პრატიკ ბაბარი - ცნობილი მსახიობების სმიტა პატილისა და რაჯ ბაბარის შვილი
მისი დებიუტი შედგა რეჟისორ აბას ტირევალის ფილმში: "იცი თუ არ იცი?".
ახალგაზრდა მსახიობმა ჯენელია დე სუზას გმირის ძმის როლი ითამაშა.
21 წლის პრატიკი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა პირველად გადაღებებზე.
- შენი გამოჩენა ფილმში "იცი თუ არ იცი?", ჩაფიქრებული იყო როგორც სიურპრიზი?
- ჩემთვის ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო, რადგან ბოლო მომენტამდე მიმალავდნენ რომ დამტკიცებული ვიყავი როლზე. წარმოდგენა არ მქონდა რა როლზე ამიყვანეს. მოგვიანებით როცა წავიკითხე სცენარი, გავიგე რომ მე მიწევდა ჯენელიას უმცროსი ძმის როლის თამაში.
- რატომ დათანხმდი ასეთ მცირე როლზე?
- რეჟისორის მეუღლემ მითხრა რომ ეს მნიშვნელოვანი როლია, რომ ჩემი გმირის გარეშე ფილმს აზრი არა აქვს. მე მომეწონა ჩემი პერსონაჟი. ისევე როგორც დედაჩემი, მეც ვთვლი რომ აუცილებელი არ არის ეკრანული დრო ჩემით შევავსო.
თუ მე შევძლებ გავაცინო, ავატირო ან უბრალოდ შევეხო მაყურებლის გულებს ჩემი პატარა როლით - ჩემთვის ეს საკმარისია.
- შენი გმირი გგავს?
- რაღაცით ვგავარ ჩემს გმირს, ვარ წყნარი, მირჩევნია ჩემი შინაგანი სამყარო ყველაფერ დანარჩენს. თუმცა ის უფრო გონებამავილი და სარკასტულია. მე დავთანხმდი ამ როლზე იმიტომ რომ რაღაცით ახლობელია ჩემთვის. მე მას ისე არ ვუყურებ როგორც საკარიერო სტარტს. უბრალოდ ძალიან საინტერესო როლია, რომლის თამაშიც მომინდა. ახლა მე უკვე მეტს ვმუშაობ ჩემს კარიერაზე ფილმში. ერთი წლის წინ მე ვსწავლობდი სუბჰაშ გჰაის სკოლაში, ახლა კი გადავწყვიტე გამევლო სამსახიობო ხელოვნების კიდევ ერთი კურსი რომ მზად ვიყო ჰინდი ფილმებში სამუშაოდ. უნდა გავაუმჯობესო ჩემი "ჰინდიც", რადგან დიდი როლებისათვის ის არ გამოდგება.
- ვფიქრობ შენ მარტოსული ხარ...
- კი ასეა. ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა მარტოობას ვამჯობინებ. ადამიანების საზოგადოებაში დიდი ხნით არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. კლუბებსა და წვეულებებზე ყოველთვის ვიწყენ და მირჩევნია "უბრალო" ცხოვრება.
- რას გრძნობ როცა გეუბნებიან რომ შენ ასლი ხარ დედის (სმიტა პატილი), რომელიც შენ არ გინახავს.
- ეს მშვენიერი გრძნობაა, თუმცა სეცდიანიც. მე ხომ არ მომეცა საშუალება მასთან ურთიერთობის.საოცარი შეგრძნებაა, ხალხი საუბრობს, ადამიანზე რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, თუმცა მე არასოფდეს არ შევხვედრივარ მას. მე მიხარია რომ ჩემს სახეზე ადამიანები ხედავენ დედაჩემის ნაკვთებს. იმედი მაქვს დედა იამაყებს ჩემით.
- შაბანა აზმიმ არაოფიციალურად გიშვილა შენ. ის თვლის რომ შენ დედის ასლი ხარ.
- ეს სასიამოვნო ტვირთია ჩემს მხრებზე. იმედი მაქვს გავამართლებ საყოველთაო მოლოდინს.
- შენ როგორ გრძნობ კავშირს დედასთან?
- (კარგა ხნის დუმილის შემდეგ) ხალხმა მეტი იცის მასზე, ვიდრე მე. იმის მიხედვით რასაც მასზე ამბობე მე შევეცადე შემედგინა სრული სურათი.
- შენ გაიზარდე ბებიებთან და ბაბუებთან?
- კი და დღემდე ვცხოვრობ მათთან. ისინი ყველაზე კარგი ადამიანებია დედამიწაზე. მე მათ ვთვლი ჩემს მშობლებად. მათ არასოდეს უგრძნობინებიათ ჩემთვის ნამდვილი მშობლების არყოფნა, თუმცა მე მაინც მაკლდა დედა.
- შენ უყურებ მის ფილმებს?
- რათქმაუნდა ვუყურებ. დედა აღვიძებს ჩემს სამსახიობო წარმოსახვას, აღვიძებს სურვილს ვესწრაფვოდე სრულყოფილებისაკენ. ის ისეთი შრომისმოყვარე იყო, მინდა მეც ისეთი ვიყო, როლების არჩევაშიც და მსახიობურ შესაძლებლობებშიც.
- შენ აპირებ რეალისტურ სურათებში გადაღებას?
- რათქმაუნდა მე მიყვარს რეალისტური კინო.
- მოგვიყევი რაიმე დედის ცხოვრებიდან რისი მოსმენაც შენ თითონ მოგწონს.
- დედაჩემი ჭამდა ტექნიკურ მომსახურე პერსონალთან ერთად. ის ყოფდა სახლის საჭმელს ყველასათვის და სთხოვდა ბებიას მოემზადებინა სადილი 20 კაცისათვის.ეს ნამდვილად შთამბეჭდავია.
- შენ გავხარ დედას?
- ვფიქრობ კი.მეც მეგობრული ვარ ყველას მიმართ მიუხედავად მათი სტატუსისა.
- როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?
- ძალიან ძლიერი კავშირი. ის მე ყოველთვის მხარს მიჭერს, ზრუნავს ჩემზე. როცა ფილმში მნახა, მითხრა რომ ამაყობს ჩემით. თუმცა უკმაყოფილო იყო რომ არ ავიღე ნებართვა. ის ხომ კინოინდუსტრიაშია საუკუნეა და იცის რომ წარმატებული დებიუტი საჭირო დროს და საჭირო ფილმში უნდა შედგეს. მე კი არავის ვკითხე. მე ასეთი ვარ.
- რამდენად ხშირად ხვდები მამას?
ყოველთვის როცა ქალაქშია, ტუ არა მირეკავს თითქმის ყოველდღე.
- ამ ფილმამდე შენ სადმე გითამაშია?
- ჩემს ანგარიშზე რამდენიმე სარეკლამო რგოლია, ასე რომ მე ვიცოდი რა არის კამერის წინ დგომა. მე ვმუშაობდი რეკლამების ოსტატთან, პრახლად კაკადთან, ის დედაჩემის მეგობარი იყო და ამ სამყაროში მე ადვილად, თითქმის ქუჩიდან მოვხვდი. მე მაქვს დიდი პლიუსი, საერთოდ ვერ ვამჩნევ კამერას. არ მაღელვებს კარგად გამოვიყურები თუ ცუდად, არ ვღელავ ამაზე...მე არ ვთვლი ამ ფილმს ჩემს დებიუტად, მე უბრალოდ მივყვები დინებას.
-რას აპირებ მომავალში?
- მე მუდამ მოძრაობაში ვარ, სამსახიობო კურსები, ცეკვები, დიქციის გაკვეთილები. მიყვარს მოგზაურობა, როგორც უკვე ვთქვი მივყვები მდინარის დინებას. ეს იყო ჩემი ბავშვური ნაბიჯი, დედამაც დაიწყო პატარა როლებით და მას არასოდეს არ აღელვებდა როლის ხანგრძლივობა და მინდა მეც ასევე ვუყურებდე ამას.
Комментариев нет:
Отправить комментарий