ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 2 ноября 2010 г.

შაჰრუჰ ქჰანი იუბილეს ბერლინში შეხვდა

ბოლივუდის ვარსკვლავი 45 წლის გახდა!
თავის იუბილეს ის ბერლინში შეხვდა, სადაც ფილმ "დონი 2" –ს გადაღებებზითაა დაკავებული.
მისმა მეგობრებმა კინოს სამყაროდან მიულოცეს მსახიობს დაბადების დღე. გთავაზობთ რამდენიმე მილოცვის ტექსტს:
კარან ჯოჰარი –
ჩემთვის ის არა მხოლოდ მსახიობი და პროდიუსერია, არამედ ძმაც, მეგობარიც, ყველაფერი ერთად. მიყვარხარ ჩემო ძმაო!
დიპიკა პადუკონი – შაჰრუჰთან ერთად შედგა ჩემი პირველი დებიუტი ფილმში "Om Shanti Om". ის უდიდესი მსახიობია და ამასთან ერთად უდიდესი ადამიანიც. მე დიდ პატივს ვცემ შაჰრუჰს და მის დაბადების დღეს მე ვლოცულობ მისი ბედნიერებისა და
წარმატებებისათვის.
კარინა კაპური – ის ერთ–ერთი ჩემი საყვარელი მსახიობი და მეგობარია. მე მიყვარს მასთან მუშაობა. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ როგორც პატარა ბავშვი. დღეს მე ვთხოვ ღმერთს რომ შეისმინოს და ახდეს მისი ყველა ლოცვა.
ჯენელია დე სუზა – რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ შაჰრუჰზე, საკმარისი არ იქნება. მე ვულოცავ მას დაბადების დღეს და დარწმუნებული ვარ ის მხიარულადაა ბერლინში. სადაც შაჰრუჰია, იქ მხიარულებაა.
რიტეშ დეშმუქჰი –
შაჰრუჰი ერთ–ერთი ჩემი საყვარელი მსახიობთაგანია. უბრალოდ მის გარემოცვაში ყოფნა ეს ნიშნავს სწავლების პროცესს. რა შემიძლია ვთქვა? ვუსურვებ კიდევ 100 დაბადების დღეს.
არჯუნ რამპალი – შაჰრუჰი ჩემთვის იგივე ძმაა. მე ძალიან მინდა რომ ამ დღეს ის აქ იყოს მუმბაიში, ჩვენ რათქმაუნდა აღვნიშნავდით ერთად, მაგრამ შემდეგ, როგორც კი დაბრუნდება... ყოველი წუთი გატარებული შაჰრუჰთან დღესასწაულია.

დია მირზა – მე მას ვუსურვებ წარმატებებს მის დაბადების დღეს. ყოველი წლის მატებასთან ერთად ის გამოიყურება უფრო ახალგაზრდად და ენერგიულად.

2 комментария:

Анонимный комментирует...

didi siamovnebit mivulocavdi mec da ai aqedan vulocav da sauketesos vusurveb! MARTINA

Анонимный комментирует...

me shahis tayvanismcemeli var.vulocav iubiles!chemi didi survilia vixilo saqartveloshi da shevxvde mas piradad.Xatia!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails