ბოლივუდის ვარსკვლავს შაჰრუჰ ქჰანს და რეჟისორ ვიშალ ბჰარდვაჯს ადრე არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ეს აქტიურ თემას წარმოადგენდა ბოლივუდის ჭორებისათვის. თუმცა ბოლივუდში ურთიერთობები არასოდესაა მყარი და მუდმივი.
ბოლო ინფორმაციით მათ მოაგვარეს ურთიერთობა და თუ ყველაფერი კარგად იქნება შაჰრუჰი მონაწილეობას მიიღებს ვიშალის ერთ-ერთ ფილმში.
ახლახან მათ ჰქონდათ საქმიანი შეხვედრა, რომლითაც მათი ურთიერთობა მოგვარდა.
თავის დროზე შაჰრუჰსა და ვიშალს შორის წარმოიშვა შემოქმედებითი უთანხმოება სცენარში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
შაჰრუჰს სურდა რამდენიმე ცვლილების შეტანა სცენარში, ხოლო ვიშალს ეს არ მოეწონა რატომღაც.
შერიგების პირველი მერცხალი შაჰრუჰის მეუღლე - გაური იყო, რომელიც დაესწრო ვიშალის ფილმის "Kaminey"-ს ჩვენებას, რომელშიც მთავარ როლში შაჰიდ კაპური მონაწილეობს. შაჰრუჰმაც ნახა ფილმი და შეტყობინება გაუგზავნა ვიშალს სადაც შეაქო მისი ნამუშევარი. თავის მხრივ ვიშალმაც ერთ-ერთ ინტერვიუში შეაქო შაჰრუჰის მსახიობური ნამუშევარი და განაცხადა რომ მას სურს გადაიღოს მსახიობი თავის ფილმში.
ჯერ არაფერია ცნობილი პროექტის შესახებ, თუმცა როცა ისეთი რეჟისორი როგორიც ვიშალ ბჰარდვაჯია და ისეთი მსახიობი როგორიც შაჰრუჰია გაერთიანდებიან აუცილებლად საინტერესო ნამუშევარი იქნება.
რეჟისორი ვიშალ ბჰარდვაჯი შაჰიდთან და პრიანკასთან ერთად
Комментариев нет:
Отправить комментарий