ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 28 января 2011 г.

რამდენიმე ინტერვიუ და მიმართვა ინდური კინოს მოყვარულებისადმი

ინტერვიუ დათო ბეჟიტაშვილთან
ბოლივუდის საქართველოში სტუმრობასთან და საერთოდ ინდურ კინემატოგრაფთან დაკავშირებით



საინტერესო ინტერვიუ დათო ბეჟიტაშვილთან
ინდური კინოსა და ზოგადად კინოს შესახებ




სიუჟეტი კ/თ რუსთაველი"–ს შესახებ



ბ-ნ დათო ბეჟიტაშვილის მიმართვა ინდური კინოს მოყვარულებს

ჩემო ძვირფასებო!
მერწმუნეთ ძალიან განვიცდი როდესაც ამ სიტყვებს გწერთ, მაგრამ რეალობა ასეთია:
3 აპრილიდან გარკვეული პერიოდით ტ/კ "კავკასიას" ეთერში აღარ გავა ინდური ფილმები, ხოლო მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი" იცვლის პროფილს და მხოლოდ სახლში მიტანით მოემსახურება ერთგულ მაყურებელს.
კ/თ "ახმეტელი", ანსამბლი "სიტარა", ტელეკომპანიები: "ევრიკა" და "კავკასია,", მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი"... რამდენი სიამოვნება და სიხარული გვახსოვს იმ დღეების...
ნოსტალგია დიდია, მაგრამ დრო მიდის და აუცილებელია აუწყო ფეხი და არ ჩამორჩე. 14 წელზე მეტია ჩვენ ერთად მოვდივართ და დღემდე მოგვიყვანა ინდოეთისადმი თითოეული ჩვენგანის უსაზღვრო სიყვარულმა. ამ ფონზე ამ გადაწყვეტილებების მიღება არ იყო იოლი. მიზეზები უამრავია და ახლა ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ.
ბოლო დროს ჩვენი მაყურებელი მოაკლდა კინოთეატრს და მაღაზიას.
ჩემი, ნინოს და ჩვენი მეგობრების უამრავი მცდელობის მიუხედავად სურათი არ იცვლებოდა.
XXI -ე საუკუნის მიღწევამ - ინტერნეტმა ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში დიდი დარტყმა მიაყენა კინოინდუსტრიას. ამას თუ დავუმატებთ ჩვენი მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
მე მესმის თქვენი... იმედია თქვენც გამიგებთ... თუმცა ამით არ მთავრდება ყველაფერი. პირიქით უამრავი საინტერესო გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით კვლავ ყველაფერი კარგად იქნება.
გეგმები მრავალფეროვანია:
ამ ზაფხულს, საქართველოში გადავიღებთ პირველ ინდურ-ქართულ ფილმს, რომელიც ინდოეთის და საქართველოს ეკრანებზე ერთდროულად გამოვა და რომელშიც რამდენიმე თქვენი საყვარელი ინდოელი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. (ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ვასახელებ). მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აგრეთვე თვეში ორჯერ სხვადასხვა დარბაზებში მოეწყობა ინდური საღამოები, რომლებიც იქნება მყარი გარანტია იმისა რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავთ. "პლანეტა ბოლივუდი" თვეში ორჯერ, სახლში მიტანით შემოგთავაზებთ ბოლივუდის საუკეთესო ჰიტებს. მალე ამუშავდება ინტერნეტ-ტელევიზია "პლანეტა ბოლივუდი", რომელიც ყოველდღიური ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს. მაისის ბოლოს კი ინდოეთის მთავრობის დახმარებით თბილისში გაიმართება ინდური ფილმების კინოფესტივალი.
როგორც ხედავთ გეგმები უამრავია, თუმცა მათი განხორციელების ერთადერთი გარანტია არის თქვენი გვერდში დგომა და აქტიურობა, რომელიც უნდა გამოხატოთ ჩვენი საიტის ხშირი სტუმრობით და თქვენი მოსაზრებებისა და კომენტარების დატოვებით, ჩვენს ჯგუფებსა და ფორუმებში გამოხმაურებით. მგონი ძალიან ბევრს არ გთხოვთ.
მე თქვენ ყველას გიცნობთ და პერსონალურად გიხდით მადლობას გვერდში დგომისათვის როგორც წარსულში, ასევე მომავალში.
მე თქვენთვის არასოდეს მიღალატია და არც მომავალში გიღალატებთ. პირიქით, უამრავ სიხარულს და სიამოვნებას გპირდებით, ოღონდ მომეცით ძალა და ზურგი გამიმაგრეთ.
მე ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს. ამ წერილზეც ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები.
განსაკუთრებული მადლობა კი, ნინო კრავეიშვილს, რომლის უანგარო და ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ ჩვენი საიტი და ჯგუფები საინტერესო და მრავალფეროვანია.
უდიდესი პატივისცემით, მადლიერებით და სიყვარულით, მუდამ თქვენი - დავით ბეჟიტაშვილი
Отправить комментарий

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails