ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
ტელეფონის ნომერზე: 2 29 24 58
пятница, 11 декабря 2009 г.
გათხოვილი მსახიობები რეკლამის სამყაროში
მართალია ბოლივუდი არ არის კეთილგანწყობილი გათხოვილი ქალბატონების მიმართ, მაგრამ ისინი განსაკუთრებულ ადგილს რეკლამის სამყაროში იკავებენ.
კაჯოლი, ჯუჰი ჩალვა, კარიშმა კაპური, აიშვარია რაი და კიდევ ბევრი მსახიობი ქალბატონი სარეკლამო სამყაროში ძალიან ბევრ პროდუქციას უკეთებენ რეკლამას.
ადრე გათხოვილი მსახიობი ქალი აღარ იყო ინდოელი მამაკაცის ოცნების საგანი, მაგრამ როცა გათხოვილი ქალი რეკლამირებას უწევს რაიმეს, ეს უკვე დამატებითი სახეა მისთვის და აუდიტორიისგანაც დამატებით ყურადღებას იღებს.
მსახიობმა სონალი ბენდრემ, რომელიც უამრავ რეკლამაშია გადაღებული, ახლახან მიიღო შეთავაზება რომ ერთ-ერთი ცნობილი დოქტორის კლინიკის და მისი ფარმაკოლოგიური პროდუქციის სახე გამხდარიყო. მათი მტკიცებით სონალი - ინდოელი ქალის იდეალური მაგალითია. ის ბრწყინვალედ ათავსებს პროფესიონალურ და პირად მოვალეობებს და ცდილობს მიიტანოს ეს, ყოველ ინდოელ ქალამდე.
ხშირად მსახიობებს ფილმებში გადაღებას ურჩევნიათ კიდეც სარეკლამო რგოლები, რადგან მათ მცირე დრო მიაქვს.
- როდესაც გამუდმებით ვიღებდი ფილმებში მე არ მქონდა დრო რეკლამებისათვის. ახლა ჩემს განკარგულებაში მეტი დროა. სარეკლამო როლიკები არ მართმევს დიდ დროს, ამიტომაც მე მზად ვარ ამისათვის - ამბობს კაჯოლი.
საშუალოდ მსახიობები რეკლამის საფასურად იღებენ 8 მლნ-დან 20 მლნ რუპიამდე, იმის მიხედვით, რამდენად პოპულარულია მსახიობი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოჩენა მაყურებლისათვის სარეკლამო აქციაში.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий