დიდი ხნის ლოდინის შემდეგ პრემიერა ყველაზე ძვირადღირებული სამხრეთინდური პროექტისა "რობოტი", სამხრეთელი მეგავარსკვლავის რაჯნიკანტისა და აიშვარია რაის მონაწილეობით გაიმართება ამ შემოდგომაზე . მანამდე კი რეჟისორები იღებენ ბოლო საფინალო სცენებს და საცეკვაო ნომრებს, მათ შორის რაჯნიკანტის საფირმო ტრიუკს, სიგარეტით.
გადაღებებზე აიშვარია ცდილობდა დაენახა თუ როგორ აკეთებდა რაჯნიკანტი ყველასათვის ასე ცნობილ – სიგარეტის ჰაერში აგდების ტრიუკს.
აი, რა მოიფიქრა მან იმისათვის რომ ეს ტრიუკი რამდენიმეჯერ ენახა.
აიშვარია, რომელიც ამ სცენაში რაჯნიკანტთან ერთად იღებდა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა რათა ყოფილიყო მეტი დუბლი.
როგორც გაირკვა აიშვარიას ძალიან მოსწონს ეს ტირუკი და სულ აინტერესებდა როგორ აკეთებდა ამას რაჯნიკანტი. მას რათქმაუნდა შეეძლო ეთხოვა რაჯნიკანტისათვის გაემეორებინა მისთვის ეს სცენა ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, მაგრამ მას სურდა ეს ბევრჯერ ენახა. ამიტომაც ერთობლივ სცენაში აიშვარიას შეცდომების გამო რაჯნიკანტს მოუხდა ამ ტრიუკის 6 – ჯერ განმეორება.
მხოლოდ გადაღებების დამთავრების შემდეგ გამოუტყდა აიშვარია როგორ მოსწონს მას ეს ტრიუკი და მოიბოდიშა რომ იძულებული გახადა ამდენჯერ გაემეორებინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ რაჯნიკანტი ახარხარდა ამის მოსმენისას და მიიღო ეს როგორც კომპლიმენტი.
–გადაღებებისას დავრწმუნდით, ქ–ნი აიშვარია რაჯნიკანტის როგორი თაყვანისმცემელია – ამბობს ფილმის რეჟისორი შანკარი.
1 комментарий:
me aseti filmebi didad ar mikvars
sofo
Отправить комментарий