ბოლო ხანებში საიტებზე ხშირად ვხვდები კარან ჯოჰარისა და შაჰრუჰ ქჰანის ურთიერთობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს. შესაძლოა ჭორს, შესაძლოა მართალს, თუმცა გააზრებულად თავს ვიკავებ მათი თარგმნისაგან რადგან არ მინდა ე.წ "ყვითელი პრესის" მასალები მოგაწოდოთ.
ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს კარან ჯოჰართან –შესაძლოა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. 38 წლის ასაკში მე ისევ დედაზე ვარ დამოკიდებული ისევე როგორც მაშინ როცა პატარა ვიყავი.
არა ვარ აკურატული ელემენტარულად ჭამის დროსაც კი და მაქვს ცუდი ჩვევები. არ შემიძლია ასე ვთქვათ დროის განკარგვაც კი და მუდმივად მჭირდება დედის ზრუნვა.
ეს არის კარან ჯოჰარის, – ინდური კინოს ერთ–ერთი წამყვანი მწაროებლის რამდენიმე გულახდილი აღიარება.
მარტოხელა პროდიუსერი ასევე აღიარებს რომ არ ნანობს, აქამდე რომ არა ჰყავს საკუთარი შვილები. როგორც თავად ხსნის ამის მიზეზი არის შაჰრუჰის შვილები, რომლებიც მისი ნათლულებია.
–მე ისინი სიგიჟემდე მიყვარს და ისე ვარ მათ მიმართ როგორც საკუთარი შვილების მიმართ ვიქნებოდი. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი ბიძაშვილების გოგონები. ე.ი. გამოდის, რომ მე ძალიან ბევრი შვილები მყავს.
კითხვაზე – რა აიძულებთ ბოლივუდის ყველაზე დიდ ვარსკვლავებს მის შოუში იყვნენ სრულიად გულახდილები ტელეეთერში და აღიარონ თავიანთი საიდუმლოები, კარანი ამ მოვლენას კომფორტით ხსნის და პასუხობს:
–შოუ მხოლოდ იმისთვისაა რომ თავისუფალი დრო კარგად გავატაროთ ახლობელ ადამიანებთან. კამერები ისე შემთხვევითაა, ამიტომაც არ არის არანაირი სტრატეგია და არანაირი სცენარი. უბრალოდ გულახდილი საუბარი ფინჯან ყავასთან. ასე რომ დიდი ფილოსოფიას არ უნდა ველოდოთ. მე უბრალოდ კარგად ვატარებ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიწვევ ყველას გახდეს ამ გადაცემის შემადგენელი ნაწილი – ამბობს კარანი.
ასევე საუბრობს იმის შესახებ რომ ფილმი "ჩემი სახელია ქჰანი" პირველი გლობალური ინდური ფილმი იყო. მას უზარმაზარი გამოძახილი ჰქონდა ბერლინის კინოფესტივალზე და მისი შემოსავლები საზღვარგარეთ ნამდვილად სოლიდურია. საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ ფილმი ჩინეთშიც გამოვიდა. კარანი ასევე მადლობას უხდის "Fox Picture"–ს დიდი მხარდაჭერისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий