ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 23 декабря 2009 г.

რიში კაპური მოსკოვში
















ალბათ იცით რომ მიმდინარე წელი რუსეთში ინდოეთის წლად იყო გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება ჩატარდა და ბევრი ბოლივუდის ვარსკვლავიც იყო სტუმრად.
მათ შორის 70-ანი წლების ვარსკვლავი, რიში კაპური.
ალბათ ნებისმიერს ახსოვს ფილმი "ბობი", როგორი წარმატებით გადიოდა საბჭოთა ეკრანებზე.
რიში კაპური 28 წლის ასაკში დაქორწინდა ასევე ცნობილ მსახიობზე, ნიტუ სინგჰზე.
მოსკოვში მსახიობი შეხვდა ინდური კინოს მოყვარულებს და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეარხ - "Индия ТВ"-ს.

მსახიობი მოჰყვა კაპურების დინასტიის შესახებ, უპასუხა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. საღამოს ესწრებოდნენ არა მარტო მაყურებლები, არამედ რუსი მსახიობებიც.
საღამო დასრულდა პრემიერით რიში კაპურის ახალი ფილმისა "Чинту-Джи", რომელიც ითარგმნება როგორც "ბატონი ჩინტუ". როგორც მსახიობმა განმარტა "ჩინტუ" მისი ზედმეტსახელია, რომლითაც ოჯახის წევრები და ახლობლები მიმართავენ. ფილმი კი მხატვრულად გადაწყვეტილია, თუმცა ასახავს რეალურ ფაქტებს რიში კაპურის ცხოვრებიდან.
მეუღლესთან ერთად

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails