცა პირველ წარმატებულ ფილმს მოჰყვა რიგი წარუმატებელი ფილმებისა, მანამ სანამ არ გამოვიდა კარან ჯოჰარის ფილმი: "Kabhi Khushi Kabhie Gham".
შემდგომ შვილის დასახმარებლად ისევ მამა, რაკეშ როშანი მოვიდა. მან აიყვანა რიტიკი თავის ახალ პროექტში: "Koi... Mil Gaya" , რომელიც პირველი ინდური ფილმია უცხოპლანეტელებზე. ფილმს საოცარი წარმატება ხვდა წილად და თითონ მსახიობს Filmfare-ის ჯილდო მოუტანა. შემდეგი ორი ფილმიც: "Main Prem Ki Diwani Hoon (2003)" და "Lakshya (2004), მართალია დიდად შემოსავლიანი არ იყო, მაგრამ მაყურებლის მიერ კარგად იქნა მიღებული.
2006 წელს ორი ფილმი გამოვიდა მსახიობის მონაწილეობით: "Krrish" (2006) და "Dhoom 2", რომლებმაც დიდი შემოსავლები მოიტანა როგორც ინდოეთში, ასევე მის გარეთაც. "Krrish" ფილმის "Koi... Mil Gaya"-ს გაგრძელებაა და მასში მსახიობი პირველ ინდოელ სუპერგმირად მოგვევლინა, ხოლო ფილმისათვის "Dhoom 2", მან "Filmfare" მიიღო.
2008 წელს გამოვიდა აშუტოშ გოვარიკარის ისტორიული ფილმი, "Jodhaa Akbar", სადაც მსახიობმა იმპერატორ აკბარის როლი ითამაშა. ფილმს ინდოეთში დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ მოიპოვა ფართო საერთაშორისო აღიარება და მუსულმანურ ფესტივალზე გრან-პრი მიიღო.
ამჟამად დიდია მოლოდინი რეჟისორ ანურაგა ბასუს ახალი ფილმისა, "Kites", რომელშიც კანგანა რანაუტთან და ბარბარა მორისთან ერთად ითამაშა.
ამ რეჟისორის სკანდალური და ნატურალური ფილმები, "Murder"(2004), "Life in a... Metro"(2007), კარგადაა ცნობილი ინდური კინოს მოყვარულთათვის.
წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს .


მეუღლესთან ერთად

четверг, 3 декабря 2009 г.

ფარდინ ქჰანი

თხოვნით
მომხიბვლელი და ქარიზმატული
ფარდინ ქჰანი
დაიბადა 1974 წლის 8 მარტს, ცნობილი მსახიობის ფეროზ ქჰანისა და სუნდარის ოჯახში.
ბიძა, სანჯაი ქჰანი მსახიობია.
ბიძაშვილი ზაიედ ქჰანი, ასევე ცნობილი მსახიობი.
საყვარელი მსახიობები: მარლონ ბრანდო და მერილ სტრიპი;
საყვარელი მომღერალი: კიშორ კუმარი;
საყვარელი სამზარეულო: ინდური და ჩინური;
მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კიომერციაში მუმბაიში, შემდეგ კი გაემგზავრა ამერიკაში სადაც გაიარა ბიზნესის მართვის კურსი.
სანამ მსახიობი გახდებოდა შეისწავლა მსახიობის ხელოვნება კიშორ ნამიტ კაპურის სამსახიობო ხელოვნების სკოლაში.
გაიარა ცეკვების შემსწავლელი კურსი, შეისწავლა ორთაბრძოლები, ცურვა და ცხენით ჯირით ჯირითი.
თვისებები: არ ეშინია მოწინააღმდეგეების და იღებს მათ გამოწვევებს.
2005 წელს ის დაქორწინდა ცნობილი მსახიობი ქალის, მუმთაზის ქალიშვილზე, ნატაშა მადჰვანიზე.
თუმცა მანამდე ის ხვდებოდა მსახიობ პუჯა ბჰატსა და მოდელ რუჰინ ქჰანს.
2001 წელს მას ბრალი ედებოდა კოკაინის შეძენაში და დაპატიმრებული იქნა, თუმცა შემდგომ გათავისუფლდა გამოსასყიდის საფუძველზე.
რამდენიმე შეკითხვა:
-ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი.
- როდის არ ამბობთ სიმართლეს?
- ფილმებში.
-რა გახარებთ მთელი გულით?
- წარმატებები სამუშაოზე.
- ვისი გავლენის ქვეშ ხართ ყველაზე მეტად?
- მამაჩემის.
- რომ შეგეძლოთ ერთხელ რაიმე ითხოვოთ ღმერთისგან, რას ითხოვდით?
- რომ დედამიწაზე არ იყოს სიღარიბე.
- რა როლის შესრულებას ისურვებდით?
- მეამბოხის.
- ვისთან ისურვებდით თამაშს ძველი მსახიობებიდან?
- მუმთაზთან.
მისი სადებიუტო ფილმი იყო, "Прем Agaan". პროექტს მამამისი ფეროზ ქჰანი ხელმძღვანელობდა. ფილმი ჩავარდა თუმცა ფარდინმა საუკეთესო დებიუტისათვის პრემია მიიღო.
შემდგომ იყო შეუმჩნეველი ფილმებიც, თუმცა "Khushi" (2003), "Фида" (2004), "Bhoot " (2003) შედარებით წარმატებულები იყო.
მისი პირველი ჰიტი იყო ფილმი: "JUNGEL", სადაც ურმილა მატონდკართან ერთად მონაწილეობდა.
კომედია "Heyy Babyy " ასევე ძალიან წარმატებული გამოდგა და ფარდინი სადაც ის აფტაბ შივდასანისთან და რიტეშ დეშმუკჰთან ერთად თამაშობს, შემჩნეული იქნა.
2009 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმები: " Qurbani", "Dulha Mil Gaya", "Acid Factory", "Life Partner and Jai Veeru".


















მამასთან ერთად

პრიანკა და შაჰიდი ისევ ერთად არიან

პრიანკა ჩოპრა და შაჰიდ კაპური, რომელთა ურთიერთობაშიც უთანხმოება იყო ცოტა ხნის წინ, ისევ ერთად არიან. მათ თავიანთი უთანხმოება ბანგკოკში გაარკვიეს სადაც ორივეს სხვადასხვა ფილმში იღებენ.
ისე დაემთხვა რომ ისინი ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და ბედისწერის ნებით ერთმანეთს შეხვდნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ ერთად დამსხდარიყვნენ და ესაუბრათ.
პრიანკა ბედნიერია რომ შაჰიდი დაბრუნდა მის ცხოვრებაში. ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან ერთად. ეხლა როცა ურთიერთობები გარკვეულია პრიანკამ შეიძლება ითქვას რომ ამოისუნთქა. ის განშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა და ეს თვალსაჩინო იყო.

среда, 2 декабря 2009 г.

აიშვარია რაი: აბიშეკი კარგი მამა იქნება


აიშვარია რაი აბსოლიტურად დარწმუნებულია რომ მისი მეუღლე, აბიშეკ ბაჩანი საუკეთესო მამა იქნება.
მსახიობს ამ თემაზე კითხვები დაუსვეს მას შემდეგ რაც აბიშეკმა ფილმში, "Paa" შეასრულა საკუთარი მამის, ამიტაბჰ ბაჩანის მამის როლი.
-ყველა მეკითხება როგორი მამა იქნება აბიშეკი და ეს შეკითხვა უკავშირდება ახალი ფილმის გამოსვლას. ჩემი მხრიდან ზედმეტია ამ განცხადების გაკეთება. ეს ხომ თვალსაჩინოა. მე ამ ადამიანს გავყევი ცოლად. მასში დარწმუნებული ვარ როგორც მეუღლეში და აბსოლიტურად მივენდობი მას როგორც მამას. აიშვარია ამბობს რომ მას უნახავს რა კარგი ურთიერთობა აქვს აბიშეკს ბავშვებთან.
- მე მახსოვს მისი ურთიერთობა დისშვილებთან იმ დროიდან როცა ისინი პატარები იყვნენ. ის ძალიან თბილი და ბუნებრივია ბავშვების მიმართ.
შეკითხვაზე, გოგონა უნდა თუ ვაჟი, აიშვარიამ უპასუხა: "რასაც ღმერთი მოუვლენს მათ ცხოვრებაში".
-სიცოცხლე თავად უდიდესი წყალობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შესაძლებლობაზე, მოუვლინო ახალი სიცოცხლე სამყაროს. ეს ყველაფერი ღმერთის ხელთაა. მოუთმენლად ველოდები ამას და იმედი მაქვს ღმერთი მომცემს კურთხევას ამისათვის, ჩვენ კი ძალიან გავუფრთხილდებით მას.
რამდენიმე თვის წინ კი აბიშეკმა ინტერვიუში განაცხადა რომ მას უნდა ორი შვილი: გოგონა და ვაჟი.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails