ბენ კინგსლი, (ოსკარის პრემიის ლაურეატი, ფილმისათვის - "განდი"), იმპერატორ შაჰ ჯაჰანის როლს ითამაშებს ფილმში: "Taj", ხოლო მისი საყვარელი მეუღლის, მუმთაზის როლში გადაიღებენ აიშვარია რაი-ბაჩანს.
ფილმის ბიუჯეტი 25-30 მლნ დოლარია.
ბენ კინგსლი ახლახან იმყოფებოდა გოაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის საერთაშორისო კინოფესტივალში.
- ფილმის დაფინანსების პრობლემა ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, - განაცხადა ბენ კინგსლიმ.
- ფილმი გამოვა ინგლისურ ენაზე და შემდეგ გადაითარგმნება სხვადასხვა ენებზე. გამოვა საერთაშორისო გაქირავებაში.
გარდა ამისა ფილმში ითამაშებს ბენ კინგსლის ყოფილი მეუღლე დანიელა ლავენდერი.
იგი ფილმშიც შაჰჯაჰანის პირველი მეუღლის როლს ითამაშებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий