ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 13 декабря 2009 г.

აფტაბ შივდასანი

თხოვნით
დაიბადა ინდოეთში, მუმბაიში.
მუმბაიშივე დაამთავრა სკოლაც და კოლეჯიც.
მამა - პრემ შივდასანი ინდუსია, ხოლო დედა - სანდჰა შივდასანი, მუსულმანი.
ჰყავს უფროსი და აფსანა შივდასანი.
14 თვის იყო როდესაც პირველად მოხვდა ამ სამყაროში, "ბავშვთა კვების" ერთ-ერთი ფირმის რეკლამაში. 1980 წლიდან 1990-ანი წლების ბოლომდე აფტაბი საკმაოდ პოპულარული ბავშვი იყო. გადაღებულია რამდენიმე ფილმში.
აფტაბ შივდასანი ხვდებოდა მსახიობ იშა დეოლს, შამიტა შეთის და მოდელ იანა გუფთას. ამჟამად, როგორც ამბობენ ის გატაცებულია მსახიობ ამნა შარიფით, რომელთან ერთადაც მონაწილეონდა ფილმში: "Aloo Chaat."
2006 წელს მან მაყურებლისგან მიიღო პრიზი როგორც ყველაზე სიმპატიურმა მამაკაცმა.
1999-2003 წლებში შედგა მისი დებიუტი, როგორც წამყვანი მსახიობისა რამ გოპალ ვარმას ფილმში: "Mast" (1999), სადაც ის თამაშობდა მსახიობ ქალზე შეყვარებულ კოლეჯის მოსწავლეს. მან ასევე მიიღო ჯილდოები საუკეთესო დებიუტისათვის და როგორც ყველაზე პერსპექტიულმა ახალგაზრდა მსახიობმა. მისი მომდევნო ფილმი იყო ვიკრამ ბჰატის, "Kasoor". ამ ფილმში მან ითამაშა მამაკაცის როლი რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში, მისი პარტნიორია ლიზა რეი. შემდეგ გამოჩნდა რამოდენიმე კომედიურ როლში: "Love Ke Liye Kuch Bhi Karega" (2001) და " Awaara Pagal Deewana" (2002).
2004-2009 წლებში ის ხშირად ჩანდა დიდ ეკრანზე, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია დიდ ბლოგბასტერებში.
2009 წლისთვის გამოვიდა ფილმები: "Aloo Chaat", აამნა შარიფთან ერთად, "Acid factory" და "Kambakth Ishq".


Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails