ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 27 сентября 2010 г.

"მის ინდოეთი"–ს ტიტულის მფლობელები

ტიტული "მის ინდოეთი" ენიჭება სამ ძირითად ნომინაციაში.
1997 წლამდე მთავარი იყო ტიტული "Miss India Universe", რომლის მფლობელი მიემგზავრებოდა კონკურსზე "Miss Universe" (მის სამყარო).
1997 წლიდან
ნომინაცია "Miss India World", "Miss India Universe" და "Miss India Asia-Pacific" გახდნენ თანაბარმნიშვნელოვანნი.
ამ ტიტულის მფლობელები შესაბამისად
მიემგზავრებიან "მის მსოფლიოს", "მის სამყაროს" და "მის აზიას" კონკურსებზე.
2002 წლიდან ნომინაცია
"Miss India Asia-Pacific" შეიცვალა "Miss India Earth"–ით, რომლის გამარჯვებულიც მიემგზავრება კონკურსზე "Miss Earth" (მისს დედამიწა).
ინდოელმა მსახიობებმა სულ 5–ჯერ გაიმარჯვეს "მის მსოფლიო"–ზე, 2–ჯერ "მის სამყარო" –ზე და 3–ჯერ "მის აზია"–ზე.
განსაკუთრებით
წარმატებული იყო ინდოეთისათვის 1994 წელი, როდესაც ორმა ინდოელმა გოგონამ ერთდროულად მიიღეს საერთაშორისო ტიტულები. სუშმიტა სენმა გაიმარჯვა კონკურსზე "მის სამყარო –1994" და აიშვარია რაიმ კონკურსზე "მის მსოფლიო – 1994".
თუმცა ნამდვილი ტრიუმფი ინდოეთისათვის მაინც 2000 წელი იყო.
ამ წელს
სამივე ინდოელმა გოგონამ გაიმარჯვა საერთაშორისი კონკურსებზე.
ლარა დატა
გახდა "მის სამყარო –2000";
პრიანკა ჩოპრა "მის მსოფლიო – 2000";
დია მირზა
"მის აზია – 2000".
ამ წარმატებებით ინდოელებმა დაამტკიცეს რომ აქვთ უფლებ
იწოდებოდნენ ყველაზე ლამაზ ქალებად მსოფლიოში.
გთავაზობთ სხვადასხვა დროს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ინდოელი მსახიობების ფოტოებს
Reita Faria, Miss India - 1966, Мисс World - 1966
Zeenat Aman, Miss India - 1970, Miss Asia Pacific - 1970
Meenakshi Sheshadri, Miss India World - 1981
Juhi Chawla, Miss India World - 1984
Shyla Lopez, Miss India World - 1992
Namrata Shirodkar, Miss India Universe - 1993
Sushmita Sen, Miss India Universe - 1994, Miss Universe - 1994Aishwarya Rai, Miss India World - 1994, Miss World - 1994Diana Hayden, Miss India World - 1997, Miss World 1997Yukta Mookhey, Miss India World - 1999, Miss world 1999Diya Mirza, Miss India Asia-Pacific - 2000, Miss Asia Pacific - 2000Lara Dutta, Miss India Universe - 2000, Miss Universe - 2000Priyanka Chopra, Miss India World - 2000, Miss World - 2000Celina Jaitley, Miss India Universe - 2001Ami Vashi, Miss India World - 2003 Sayali Bhagat, Miss India World - 2004 Niharika Singh, Miss India Earth - 2005 Natasha Suri, Miss India World - 2006Pooja Chitgopekar, Miss India Earth - 2007 Simran Kaur Mundi, Miss India Universe - 2008Pooja Chopra, Miss India World-2009 Manasvi Mamgai, Miss India World 2010

суббота, 25 сентября 2010 г.

რექჰა: ამიტაბჰ ბაჩანი ღმერთი არ არის!

რუბრიკით "ინტერვიუ ვარსკვლავთან" გთავაზობთ ინტერვიუს რექჰასთან, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ არის ჩაწერილი
მისით კვლავ აღფრთოვანებულები არიან. მან ბევრი რამ გადაიტანა, ბევრჯერ შეიცვალა იმიჯი, თუმცა დარჩა კვლავ იმ გამოუცნობ პიროვნებად რომელიც ნათლადაა გამოკვეთილი მისი ჩაცმის მანერაში და მისი ყოველდღიური ცხოვრების წესში: ადრე დაძინება და ადრე ადგომა.
ის დიდი ეკრანის ვარსკვლავია, რომელმაც უარი თქვა ბევრ შემოსავლიან წინადადებაზე მიეღო მონაწილეობა რეკლამებში და ტელეშოუებში. მისი ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია თუმცა ინტერვიუ მოიცავს რაღაც ინფორმაციას იმის შესახებ რა ხდება მის თავსა და გულში.
–რა ხდება ამ კვირა დღეს?
–ის რაც ნებისმიერ სხვა დღეს. ყოველი დღე გრძელდება ჩემი "ზრდა". ვინ გავხდი და ვინ მინდა გავხდე... ახლა ალბათ მკითხავთ ვინ მინდა გავხდე?
–ვინ გინდათ გახდეთ?
–მე მინდა ვიყო ჩემი თავი საუკეთესო სახით
–რატომ აკეთებთ აქცენტს საკუთარ თავზე?
–მე მე ვარ! მითხარით რატომაც არა? მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. მე ასე მომწონს! ბოლოსდაბოლოს ეს სამყარო შენთვის არსებობს მანამ სანამ შენ ცოცხლობ. მე ასე სპეციალურად არ ვიქცევი. უბრალოდ ასეთი ვარ!
–და ეს არ არის ნარცისიზმის გამოვლინება?
–აქედან იწყება ყველაფერი. სილამაზე დევს საკუთარი თავის მოცქირალ თვალებში. მე არ მაღელვებს როცა ამბობენ ჩემზე რომ არა ვარ ამ სამყაროდან, რომ უცნაური, ამოუცნობი და არანორმალური ვარ... მე არც ისე გავნსხვავდები სხვათაგან. ყველას სურს იყოს ინდივიდუალური და არა ისეთი როგორიც სხვებია. მე შემაყენეს დიდ კვარცხლბეგზე... მთვლიან არამიწიერად ან...
–თქვენ იცნობთ სხვადასხვა თაობას ვარსკვლავებისა. ფიქრობდა თუ არა რომელიმე მათგანი თქვენნაირად? დამისახელეთ სამი ვარსკვლავი მაინც ასეთი.
–რატომ მხოლოდ სამი? მე ვიცი ბევრი მათგანი ცინც მიაღწია ბევრს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რა საჭიროა შე4დარებები? ან რატომ ვისაუბროთ მხოლოდ ვარსკვლავებზე? მაგ; ჩემს მსახურს ჰყავდა რვა შვილი, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ არ იყო 30 წლის. მისი ოჯახისათვის ის არ არის ისეთი როგორიც სხვებია, ის უფრო ძლიერია. ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც მასწავლა ვყოფილიყავი განსხვავებული სხვათაგან.
–როდესმე შეგიდარებიათ თავი მინა კუმარისათვის?
–რაააააააა? არავითარ შემთხვევაში. მე არ მაქვს მისი წარმომავლობა, მისი კულტურა, მისი სტილი კინოში მუშაობის. ის იყო ნამდვილი ლეგენდა, ნამდვილი გამოცანა.
მე ამ ტიტულებს ადვილად მაძლევენ: ის ლამაზია, გამოუცნობია, იდუმალია, მიუწვდომელია... მე ასეთი სულაც არა ვარ!
–მაშინ რატომ არასოდეს გვიშვებთ თქვენს სახლში?
–პასუხი ძალიან უბრალოა. ისინი ვისაც ეს ნამდვილად უნდათ პოულობენ ამის საშუალებას. ჩემი ცხოვრება ყოველთვის ნებისმიერ სცენარზე უკეთესად "მუშაობდა"... ყველაფერი რაც ეხება ჩემს სამუშაოს, შეხვედრებს პროდიუსერებთან ხდება აქ, ოფისში. ჩემს ოჯახში არავინ შემოდის ოჯახის წევრების გარდა.
–როგორი საძინებელი გაქვთ?
–ისეთი როგორიც მე ვარ თავად. უბრალო, პრაქტიკული, მოხერხებული, თბილი და ესთეტიურად მიმზიდველი. ამასთან მე საკმაოდ მაღალი ვარ ასე რომ საწოლიც დიდია.
–ყველაზე კარგი საწოლი რომელზეც დაგიძინიათ
– დედაჩემის ხელები
–რამდენი სარკეა თქვენს სახლში?
– ვფიქრობ თითო თითოეულ ოთახში
–გახსოვთ თქვენი ფოტო, სარკეს რომ კოცნით? მან ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
–ეს იყო გულწრფელი წინადადება გაუტამის. ეს ჩემი იდეა არ იყო. ასეთი თავის გაღმერთება კარგა ხანია შემშლიდა ალბათ ჭკუიდან.
–ცხოვრების მანძილზე თქვენ ბევრი რამ გადაგხდათ. ალბათ სკეპტიკოსიც გახდით.
–ჯობდა რომ გავმხდარიყავი... არა, მე არა ვარ სკეპტიკოსი. მას შემდეგ რაც ამდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, მე ისევ ვენდობი ადამიანებს.
–რას გულისხმობთ როცა ამბობთ "ამდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში"? ალბათ მუკეშ აგარვალთან ქორწინება რომელიც დასრულდა წარუმატებლად.
-რა იცით თქვენ? მხოლოდ ის, რასაც წერდნენ გაზეთებში. ადამიანი ჯოჯოხეთს გადის პირად ცხოვრებაში ყოველდღიურად. უბრალოდ ყველას არ სურს მოჰყვეს დეტალების შესახებ. დღეს ყველაფერი დაკავშირებულია ურტიერთობის ასეთ ფორმასთან: შენ – მე, მე – შენ. ყველანი გამორჩენას ეძებენ. ერთმანეთს იყენებენ. შუძლიათ ყელი გამოგჭრან, დანა ჩაგარტყან ზურგში. არ მინდა პესიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ჩვენ თითონ ვუქმნით ერთმანეთს ჯოჯოხეთს. (თემისგან გადაუხვია)
–ჯოჯოხეთი? ესეც გამოგივლიათ, როდის?
–იყო ასეთი პერიოდი ცხოვრებაში, როცა მეგონა რომ მე მართლა ჯოჯოხეთში ვარ, შავ უფსკრულში. ასე მეჩვენებოდა იმ დროს.
–ადამიანების წარმოსახვაში თქვენ ყოველთვის დაკავშირებული ხართ ბ–ნ ამიტაბჰ ბაჩანთან. არ გინდათ რომ დასრულდეს ეს?
–რატომ? იმედი მაქვს ეს არ მოხდება. ბ–ნი ბაჩანი ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო მოვლენათაგანია რაც ჩემს ცხოვრებაში. საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო გურუ.
–ამბობთ რომ გურუო, მაგრამ თქვენ მას არ ეკონტაქტებით უკვე რამდენი წელია.
–მერე რა? მე ბევრი რამ ვისწავლე მისი ქცევის მანერებისაგან კამერის მიღმა და კამერის წინაც.
– ერთ საქორწილო წვეულებაზე თქვენ გამოჩნდით სინდურით შუბლზე და თმაზე. ამან მაშინვე გამოიწვია უამრავი ჭორი და ვარაუდი
–ღმერთო! მე იქ მივედი პირდაპირ ფილმის გადაღებებიდან. მე არ მაღელვებს ადამიანების რეაქცია. უნდა აღვნიშნო რომ სინდური მე ძალიან მიხდება
–როგორი იქნება ქალბატონი რექჰა მომავალში?
–მე არასოდეს მშურდა კოლეგების, რომ შხვდათ ესა თუ ის ფილმები. ისინი ხომ ძალიან ბევრს აკეთებენ. მე არ მაინტერსებს რას აკეთებენ ისინი ტელევიზიებში, მონაწილეობენ თუ არა რეკლამებში. ჩემი მოთხოვნილებები უბრალო, მაგრამ ძლიერია. მე ჯერ ვარ ქალი და შემდეგ მსახიობი. მე მინდა ვიყო უფრო თვითკმაყოფილი. ვინ იცის? იქნებ ბედნიერიცა ვარ რომ მივიღე ამდენი სიყვარული, უსაზღვრო პატივისცემა. მე რა შემიძლია ვითხოვო მეტი.
–თქვენი აზრით გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგეძლოთ?
–სრულებითაც არა. როგორც დილიპ კუმარმა თქვა, როდესაც იღებ ჯილდოს კინოში ჩადებული ღვაწლისათვის, გგონია რომ ეს ყველაფერი სხვის შესახებაა. მაგ; ჩემი კომედიური მხარე, მისი ჩვენება შესძლო მხოლოდ რიშიდ მუქჰერჯიმ ფილმში "Khubsurat". ჩემში ბევრია დაფარული და ამოიკითხავი.
–ვინ არის თქვენი სამი საუკეთესო მეგობარი?
–ფარზანა, სურინდერ მაკანი, ის დელშია და ერთი მეგობარი კიდევ, რაღაც შეუცნობელი ფიგურა ღვთიური წარმოშობის
-ოოო, ბატონი ბაჩანი?
-ის ღმერთი არ არის. ადამიანები არ შეიძლება გავუთანაბროთ ღმერთების სტატუსს.
–მოდით ვისაუბროთ თქვენს პროფესიონალურ ცხოვრებაზე მოცემულ მომენტში.
–ახლახან ვმუშაობდი პროექტზე "Sadiyaan" ჰემა მალინთან ერთად. ვთამაშობ რიში კაპურის მეუღლეს. ფილმი დებიუტი ლავისათვის, შაჰრუქჰანის ვაჟისათვის. ასევე მივიღებ მონაწილეობას ჰემა მალინის პროექტში, სადაც მე და იშა ვითამაშებთ.
–წაიყვანდით ისეთ შოუს როგორიცაა "Kaun Banega Krorpati"?
–არა... თუმცა მქონდა შემოთავაზებები ბევრი მაგდაგვარი შოუების.
–რატომ გაურბით რეკლამებში მონაწილეობის მიღებას?
–მე ჯერ კიდევ წინ მაქვს თვითგამოხატვის ის ხერხები რომელსაც ჩემგან ელოდება თაყვანისმცემლები. დღსდღეობით პლასტიკური ქირურგიის ერაა, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის. უმოკლესი გზა არ არის საუკეთესო.
–რას იტყვით თქვენი "ბიოგრაფიისადმი" მოლოდინზე?
–არანაირ ბიოგრაფიას არ შეუძლია გადმოსცეს სინამდვილე. მაგ; დილიპ კუმარი ღვთიური კაცია. ის არასოდეს არ მიმართავს არანაირ ხაფანგს. არასოდეს არაფერს არ არეკლამებს. არის უბრალოდ თვითმყოფადი. მეც მინდა ვიყო სწორედ ასეთი.
–იქნება თუ არა როდესმე ისევ რექჰას კონცერტი?
–მე ორჯერ მოვაწყვე კონცერტი ჩემს ცხოვრებაში, 87 და 97 წელს. ყველაფერი როგორც საჭიროა ისე უნდა გეკეთდეს. არ მინდა დავრბოდე ერთი ადგილიდან მეორეზე...
–რატომ არასოდეს გიფიქრიათ ბავსვის შვილად აყვანაზე?
–იმიტომ რომ ეს ყველაზე რთული საქმეა. მე ვიცი რა არის იყო მოკლებული მამის სიყვარულს, ამიტომაც მე მინდა რომ ბავშვებს ჰყავდეთ ორივე მშობელი. ამიტომაც არასოდეს მიფიქრია შვილად აყვანაზე და არც ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზე.
–თქვენ გინდათ რომ თქვენი დიშვილი მსახიობი გახდეს?
–მე? არა, ეს მას სურს.
–როგორ ფიქრობთ აქვს მას მონაცემები?
–არ შემიძლია ასე ვთქვა რაიმე... ჩემი აზრით ის ფაქიზი ნატურაა
–კარგით. კიდევ რის შესახებ გკითხოთ?
–არაფერზე. თქვენ უკვე ისედაც დამისვით კითხვები რომლებზეც არ მინდოდა მეპასუხა.

среда, 15 сентября 2010 г.

10 წლის ნათია ხითარიშვილი "ნიჭიერში" ინდურ ცეკვას წარმოადგენს

პოპულარულ პროექტ "ნიჭიერი"–ს მეორე ნაწილში ინდურ ცეკვას 10 წლის ნათია ხითარიშვილი წარმოადგენს.
ნათიას რეპეტიციას შემთხვევით დავესწარი საზოგადოება "ინდურ სახლთან" არსებულ სარეპეტიციო დარბაზში, სადაც მას რამდენიმე რჩევას აძლევდა თბილისში არსებული ინდური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი – თამრიკო კურდღელია.
ნათია ერთ–ერთი ცნობილი ფილმიდან შეასრულებს ძალიან პოპულარულ საცეკვაო ნომერს, რომელიც 10 წლის მოცეკვავემ დამოუკიდებლად მოამზადა.
რამდენიმე კადრი ექსპრომტად გადავიღე რეპეტიციის დროს რადგან ჩავთვალე რომ ინდური კინოსა და საერთოდ ინდური კულტურის მოყვარულებს დააინტერესებდათ ეს სიახლე.
მაყურებელთა მხარდეჭერის დიდ იმედს ვიტოვებ და წარმატებებს ვუსურვებ პატარა მოცეკვავეს.
მისი გამარჯვება ყველა ინდური კინოს მოყვარულის გამარჯვება იქნება!

суббота, 11 сентября 2010 г.

აიშვარია რაიმ აიძულა რაჯნიკანტი 6 –ჯერ გაემეორებინა ტრიუკი სიგარეტით

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ პრემიერა ყველაზე ძვირადღირებული სამხრეთინდური პროექტისა "რობოტი", სამხრეთელი მეგავარსკვლავის რაჯნიკანტისა და აიშვარია რაის მონაწილეობით გაიმართება ამ შემოდგომაზე . მანამდე კი რეჟისორები იღებენ ბოლო საფინალო სცენებს და საცეკვაო ნომრებს, მათ შორის რაჯნიკანტის საფირმო ტრიუკს, სიგარეტით.
გადაღებებზე აიშვარია ცდილობდა დაენახა თუ როგორ აკეთებდა რაჯნიკანტი ყველასათვის ასე ცნობილ – სიგარეტის ჰაერში აგდების ტრიუკს.
აი,
რა მოიფიქრა მან იმისათვის რომ ეს ტრიუკი რამდენიმეჯერ ენახა.
აიშვარია, რომელიც ამ სცენაში რაჯნიკანტთან ერთად იღებდა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა რათა ყოფილიყო მეტი დუბლი.
როგორც გაირკვა აიშვარიას ძალიან მოსწონს ეს ტირუკი და სულ აინტერესებდა როგორ აკეთებდა ამას რაჯნიკანტი. მას რათქმაუნდა შეეძლო ეთხოვა რაჯნიკანტისათვის გაემეორებინა მისთვის ეს სცენა ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, მაგრამ მას სურდა ეს ბევრჯერ ენახა. ამიტომაც ერთობლივ სცენაში აიშვარიას შეცდომების გამო რაჯნიკანტს
მოუხდა ამ ტრიუკის 6 – ჯერ განმეორება.
მხოლოდ გადაღებების დამთავრების შემდეგ გამოუტყდა აიშვარია როგორ მოსწონს მას ეს ტრიუკი და მოიბოდიშა რომ იძულებული გახადა ამდენჯერ გაემეორებინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ რაჯნიკანტი ახარხარდა ამის მოსმენისას და მიიღო ეს როგორც კომპლიმენტი.
–გადაღებებისას დავრწმუნდით, ქ–ნი აიშვარია რაჯნიკანტის როგორი თაყვანისმცემელია – ამბობს ფილმის რეჟისორი შანკარი.

четверг, 9 сентября 2010 г.

კიმ შარმა თხოვდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კიმ შარმა თხოვდება და ცოლად მიჰყვება ესპანელ მუსიკოსს კარლოს მარინს.
მათ ერთმანეთი გაიცნეს თვითმფრინავში.
ქორწინების თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ქორწილი ჩატარდება ესპანური ტრადიციებით მადრიდში.
მსახიობის რომანების შესახებ პრესაში ხშირად ჩნდებოდა განცხადებები. რაღაც დროის მანძილზე კიმ შარმა ხვდებოდა ჯუგალ ჰანრაჯს, მის პარტნიორს ფილმში "Mohabbatein" (2000).
ეს ფილმი კიმ შარმას სადებიუტო ფილმია და სწორედ ამ ფილმის გადაღებებისას გაიცნეს მათ ერთმანეთი.
მსახიობს ასევე რომანი ჰქონდა აფრიკელ ბიზნესმენთან, ალი
პუნჯანისთან, რომელიც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა თურმე და საიდუმლოდაც კი დაქორწინდნენ.
ამის შემდეგ რომანი ჰქონდა კრიკეტის გუნდის
კაპიტანთან, იუვრაჯ სინგჰთან. ისინი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო 2007 წელს დაშორდნენ.
დაიწერა ასევე მისი რომანის შესახებ რეჟისორ აბიშეკ კაპურთან.

მსახიობის კარიერას რაც შეეხება მისმა ამურულმა თავგადასავლებმა როგორც ჩანს ჩააქრეს მისი კარიერა.
მისი შემოქმედებითი გზა
არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
მისი დებიუტის შემდეგ ფილმში "Mohabbatein" (2000), სადაც მან სანჯანას როლი ითამაშა, მსახიობს სულ მეორეხარისხოვანი როლები ჰქონდა.
მან 20–ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ამბობენ ამჯერად არჯუნ რამპალი (ისინი დეიდაშვილები არიან) ცდილობს დაითანხმოს რეჟისორები აიყვანონ მსახიობი მთავარ როლზე.

понедельник, 6 сентября 2010 г.

ქართველები ბოლივუდში

გაიცანით
მარი პაპიაშვილი

სამოდელო სააგენტო "გრან–პრი" – ს მოდელი

ვინც დაინტერესებულია ბოლივუდში მოღვაწე ქართველებით, უკვე იცის რომ ქ–ნ ლეილა საფოევას, რომელიც ბოლივუდში მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, საქართველოდან სამუშაოდ ბოლივუდში მიჰყავს ქართველი მოდელი გოგონები.
პირველი ქართველი მოდელი გოგონა რომელიც 2009 წლის ივლისში გაემგზავრა ბოლივუდში, იყო სააგენტო "გრან–პრი" –ს მოდელი, 18 წლის მარი პაპიაშვილი. ქ–ნმა ლეილამ მარი ორთვიან სასინჯ გადაღებებზე წაიყვანა, თუმცა მარი იქ 6 თვის განმავლობაში დარჩა და სხვადასხვა რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ დაგაინტერესებთ მარის ინდოეთის ფოტოსესიის ფოტოები

среда, 1 сентября 2010 г.

იშა დეოლი რეჟისორ რამ გოპალ ვარმას წინააღმდეგ

ბოლივუდის მსახიობმა იშა დეოლმა სარჩელი შეიტანა რეჟისორ რამ გოპალ ვარმას წინააღმდეგ. როგორც მსახიობი ამტკიცებს რეჟისორმა არ გადაუხადა მას ჰონორარი ფილმისათვის "Darlin".
მას შემდეგ რაც არაერთჯერადად შეახსენა მას მსახიობმა ამის შესახებ მაგრამ რეჟისორმა იგნორირება გაუკეთა, მსახიობს სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა რომ შეეტანა სარჩელი სასამართლოში.
რეჟისორს დაახლოებით 28000 $ მართებს. გასულ წელს იშამ საჩივრით მიმართა კინოსა და ტელევიზიის მსახიობთა ასოციაციას პროდიუსერის წინააღმდეგ, მაგრამ მას არ უპასუხია. მოგვიანებით საჩივარი მიღებული იქნა ინდური კინოს ფედერაციის მიერ.ამჟამად, ერთი მხრივ ვარმა ამტკიცებს რომ პრობლემა გადაწყვეტილია, ხოლო მეორე მხრივ იშა დეოლის მეგობარი ამბობს რომ მსახიობი ისევ აგრძელებს ბრძოლას პროდიუსერის წინააღმდეგ.
ფილმის პროდიუსერმა ბჰუშან კუმარმა თქვა რომ მან სრულად გადაუხადა რეჟისორს და მას უნდა გაესწორებინა ყველასთან ვალი.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails