ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 27 июня 2010 г.

შესაძლოა ბიძაშვილები – პრიანკა და მირა ჩოპრა ერთმანეთს ბოლივუდში შეხვდნენ

მსახიობი და მოდელი მირა ჩოპრა მხოლოდ 3 წლიანი კარიერის განმავლობაში გადაღებულია ათამდე სამხრეთ სამხრეთულ ფილმში. მისი პირველი ტამილური ფილმი "Anbe Aaruyire", გამოსვლისთანავე ჰიტი გახდა გაქირავებაში.
დამწყები ფოტომოდელის ასეთი წარმატებული კარიერა ძალიან იშვიათია ინდურ კინოსამყაროში.
მირა (ნილა) ჩოპრა დაიბადა 1982 წლის 8 ივლისს, დელში.
უმაღლესი განათლება მიიღო აშშ–ში, ნიუ–იორკში. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ის მუშაობდა NDTV– ს ტელეარხზე. ამის სმდეგ დაიწყო მისი კინოკარიერა თუმცა არა ბოლივუდში, სადაც მის ბიძაშვილს პრიანკა ჩოპრას შეეძლო დახმარებოდა წარმატებული კარიერის შექმნაში.
მირა კი პირიქით არც გაუმხელია ის ფაქტი რომ მას ნათესაური კავშირი აკავშირებდა პრიანკასთან წავიდა სამხრეთ ინდოეთში, მეორე კინოსამყაროში.
ნიჭიერმა გოგონამ აიღო ფსევდონიმი ნილა და 2007 წელს ერთდროულად თითქმის სამ ტამილის ფილმში გადაიღო. გარდა ამისა მიიღო მონაწილეობა "Chennai International Fashion Week" – ის ჩვენებაში.
ბევრი მის ასეთ წარმატებულ სტარტს კარიერაში მისი იმპრესარიოს, აჯაი ჩაბრიას დამსახურებადაც თვლის.
ერთი საოცარი დამთხვევა კი ნამდვილად არის. აჯაი ჩაბრიამ მირასათვის წარმატებული პროექტის ძებნაში ჩართო თავისი ნაცნობი კოლეგა პრაკაში. ეს კი სწორედ ის ადამიანია ვინც დაეხმარა პრიანკა ჩოპრას თავის დროზე მონაწილეობა მიეღო ისეთ კინოჰიტებში როგორებიცაა: "გამომყევი ცოლად", "წინააღმდეგობა" და სხვ.
ამჟამად ფინანსური უთანხმოების გამო პრიანკა და პრაკაში ნაკამათები არიან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სწორებ პრაკაშის დროს ითამასა პრიანკამ თავისი საუკეთესო რამდენიმე როლი.
დარწმუნებული ვარ სულ მალე ბიძაშვილები ბოლივუდში შეხვდებიან ერთმანეთს.

2 комментария:

Анонимный комментирует...

ragacit gavs priankas, mgaram is ufrp lamaziaaaaa...
nana

Megi Benia комментирует...

გეთანხმები ნანა! თანაც არა მგონია მან დიდი კარიერა აიწყოს ბოლივუდში!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails