ბოლივუდის ვარსკვლავმა ვივეკ ობეროიმ თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა მენეჯმენტის კურსდამთავრებულ პრიანკა ალვა
ბრწყინვალე საქორწინო ცერემონიალზე, რომელშიც ტრადიციული პენჯაბური სტილი შერეული იყო სხვადასხვა ინდურ ტრადიციებთან, 34 წლის ობეროიმ და 28 წლის პრიანკამ საქორწინო გირლიანდები გაცვალეს.
პრიანკას მამა – ჯივარაჯი გარდაცვლილია. ადრე იგი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო დედა – ნანდინი, ცნობილი მოცეკვავეა.
ოჯახთან დაახლოებული წყარო იუწყება, რომ საქორწინო ცერემონიალმა ინდური ტრადიციების დაცვით ჩაიარა. მას 2000 –ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის თეატრის, ცირკის, კოინდუსტრიისა და ხელოვნების სხვადსხვა სფეროების წარმომადგენლები.
პრიანკა, ყოველი რიტუალისათვის შესაფერის ჩაცმულობას ირგებდა, უძვირფასესი საგვარეულო სამკაულების ჩათვლით.
ერთ–ერთი სტუმართაგანი აღნიშნავს რომ გარემო მთლიანად ინდური იყო.
700 ლოტოსის ყვავილი ჩამოიტანეს ტაილანდიდან აუზის მოსართავად. საქორწინო მანდაპი მოთული იყო 2000 სვაროვსის თვლით.
პრიანკამ ვივეკს ქვებით მორთული ხმალი აჩუქა, რადგან ტრადიციების მიხედვით ვივეკის კასტის წარმომადგენლისათვის ხმლის ტარება აუცილებელია. მან ქორწილშივე მოირგო საჩუქარი ძვირფას საქორწინო ტანსაცმელზე.
არჯუნსა და პრიანკას დიზაინერ ტარუნ ტაჰილიანის მიერ შექმნილი ტანსაცმელი ემოსათ.
სტუმრებიდან ბევრი ცნობილი ადამიანი აღნიშნავდა რომ ქორწილში კარგად ერწყმოდა ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციები თავისი სამზარეულოთი და დესერტებით.
წინა ღამით კი პრიანკასა და ვივეკის ნათესავებმა, ვივეკის უკანასკნელი ფილმის "Rakth Charitra"–სა და სხვა ბოლივუდური ფილმებიდან ჰიტების მელოდიებზე ცეკვაში გაათენეს. მათ ვივეკის მეგობარი, პოპულარული დრამერი, შივამანი აძლევდა რიტმს.
საქორწინო კავშირმა კიდევ უფრო გაამყარა ალვასა და პრიანკას ოჯახებს შორის დიდი ხნის მეგობრობა.
1 комментарий:
RA KARGIA! VULOCAV MAT! RA LAMAZI SANAXAOBA IQNEBODA! MADLOBA NINO CXELCXELI AMBEBISTVIS! martina.
Отправить комментарий