ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 16 июня 2010 г.

არჯუნ რამპალს ჯერ კიდევ კარგა ხანს მოუხდება ახალი იმიჯის დამალვა

ისევე როგორც შაჰრუჰ ქჰანი, არჯუნ რამპალიც ყველა ღონეს ხმარობს დამალოს თავისი ახალი იმიჯი ფილმისათვის "Ra.One".
ის გამუდმებით იფარავს თავს ქუდებითა თუ "ბენდენებით", ხოლო ახლა გადწყვიტა წავიდეს დასასვენებლად და ერთი თვით მოშორდეს მილიონობით დამკვირვებელ თვალს.
-არც ისე ადვილია იარო ქუდით ასეთ სიცხეში, - ამბობს მსახიობი, - მაგრამ ვცდილობ ჩემი ახალი სახე არ გამოვავლინო. როგორც შაჰრუჰს ისევე მეც ფილმში სპეციფიკური სახეები გვაქვს და ჩვენ ორივე იძულებულები ვართ დავფაროთ ეს რაღაც დროის განმავლობაში.
ცოტა ხნის წინ შაჰრუჰმა თქვა, რომ არჯუნი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ფილმში ძალიან მოდურად გამოიყურება თავისი ახალი სახით.
-არჯუნს ფილმში აქტიური როლი აქვს. ის გამოიყურება დიდებულად. მე მეშინია ჩემი მეგობრის ცოლის. თუ არჯუნი კარგად არ გამოჩნდება ეკრანზე მეჰერი მომკლავს - ხუმრობს მსახიობი.
თავის მხრივ არჯუნიც აცხადებს რომ მადლობელია შაჰრუჰის, ფილმში მასთან ერთად მუშაობის კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის.
-მადლობა. ყოველთვის სასიამოვნოა შენთან მუშაობა... მთელ რიგ სიამოვნებას ვიღებ. ეს სამუშაო დაუვიწყარი იქნება.
ფილმისათვის "Raajneeti" მსახიობმა დადებითი შეფასებები მიიღო თუმცა ეს მის გოგონებს არ ეხებოდა.
-ჩემს გოგონებს ეს ფილმი ზედმეტად დაძაბულად მოეჩვენათ. როცა უფრო დიდები იქნებიან იმედი მაქვს რომ შემეძლება დავჯდე და ვნახო ეს ფილმი მათთან ერთად.
სინამდვილეში ჩემი მისწრაფება მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნა ისეთი მასშტაბის ნამუშევრები რომ ჩემს მეუღლეს და შვილებს შეეძლოთ იამაყონ ჩემით - ამბობს არჯუნი.
მსახიობი მოუთმენლად ელოდება როდის შეეძლება გაატაროს დრო მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
-20 ივნისს ჩვენ მივდივართ ლონდონში, იქედან კი საბერძნეთში, მხოლოდ ოთხნი - აღნიშნავს მსახიობი
მეუღლე - მეჰრ ჯესია და ქალიშვილები
Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails