ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 2 декабря 2009 г.

აიშვარია რაი: აბიშეკი კარგი მამა იქნება


აიშვარია რაი აბსოლიტურად დარწმუნებულია რომ მისი მეუღლე, აბიშეკ ბაჩანი საუკეთესო მამა იქნება.
მსახიობს ამ თემაზე კითხვები დაუსვეს მას შემდეგ რაც აბიშეკმა ფილმში, "Paa" შეასრულა საკუთარი მამის, ამიტაბჰ ბაჩანის მამის როლი.
-ყველა მეკითხება როგორი მამა იქნება აბიშეკი და ეს შეკითხვა უკავშირდება ახალი ფილმის გამოსვლას. ჩემი მხრიდან ზედმეტია ამ განცხადების გაკეთება. ეს ხომ თვალსაჩინოა. მე ამ ადამიანს გავყევი ცოლად. მასში დარწმუნებული ვარ როგორც მეუღლეში და აბსოლიტურად მივენდობი მას როგორც მამას. აიშვარია ამბობს რომ მას უნახავს რა კარგი ურთიერთობა აქვს აბიშეკს ბავშვებთან.
- მე მახსოვს მისი ურთიერთობა დისშვილებთან იმ დროიდან როცა ისინი პატარები იყვნენ. ის ძალიან თბილი და ბუნებრივია ბავშვების მიმართ.
შეკითხვაზე, გოგონა უნდა თუ ვაჟი, აიშვარიამ უპასუხა: "რასაც ღმერთი მოუვლენს მათ ცხოვრებაში".
-სიცოცხლე თავად უდიდესი წყალობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შესაძლებლობაზე, მოუვლინო ახალი სიცოცხლე სამყაროს. ეს ყველაფერი ღმერთის ხელთაა. მოუთმენლად ველოდები ამას და იმედი მაქვს ღმერთი მომცემს კურთხევას ამისათვის, ჩვენ კი ძალიან გავუფრთხილდებით მას.
რამდენიმე თვის წინ კი აბიშეკმა ინტერვიუში განაცხადა რომ მას უნდა ორი შვილი: გოგონა და ვაჟი.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails