ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 4 января 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ინდოელი რეჟისორების, აბასისა და მუსტანის ტანდემი, რომელთა ერთობლივი ნამუშევარი "Race" 2008 წლის ყველაზე შემოსავლიან სურათად იქცა, ისევ შეუდგა ახალი, მწვავესიუჟეტიანი ფილმის გადაღებას. ფილმის სახელწოდებაა "Players" და ეს იქნება ცნობილი ფილმის "The Italian Job" ბოლივუდური რიმეიქი.
ფილმში დაკავებული არიან ისეთი მსახიობები, როგორებიცაა: აბიშეკ ბაჩანი, ბობი დეოლი, ნილ–ნიტინ მუკეში, ბიპაშა ბასუ და სონამ კაპური.

გარდა ამისა პროდიუსერებმა ფილმში რუსი გენერლის მნიშვნელოვან როლზე, ცნობილი რუსი მსახიობი, ვიაჩესლავ რაზბეგაევი მოიწვიეს.
ვიაჩესლავ რაზბეგაევი 30–დე ფილმშია გადაღებული და ასევე არის რეჟისორი ერთ–ერთი ცნობილი სერიალისა. კინოსა და ტელევიზიის პარალელურად ამჟამად მუშაობს თეატრშიც.
გადაღებები რუსი მსახიობის მონაწილეობით დაიწყება თებერვალში, გოაში.
როგორი იყო ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ქალებისათვის 2010 წელი?

როგორი იყო 2010 წელი ბოლივუდის ქალბატონებისათვის?

თუ 2010 წელი ბოლივუდის ვარსკვლავთა მცირე ნაწილისათვის, მათ შორის რანი მუქერჯისა და პრიტი ზინტასათვის არ აღინიშნა არცერთი კინოპრემიერით, სამაგიეროდ რამდენიმე მათგანმა აქტიურად დაიპყრო ეკრანი.

2010 წელს ეკრანებზე განსაკუთრებით გაიმყარეს პოზიციები კატრინა კეიფმა, აიშვარია რაიმ, დიპიკა პადუკონიმ, კარინა კაპურმა, კანგანა რანაუტმა, პრიანკა ჩოპრამ, ვიდია ბალანმა და ბიპაშა ბასუმ.
თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კატრინა კეიფი, რომლის ასე ვთქვათ ბენეფისი შედგა ამ წელს. ის მაყურებლის წინაშე წარსდგა არა როგორც კარგი მსახიობი მხოლოდ, არამედ მან მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო მუსიკალური ნომრით "Sheila ki Jawaani".



კატრინამ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები როგორც მსახიობმა და მოცეკვავემ.

რეჟისორ პრაკაშ ჯჰასთან მუშაობამ, ფილმში "Raajneeti", სადაც კატრინამ ინდირა განდის რძლის, სონია განდის პიროვნების ანალოგიური პერსონაჟი ითამაშა, ეკრანზე აჩვენა სიყვარულის, თავგანწირვისა და ერთგულების მაგალითი.
ამ ფილმის წარმატებამ კიდევ უფრო ასწია კატრინა მაღალ საფეხურზე.
არსებობდა ვარაუდი რომ ეს წელი იქნებოდა დიპიკა პადუკონის წელი, რადგან მისი მონაწილეობით ეკრანებზე უნდა გამოსულიყო 5 ფილმი.
თუმცა ამ ფილმებმა იმედი გაუცრუეს მაყურებელს, გარდა ერთი ფილმისა "HouseFull". დანარჩენი ფილმები " Karthik Calling Karthik", " Lafangey Parindey", "Break Ke Baad" , და " Khelein Hum Jee Jaan Sey" ჩავარდა გაქირავებაში.


მისი თამაში ნებისმიერ ამ ფილმში განსაცვიფრებლად ერთსახოვანია.
ბიპაშა ბასუმ ამ წელს მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "Pankh", "Lamha" და "Aakrosh". თუმცა მაყურებელმა დადებითად არ შეაფასა მისი ძალისხმევა. ამ ფილმების ჩავარდნის შედეგად მან ადრე მოპოვებული სექსუალური მსახიობი ქალის ტიტულის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.
ისევე როგორც ბიპაშასათვის ეს წელი წარუმატებელი აღმოჩნდა კარინა კაპურისთვისაც. დიდი ხნით თაროზე შემოდების შემდეგ გამოვიდა მისი ფილმი "Milenge Milenge", სადაც ის თავის ყოფილ შეყვარებულთან, შაჰიდ კაპურთან ერთად თამაშობს. მაყურებელს რატომღაც მოძველებულად მოეჩვენა ეს ფილმი.
ფილმში "We Are Family" კარინამ მართლაც მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო თუმცა არც ამ ფილმით დარჩენილა მაყურებელი აღფრთოვანებული.
რაც შეეხება კომედიურ ფილმს "Golmaal-3", აქ კი მაყურებელი ნამდვილად მოხიბლული დარჩა მისი თამაშით. ეს ფილმი 2010 წლის ფილმების ტოპ ათეულში შევიდა.
გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვან მოვლენაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ კარინა კაპურს შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან.
პრიანკა ჩოპრა ამ წელს მხოლოდ ერთ ფილმში გამოჩნდა, ესაა "Anjaana Anjaani". წელს მან მეტი დრო ტელევიზიას დაუთმო. თუმცა ვერც ამ ფილმით და ვერც თავისი მცდელობებით რეალითი–შოუში "Khatron Ke Khilari" ვერ მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.
აიშვარია რაის მონაწილეობით 4 ფილმი გამოვიდა ეკრანებზე: "Raаvan", "Robot-Ethiran", "Action Replayy" и და " Guzaaris". ოთხივე ფილმში აიშვარია რაიმ აჩვენა თავისი უნაკლო თამაში თუმცა სალაროს შემოსავლების მხრივ მხოლოდ "Robot-Ethiran" გამოირჩეოდა, დანარჩენები ჩავარდა.
მისი თამაში კი სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში "Guzaarish" იქცა გადამწყვეტად მის კარიერაში ამ წელს.
შესაძლოა ის დასახელდეს წლის საუკეთესო მსახიობ ქალად, თუმცა თვლიან რომ მას დიდ კონკურენციას გაუწევს ვიდია ბალანი, რომლის მიერ შესრულებულმა სოფლის გოგონას როლმა კრიშნა ვარმას ფილმში "Ishqiya" დადებითი გამოხმაურება ჰპოვა.

კაჯოლმა შექება მიიღო ფილმებისათვის "My Name is Khan", "We Are Family» და ანიმაციური პროექტისათვის "Toonpoor Ka Superrhero", მაგრამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მან ვერ მიაღწია.
Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails