გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კიმ შარმა თხოვდება და ცოლად მიჰყვება ესპანელ მუსიკოსს კარლოს მარინს.
მათ ერთმანეთი გაიცნეს თვითმფრინავში.
ქორწინების თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ქორწილი ჩატარდება ესპანური ტრადიციებით მადრიდში.
მსახიობის რომანების შესახებ პრესაში ხშირად ჩნდებოდა განცხადებები. რაღაც დროის მანძილზე კიმ შარმა ხვდებოდა ჯუგალ ჰანრაჯს, მის პარტნიორს ფილმში "Mohabbatein" (2000).
ეს ფილმი კიმ შარმას სადებიუტო ფილმია და სწორედ ამ ფილმის გადაღებებისას გაიცნეს მათ ერთმანეთი.
მსახიობს ასევე რომანი ჰქონდა აფრიკელ ბიზნესმენთან, ალი პუნჯანისთან, რომელიც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა თურმე და საიდუმლოდაც კი დაქორწინდნენ.
ამის შემდეგ რომანი ჰქონდა კრიკეტის გუნდის კაპიტანთან, იუვრაჯ სინგჰთან. ისინი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო 2007 წელს დაშორდნენ.
დაიწერა ასევე მისი რომანის შესახებ რეჟისორ აბიშეკ კაპურთან.
მსახიობის კარიერას რაც შეეხება მისმა ამურულმა თავგადასავლებმა როგორც ჩანს ჩააქრეს მისი კარიერა.
მისი შემოქმედებითი გზა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
მისი დებიუტის შემდეგ ფილმში "Mohabbatein" (2000), სადაც მან სანჯანას როლი ითამაშა, მსახიობს სულ მეორეხარისხოვანი როლები ჰქონდა.
მან 20–ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ამბობენ ამჯერად არჯუნ რამპალი (ისინი დეიდაშვილები არიან) ცდილობს დაითანხმოს რეჟისორები აიყვანონ მსახიობი მთავარ როლზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий