ბიპაშა ბასუ ისევ სკანდალურად მოექცა ყურადღების ცენტრში.
როჰან სიპის ახალ ფილმში "dum maro dum", ბიპაშა ბასუ სამხრეთ ინდოელ მსახიობთან რანა დაგუბატისთან ერთად სექსუალური სასიყვარულო სცენებით მოგვევლინება ეკრანზე.
თუმცა თავად მსახიობი არ აკეთებს კომენტარს ამ სცენების შესახებ.
-როდესაც ნახავთ ფილმს თქვენ თავად გადაწყვიტეთ შეესაბამება თუ არა ეს სცენები ასეთ აღწერას - ზედმეტად სექსუალური. მე ვფიქრობ ეს ჩვეულებრივი სცენებია როგორც სხვა თანამედროვე ფილმებში. რაც საინტერესოა ეს არის ჩემი და რანას ეკრანული წყვილი.
ბევრი ბოლივუდელი მსახიობის შესახებ იყო საუბარი ამ ფილმში მამაკაცის როლზე მოწვევაზე, მაგრამ საჭირო იყო მსახიობი, რომელიც აბსოლიტურად შეესაბამებოდა ბიპაშას სექსუალურობას. რანა დაგუბატი სწორედ ასეთია - გვაცნობებს საინფორმაციო წყარო, რომელიც გადაღებებს ესწრებოდა.
ფილმი მოგვითხრობს ნარკოსამყაროს მიმზიდველ და დამღუპველ გავლენაზე და თავად ბიპაშა ამ ფილმში ნარკომანის როლს თამაშობს.
გარდა ბიპაშასა და რანას დუეტისა ფილმში იხილავთ აბიშეკ ბაჩანს, რომელიც მკაცრი პოლიციელის როლში მოგვევლინება.
1 комментарий:
am gogos imis mere ver vitan rac feghburtel Cristiano Ronaldostan ughalata John Abrahams .mikvirs rogor apatia es Johnma.........
Отправить комментарий