ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 27 января 2011 г.

ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადაღებას გეგმავს

ინდური საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. ისინი გადაღებისთვის საჭირო გარემოს შეისწავლიან. ინდოეთიდან ჩამოსული დელეგაცია დღესვე შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის მინისტრებთან.
ფილმის საქართველოში გადაღების იდეა 2010 წლის ოქტომბერში, ინდოეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს გაჩნდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ინდური კინოს ცნობილ ვარსკვლავს ამირ ქჰანს სახლშიც ესტუმრა. შეხვედრ
ისას მსახიობმა საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღებისთვის მზადყოფნაც კი გამოთქვა. ამის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიით და საიტებზეც ვრცლად დავწერე.
საქართველოში ჩამოსულ სტუმართაგან ერთ–ერთი პროდიუსერი ნარენდრა ბაჯაჯია. ის არის ცნობილი ფილმების "Jai Veeru", "Aggar", "The Train", "Rocky " და "Bandhan" პროდიუსერი. ასევე რუპ ნაიკი და კიდევ რამდენიმე პროდიუსერი.
ბოლივუდელ სტუმრებს ჩამოჰყვა ლეილა სოფოევა - შეთავაზებული კოორდინატორი (ქართულ-ინდური ბიზნესი).

–ბოლივუდში ბოლო დრო
ს ძალიან პოპულარული გახდა ფილმების სხვადასხვა ქვეყნებში გადაღება. ამით ჩვენც დავინტერესდით და დავუკავშირდით ყველაზე დიდ საპროდიუსერო კომპანიებს, რომლებიც ბოლივუდური ფილმების გადაღებაზე მუშაობენ - განაცხადა ორი თვის წინ ვერა ქობალიამ. მისივე თქმით, ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ფილმზე მომუშავე რამდენიმე ათას პირს მოუწევს ჩამოსვლა.
არვიცი რამდენად რეალურად უ
ნდა მიგვაჩნდეს ბოლივუდის საქართველოთი დაინტერესება და სერიოზული პროექტის განხორციელება, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება "სავსებით რეალურად" მიაჩნია.
–ჩვენი ლანდშაფტი მრავალფეროვანი, ფილმის კეთებისთვის საჭირო პირობები კი იაფია, ამიტომაც ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება სავსებით რეალურია, - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

gaixare nino didi madloba, yoveltvis vici tu rame damainteresda am saitebze vnaxav. daugalavi da sheudarebeli xar. nini

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails