3 -დან 6 იანვრის ჩათვლით დელში, საგამოფენო ცენტრ "India Habitat Centre"-ში, პირველი ფესტივალი იმ ინდოელი რეჟისორების ფილმებისა რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ფესტივალის დირექტორმა ანილ ჯოშიმ განაცხადა რომ ფესტივალის გახსნაზე აჩვენებენ სანგიტა ჯოშის ფილმს, "Life Goes On", რომელშიც გადაღებულია დედა-შვილი, შარმილა თაგორი და სოჰა-ალი ქჰანი.
ფესტივალის პროგრამაში 20-დე კინოფილმია, მათ შორის მირა ნაიარის - "ქორწილი წვიმების სეზონში", კაბირ ქჰანის - "ნიუ-იორკი", ნასრინ მუნი კაბირის - "შაჰრუჰის შინაგანი სამყარო" და სხვა.
ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება "იაშ რაჯ ფილმზის" და "სიპი პრადაქშენის" სტუდიაში გადაღებული ფილმებიც.
ფესტივალის სტუმრები იქნებიან დიპა მეჰტა, გურინდერ ჩადჰა, საიდ ჯაფრი, მანოჯ ბაჯპაი, სატიკ კაუშიკი და სხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий