ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 17 января 2011 г.

ფილმით "SAAT KHOON MAAF" პრიანკა ჩოპრამ ბოლივუდის მსახიობები "შეაშინა"

ვიშალ ბჰარდვაჯის ახალი, უკვე გახმაურებული ფილმი, "SAAT KHOON MAAF" (შვიდი პატიებული მკვლელობა"), რომლის სარეკლამო ვიდეოები დიდი ხანი არ არის რაც გამქვეყნდა, უკვე მზადაა მუმბაის კინოთეატრების სრულიად "დასაპყრობად".
პირველ რიგში ფილმი მაყურებელთა ყურადღებას მსახიობთა შემადგენლობით იპყრობს, მასში პრიანკა ჩოპრას გვერდით მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიცაა: "ჯონ აბრაჰამი, ირფან ქჰანი, ნასირუდინ შაჰი, ნილ ნიტინ მუკეში და კიდევ ბევრი ცნობილი სახე, გარდა ამისა უკვე დავწერე საიტზე, რომ ფილმში რუსი მსახიობი, ალექსანდრე დიაჩენკო თამაშობს.
ფილმი არის ერთგვარი ნაზავი დრამის, თრილერისა და "შავი კომედიის" და გადაღებულია ბონდის ცნობილი რომანის "სუზანას შვიდი ქმარი" მიხედვით.
ფილმში პრიანკა მთავარ გმირ ქალს თამაშობს, რომელსაც ფილმის მიხედვით შვიდი ქმარი ეყოლება.
მსახიობმა ისეთი დამაჯერებლობით
ითამაშა ეს რომ "შეაშინა" ბოლივუდის მსახიობები რომანის გმირთან მსგავსებით.

სონამ კაპურის თქმით, ფილმის სარეკლამო რგოლის ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა.
კუნალ კაპურმა, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება ეთამაშა პრიანკასთან ერთად ფილმში "დონი 2", თქვა, რომ ნანახის შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიძლება "შორს დაიჭიროს" თავი მსახიობისაგან.
ძალიან საინტერესო ფილმები გველოდება წინ და ვადევნოთ თვალი, საიტზე შეძლებისდაგვარად მოგაწვდით სიახლეებს ყველა გამოსულ ფილმზე.
გთავაზობთ ფილმის სარეკლამო ვიდეომასალას და ფოტოებს



Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails