რანი მუქერჯი და ვიდია ბალანი – ფილმში "ვინ მოკლა ჯესიკა
ვინც მუდმივად ადევნებს თვალს საიტის სიახლეებს უკვე იცის რომ რანი მუქერჯისა და ვიდია ბალანის მონაწილეობით მალე გამოვა დეტექტიური ფილმი "ვინ მოკლა ჯესიკა".
ფილმისადმი დიდია მოლოდინი, განსაკუთრებით რანი მუქერჯის თაყვანისმცემლებისა, რომლებსაც თავიანთი კუმირი დიდი ხანია ეკრანზე არ უნახავთ. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია ფილმში მთავარი როლების შემსრულებელ ორ მსახიობს შორის არსებული უთანხმოების შესახებაც.
ეს ინფორმაცია ცალ–ცალკე ორივე მსახიობმა უარყო და ამის დადასტურება ისიც იყო რომ მსახიობები ერთმანეთს ფოტორეპორტიორებისა და კამერების წინ თბილად გადაეხვივნენ, ფოტოებიც გადაიღეს და ერთად იცეკვეს კიდეც.
ამ ფილმში რანი გვევლინება რეპორტიორის როლში, რომელიც დის სიკვდილის ამბავს იძიებს.
ამ ფილმის შემდეგ რანის სამომავლო გეგმები უკავშირდება რიმა კაგტის ფილმს, რომელშიც რანი მუქერჯისთან ერთად ამირ ქჰანი და კარინა კაპური ითამაშებენ. რანი მუქერჯისა და ამირ ქჰანის ერთობლივი ფილმი გამოვიდა 1997 წელს. ეს იყო ფილმი "Ghulam".
13 წლიანი პაუზის შემდეგ რანი მოხარულია ამირთან მუშაობის პერსპექტივის.
–ეს ძალიან დიდი გრძნობაა. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. მე დარწმუნებული ვარ თუ ჩემი თამაში არ იქნება ისეთი, როგორსაც ის მოელის მე აუცილებლად მიმითითებს – ამბობს მსახიობი.

საიფი და კარინა კოცნის სცენებში აღარ გადაიღებენ
საიფ–ალი ქჰანმა და კრინა კაპურმა კარან ჯოჰარის შოუში განაცხადეს რომ ისინი მეტად აღარ გადაიღებენ კოცნის სცენებში. როგორც ცნობილია კარინა უკმაყოფილო იყო კოცნის სცენის გამო ფილმში "სიყვარული დღეს და გუშინ", საიფსა და დიპიკას შორის, ხოლო საიფმა თავის მხრივ უკმაყოფილება გამოთქვა კარინასა და აქშაის კოცნის სცენის გამო ფილმში "დაუჯერებელი სიყვარული". მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა სარწმუნო წყარო იუწყება, რომ კარინას მოუწევს დაფიქრდეს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან რიმა კაგტის ჯერ კიდევ უსათაურო ფილმი ამირ ქჰანთან ერთად, შეიცავს ასეთ სცენებს. გარდა ამისა შესაძლოა ამირიც უკმაყოფილო იყოს კარინას ამ განცხადებით, რადგან მას ალბათ ერჩივნა რომ ეს კარინას პირადად განეხილა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და არა ტელეეკრანიდან.
ეს უკვე ლამის ტენდენციად იქცა.საიფ–ალი ქჰანმა და კრინა კაპურმა კარან ჯოჰარის შოუში განაცხადეს რომ ისინი მეტად აღარ გადაიღებენ კოცნის სცენებში. როგორც ცნობილია კარინა უკმაყოფილო იყო კოცნის სცენის გამო ფილმში "სიყვარული დღეს და გუშინ", საიფსა და დიპიკას შორის, ხოლო საიფმა თავის მხრივ უკმაყოფილება გამოთქვა კარინასა და აქშაის კოცნის სცენის გამო ფილმში "დაუჯერებელი სიყვარული". მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა სარწმუნო წყარო იუწყება, რომ კარინას მოუწევს დაფიქრდეს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან რიმა კაგტის ჯერ კიდევ უსათაურო ფილმი ამირ ქჰანთან ერთად, შეიცავს ასეთ სცენებს. გარდა ამისა შესაძლოა ამირიც უკმაყოფილო იყოს კარინას ამ განცხადებით, რადგან მას ალბათ ერჩივნა რომ ეს კარინას პირადად განეხილა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და არა ტელეეკრანიდან.
როგორც კი დაინიშნება მნიშვნელოვანი ფილმის პრემიერა მაშინვე წარმოიშობა პრობლემები. სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმს "Guzaarish", რომელშიც მთავარ როლებს აიშვარია რაი და რიტიკ როშანი ასრულებენ, ბრალი დასდეს საავტორო უფლების დარღვევაში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. მწერალი დაიანანდ რაჯანი ბრალს სდებს ფილმის სცენარის ავტორს მისი ახალი რომანის სიუჟეტის მოპარვაში. მისი რწმუნებით ფილმის სიუჟეტი და მისი გმირები ჰგვანან მისი რომანის გმირებსა და ისტორიას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად ეს რომანი ჯერ არ გამოსულა. რაჯან დაიანდი იმუქრება აღძრას საქმე ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევისათვის.
როგორც ირკვევა ფარა ქჰანის ფილმი "Tees Maar Khan" იქნება რიმეიქი ცნობილი იტალიური ფილმისა "After The Fox" ? ეს არის გასართობი ისტორია, ჭკვიან და ეშმაკ პატიმარზე რომელიც აწყობს ფილმის გადაღებებს იმისათვის რომ გამოუვიდეს ის "დიდი აფიორა" რაც ჩაიფიქრა. შესაძლოა ბოლივუდური ვარიანტი არ იყოს სრული ასლი, მაგრამ სიუჟეტის რამდენიმე ხაზი ზუსტად ემთხვევა იტალიური ფილმის სიუჟეტს.
Комментариев нет:
Отправить комментарий