ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 28 декабря 2010 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

სიახლეებს დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით.

ბოლივუდის მსახიობმა ლარა დატამ და ტენისის ვარსკვლავმა მაჰეშ ბუპატჰიმ კარან ჯოჰარის შოუში განაცხადეს რომ ისინი დაქორწინდებიან 2011 წლის თებერვალში.
მას შემდეგ რაც წყვილი ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთ–ერთ ჩვენებაზე, ძალიან ბევრს საუბრობდნენ მათ ურთიერთობაზე.
ამჯერად კი თავის შოუში კარანმა პირდაპირ ჰკითხა მათ ქორწინების თარიღის შესახებ. წყვილმა კი მაშინვე უპასუხა რომ ისინი დაქორწინდებიან 2011 წლის თებერვალში და რომ მათი ოჯახები ამჯერად თარიღის გადაწყვეტის სტადიაშია.
მაჰეშ ბუპატჰიმ 2010 წლის სექტემბერში შესთავაზა დაქორწინება ლარას. წყვილმა ისაუბრა ასევე მათ წარსულ ურთიერთობაზე.
მაჰეშ ბუპატჰი ითვლება ლარა დატასა და დინო მორეას დაშორების მიზეზად, ისევე როგორც თავად ლარა ითვლება მაჰეშისა და შვეტა ჯაიშანკარის გაყრის მიზეზად.

ეს შვეტა ჯაიშანკარია, მაჰეშის ყოფილი მეუღლე


პრიანკა ჩოპრა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს შეასრულებს კარან ჯოჰარის ახალ პროექტში "Agneepath"

კარან ჯოჰარის ახალი პროექტის "Agneepath"–ის ირგვლივ უკვე დიდია ცნობისმოყვარეობა, რადგან ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი, რომლის პროდიუსერიც კარანის მამა იყო ერთ–ერთი ჰიტი იყო 90–ან წლებში.
"Times of India" –სათვის მიცემულ ინტერვიუში კარანმა თქვა:
–ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა მოცემულ მომენტში ფილმის შესახებ ის არის, რომ ეს ფილმი რადიკალურად იქნება განსხვავებული იმ ფილმისაგან რომლის პროდიუსერიც მამა იყო. მამა ძალიან ამაყობდა იმ ფილმით და მე იმედი მაქვს ამ ფილმითაც კარგ ნამუშევარს ვაჩვენებ მაყურებელს.
წინა ფილმში თამაშობდნენ ისეთი მსახიობები, როგორიცაა ამიტაბჰი და მითჰუნი. ამტაბჰმა მიიღო ეროვნული პრემია მთავარი როლის შესრულებისათვის, ხოლო მითჰუნმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მაგალითია მიბაძვისათვის ნებისმიერი მსახიობისათვის.
როგორც ჩანს კარანმა კარგად გადააკეთა ფილმის სცენარი და შემოგვთავაზებს რიმეიქს, რომელიც უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე თაობის მაყურებლისათვის.
პრიანკა ჩოპრა ამ ფილმში როგორც უკვე აღვნიშნე შეასრულებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს, რომლის სახელია – კაალი. ფილმში ასევე თამაშობს რიტიკ როშანი.

ნახეთ "Love U...Mr.Kalakaar" – ამრიტა რაოსა და ტუშარ კაპურის მონაწილეობით

2011 წლის თებერვალში კიდევ ერთი ლამაზი წყვილის დუეტს ვიხილავთ ახალ ფილმში – " Love U...Mr.Kalakaar".
ფილმის რეჟისორი და სცენარისტია მანასვი.

ეს არის ფილმი ორ განსხვავებულ ადამიანზე.
ტუშარ კაპურის გმირი – საჰილი, ეს არის მხატვარ–კარიკატურისტი, რომელშიც შთაგონებას იწვევს ყველაფერი რაც ირგვლივ აკრავს, ცა, მიწა, მათ შორის ქაღალდის ნაგლეჯიც კი...
ამრიტა რაოს გმირის – რიტუს სამყარო კი ბრუნავს მხოლოდ კრედიტების, ბრუნვების, შემოსავლებისა და ვადების ირგვლივ.
რა მოხდება მას შემდეგ რაც რიტუს შეუყვარდება საჰილი, სწორედ ამაზეა ფილმის სიუჟეტი აგებული.

კიდევ ერთ სამხრეთელ ვარსკვლავს გადაიღებენ ბოლივუდში

ნებისმიერი სამხრეთელი მსახიობი ოცნებობს ბოლივუდში გადაღებაზე.
ამჯერად კიდევ ერთ სამხრეთელ მსახიობ გოგონას ვიხილავთ ბოლივუდურ პროექტში.

მათ ვინც უყურებს სამხრეთულ კინოს იცის, რომ ილეანა დე კრუზი ერთ–ერთი ყველაზე მომხიბვლელი ახალგაზრდა მსახიობია ტოლივუდში. ის თამაშობს ცნობილ ტოლივუდურ პროექტში "Pokiri", რომელიც ბოლივუდური ფილმის "Wanted" ორიგინალი ვერსიაა.
ილეანას დებიუტი კინოში შედგა 2006 წელს და მას შემდეგ ის 15–დე ფილმში გადაიღეს.
ამჯერად მისი დებიუტი შედგება ანურაგ ბასუს ფილმში "Barfee", სადაც მთავარ როლებს რანბირ კაპური და პრიანკა ჩოპრა ითამაშებენ.
მსახიობ გოგონას მეორეხარისხოვანი როლისათვის დიდხანს ეძებდა რეჟისორი და რამდენიმე ვერსიასაც განიხილავდა, მათ შორის კატრინას, დიპიკასა, კანგანასა და ასინს. თუმცა ნახა რა ილენას ფოტოები, მიხვდა რომ ის იდეალურად ერგებოდა როლს.
ამჯერად ილეანა დაკავებულია "სამი იდიოტი"–ს სამხრეთულ ვერსიაში და ასევე კიდევ ერთ პროექტში "Nenu Naa Rakshasi", რანი დაგუბატისთან ერთად.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails