ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 24 января 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

კატრინა კეიფი ისევ იმატებს წონაში

როგორც ცნობილია მსახიობმა ფილმისათვის "Tees Maar Khan" შესამჩნევად დაიკლო წონაში. როგორც წყარო იუწყებოდა მსახიობი მკაცრ დიეტაზე იყო და სიმღერაში "Sheila Ki Jawani" ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. სიმღერა გაჰიტდა კიდეც.
ამჯერად კი მომავალი ფილმისათვის "Mere Brother Ki Dulhan", რომელიც იაშ რაჯ ფილმზის პროექტია, მსახიობი ისევ იმატებს წონაში.
მ ფილმში ის იმრან ქჰანთან ერთად ითამაშებს.

სალმან ქჰანმა იგნორირება გაუკეთა ვივეკ ობეროის და მის ოჯახს

როგორც ჩანს ურთიერთობა სალმან ქჰანსა და ვივეკ ობეროის შორის ჯერ კიდევ არ დამთბარა.
ახლახანს "Screen Awards"–ს დაჯილდოებაზე სალმან ქჰანმა იგნორირება გაუკეთა ვივეკ ობეროის, მის მეუღლეს, პრიანკა ალვას და ვივეკის დედას.

სალმანი როგორც წესი ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა ირგვლივ მყოფთ და ვივეკის ოჯახიც გაღიმებული სახით უყურებდა მას, მოლოდინით რომ მათაც მიესალმებოდა, თუმცა სალმანი ასე არ მოიქცა.
როგორც ჩანს მას ჯერ კიდევ აღუძრავს უსიამოვნო მოგონებებს ვივეკის დანახვა.

აჰრუჰი და კარინა კაპური ერთად ახალ პროექტში

ეს იქნება 80-ანი წლების ერთ–ერთი ჰიტის "Angoor" –ის რიმეიქი.
ფილმის რეჟისორი იყო გულზარი და მთავარ როლებში სანჯივ კუმარი და მოუშუმი ჩატერჯი თამაშობდნენ.

ამჯერად მათ ნაცვლად შაჰრუჰ ქჰანი და კარინა კაპური შეასრულებენ მთავარ როლებს.
ფილმს გადაიღებს როჰიტ შეტი. ფილმის "Golmaal 3"–ს დასრულების შემდეგ მოულოდნელი იყო ყველასათვის მისი განცხადება ამ ფილმის რიმეიქის გაკეთების შესახებ. რატომღაც ყველა ფიქრობდა რომ მისი ჩანაფიქრი ისევ ფილმის "Golmaal" მეოთხე ნაწილს ეხებოდა.
ფილმზე ისეთი მსახიობების მოწვევა როგორებიცაა შაჰრუჰი და კარინა მეტყველებს იმაზე რომ როჰიტ შეტის გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ ვარსკვლავებთან იმუშაოს.
ისეთი კლასიკური ნაწარმოების როგორიც "Angoor" არის რიმეიკის შექმნა ცხადია დიდ რისკსა და ძალისხმევას მოითხოვს. იმედი ვიქონიოთ რომ ფილმი გაამართლებს.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

kargi saiti gaqvs momewona maladec miaweqi da vimedovneb rom male warmatebuli saiti gaxdeba . gaixare Semqmnelo

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails