ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 30 ноября 2010 г.

კაჯოლი და აჯაი დევგანი მულტიპლიკაციურ პროექტში

კაჯოლი და აჯაი დევგანი 50 კომპიუტერულ გმირთან ერთად გადაიღებენ პირველ ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში "Toonpur Ka Superhero".
ამ კინოლენტის შექმნა მათ გადაწყვიტეს თავიანთი გოგონას ნისის გამო.

აჯაი ეკრანზე გამოჩნდება ადიტიას, ხოლო კაჯოლი პრიიას როლში.
მათ ჰყავთ ორი შვილი.
ერთხელ როდესაც აჯაი ბრუნდება ტუნპურში და ხედავს რომ იქ ბოროტებაა გამეფებული, იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ის უმკლავდება ბოროტებას და ამყარებს კანონსა და წესრიგს ტუნპურში.

კაჯოლი თავის მეუღლესთან ერთად უკვე არის გადაღებული 5 ფილმში: "Hulchul", "Gundaraj", "Pyar To Hona Hi Tha", " Dil Kya Kare", "Raju Chacha", ასევე "U Me Aur Hum". ეს უკანასკნელი აჯაი დევგანის სარეჟისორო დებიუტია.
ფილმი "Toonpur Ka Superhero", იმითაც არის აღსანიშნავი რომ კაჯოლი პირველად გამოჩნდება ეკრანზე დედასთან, ტანუჯასთან ერთად.
ისინი შესაბამისად ითამაშებენ დედა–შვილის როლს.

2 комментария:

Анонимный комментирует...

სალამი ყველას...მე დღეს პირველად ვარ აქ და ბევრი არაფერი ვიცი,მაგრამ ზალიან მიყვარს ინდური ფილმები და ინდოელები.ასე რომ სიამოვნებით გაგეცნობით და შემოგიერთდებით,თუ მიმიღებთ რათქმაუნდა

Unknown комментирует...

სასიამოვნოა რომ შემოგვიერთდით, თუმცა სჯობს სახელი და გვარი მოაწეროთ რომ ადვილი იყოს ურთიერთობა. შესაძლოა არ იცით რომ საიტზე არის ფორუმი, სადაც შეხვალთ და დაწერთ ნებისმიერ თქვენს მოსაზრებას. ფორუმი ნახეთ საიტზე მარჯვენა მწკრივში, დაკლიკეთ და შეხვალთ

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails