ფართო შუბლი, ჭაღარა თმა და ულვაში, თვალშისაცემი მოხრილობა თითქმის შეუძლებელს ხდის შევიცნოთ შაჰრუჰ ქჰანი Dish TV - ს უკანასკნელ რეკლამაში.
44 წლის სუპერვარსკვლავი ასახიერებს 75 წლის ხელჯოხიან მოხუცს. რეკლამის დირექტორია ანურაგ ბასუ.
თუ გავითვალისწინებთ რომ შაჰრუჰს ასეთი ეკრანული სახეცვლილება არასოდეს განუცდია აქამდე, შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ იგი ამირ ქჰანის ხერხს მიმართავს. ამ უკანასკნელმა უამრავი სახე მოირგო კონკრეტული ბრენდის რეკლამირებისათვის. რეკლამის შემქმნელები აცხადებენ რომ ეს უბრალო დამთხვევაა. მათ არ ჰქონდათ იმედი რომ შაჰრუჰი დათანხმდებოდა მოხუცი კაცის როლზე. პირველად მათ ფოტოშოპით შექმნეს ასაკოვანი შაჰრუჰის სახე და აჩვენეს ვარსკვლავს, რის შემდეგაც მიიღეს თანხმობა. უფრო მეტიც მის მეუღლესა და შვილებს ძალიან მოეწონათ მოხუცი შაჰრუჰის იმიჯი.
-ძალიან მომეწონა ხანში შესული ადამიანის როლის შესრულება, ეს ძალიან რომანტიკული სახეა - ამბობს თავად მსახიობი.
2 комментария:
mokled sibereshic momxblilelia ra....
მე ვიტყოდი სიბერეში უფრო სიმპათიური იქნება... საყვარელი ბაბუა!
Отправить комментарий