ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 14 декабря 2010 г.

დევ ანანდი თავისი პარტნიორი ქალების შესახებ

სადჰანას შესახებ

–პირველად მე მას შევხვდი კინოსტუდიაში სადაც ის, მდიდრულ კაბაში ჩაცმული მსუბუქი, ახალგაზრდა გოგონას ნაბიჯებით შემოვიდა. მან გამიღიმა მე და გამოხატა სურვილი დამლაპარაკებოდა.
მან მითხრა რომ ის აიყვანეს როლზე ჯო მუქერჯისთან ერთად. მე ვუპასუხე რომ ის ძალიან კარგია. ის მართლაც ძალიან განათლებული და ამავე დროს უმანკო იყო.
ეს იყო გოგონას ის ტიპაჟი, რომალსაც გიჩნდება ს
ურვილი ჩაჰკიდო ხელი და ისაუბროთ.
მოგვიანებით მე ვთხოვე გოლდის აეყვანა ის ჩემი მეგობრის როლზე, ფილმში "Hum Dono". ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა ფილმში და სიმღერის კლიპი ჩვენი შესრულებით – "Abhi Na Jaаo Chod Ka" გახდა სიმღერა, რომელიც ასახიერებს სამუდამო სიყვარულს.



ნანდას შესახებ


–ის იყო რაღაც მეოჯახე ქალის ტიპაჟი. ლოცულობდა ის სახლის სიკეთისათვის თუ თამაშობდა მოყვარულ დას ან ერთგულ ცოლს, ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მან ითამაშა ჩემი დის როლი ფილმში - "Kala Bazaar" და დედის როლი ფილმში "Hum Dono. სიმღერა მისი შესრულებით ამ უკანასკნელი ფილმიდან "Allah Tero Naam" გახდა სიმბოლო სულიერი სიწმინდის.
ნუტანის შესახებ

ის იყო ძლიერი მსახიობი და მშვენივრად გამოხატავდა ემოციებს ეკრანზე. ის მუშაობდა ჩემთან ერთად ფილმებში: "Paying Guest" და "Tere Mere Sapne".
მასში ყოველთვის იყო რაღაც დაფარული სევდა. მისი ცხოვრების ბოლო ეტაპიც ძალიან სევდიანი იყო.
მე ვუთხარი კიდეც მის შვილს, მანიშს (იგულისხმება მანიშ ბეჰლი) რომ მისი თვალები დედამისის თვალების ასლია.
ვაჰიდა რაჰმანის შესახებ

ის იღებდა ჰაიდარაბადში, ტელუგუ ფილმებში, როდესაც გურუ დატმა აარჩია როლზე ფილმისათვის "CID".
ის იყო მუქკანიანი და საერთოდ არ შეეძლო თამაში. უბრალოდ იმეორებდა იმას რასაც ვაკეთებდი მე. დედა და და – საიდა, ყველგან დაჰყვებოდნენ მას.
როცა იგეგმებოდა ფილმ "Guide" ინგლისური ვერსიის გამოსვლა, რეჟისორმა ტედ დანილევსკიმ მოისურვა შეეცვალა ის სხვა უფრო ცნობილი მსახიობით, რომელიც ილაპარაკებდა მაინც ინგლისურად.

მე ვუთხარი: არა, აიყვანე ის რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ამ როლს.
პროდიუსერმა მთელი რიგი მოსამზადებელი გაკვეთილები ჩაატარა მასთან და ფილმში ის ისეთი ელეგანტური იყო, ეს ფილმი მის საუკეთესო ფილმად შეიძლება ჩაითვალოს. მან თავისი კარიერის პიკს სწორედ ამ ფილმის წყალობით მიაღწია. სიმღერა "Tere Mere Sapne Ab Ek Rang Hai" გადავიღეთ სამ გადაღებაზე. გადასაღებ ადგილას მივდიოდით მიყოლებით სამი დღის განმავლობაში. სამუშაოდ მხოლოდ 5 წუთი გვქონდა დრო მზის ამოსვლამდე რადგან შემდეგ მზის სხივები და შუქი ძალიან ნათელი ხდებოდა.



ტინა მუნინის შესახებ

მე ვიღებდი ფილმში "Bullet", როდესაც ჩემი სცენა დასრულდა, გავიგონე ჯგუფური ხითხითი. ტინა გადაღებების საყურებლად იყო მოსული გოგონების კამპანიაში. ის იყო ისეთი მხიარული. მან ავტოგრაფი მთხოვა, თუმცა მისი ავტოგრაფების წიგნი ცარიელი იყო და ჩემი ხელწერა იყო პირველი.
მე სწორედ იმ პერიოდში ვატარებდი გოგონების სინჯებს ფილმისათვის "Des Pardes". მე ვკითხე მას, ხომ არ სურდა კინოში გადაღება? იმ დროისათვის მან მოიპოვა ტიტული "მის ფოტოგენურობა".
მან მიპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფილმი კარგი იქნება. მაშინ მე მას ვკითხე, რა იქნებოდა თუ მე შევთავაზებდი როლს? მან გაიღიმა მხოლოდ.
როდესაც გასაუბრებაზე მოვიწვიე, მან წარმატებით გაიარა გასაუბრება.

ზინათ ამანის შესახებ

ის იყო "მის აზიას" ტიტულის მფლობელი. იმ საღამოზე როცა ერთმანეთი გავიცანით მან იცოდა რომ მეც ვიქნებოდი.
ის იყო მუქკანიანი, ამერიკული აქცენტით, რადგან წარმოშობით იყო კალიფორნიიდან.
ამავე დროს ის იყო ამბიციური და დაუჯერებლად ჭკვიანი.
მე ის ავირჩიე ერთ–ერთ როლზე ფილმში "Hare Rama Hare Krishna", და წავიყვანე ნეპალში გადაღებებზე.
გავაფრთხილე რომ პირველი ექვსი თვის მანძილზე მას არ მოუწევდა კამერის წინ გამოჩენა. ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ თვალი უნდა ედევნებინა მუმთაზისათვის.
მან თავად აირჩია ტანსაცმელი, რომელშიც ის კომფორტულად გრძნობდა თავს.
მოგვიანებით ის საკულტო ფიგურად იქცა.
ის მშვენივრად საუბრობს, მშვენივრად წერს და ფლობს ძლიერ პიროვნულ თვისებებს.
მე ქედს ვიხრი მის წინაშე.
ყოველთვის როცა მე ვურეკავ, ის მპასუხობს.
ტაბუს შესახებ

ის აირჩიეს მოზარდის როლზე ფილმისათვის "Hum Naujawan", სადაც მე ვთამაშობდი სკოლის დირექტორს. ის მაშინ 14 წლის იყო. მე ვატარებდი სინჯებს მისთვის და მისი დის, ფარჰასათვის. თუმცა სწორედ ტაბუ მოერგო ამ როლს. კინოსინჯები ფარჰას მონაწილეობით მე გადავუგზავნე იაშ ჩოპრას, რომელმაც შემდგომ ის გადაიღო ფილმში "Faasle".
ერთ–ერთ გადაღებაზე ტაბუს შერცხვა გარკვეული სცენის თამაში. მე მას ვუთხარი, ნუ ღელავ გიპოვით დუბლიორს ამ სცენისათვისთქო.
ერთ–ერთი გადაღების შემდეგ, როდესაც მანქანით მიმყავდა სახლში, მან მითხრა რომ სურდა მთავარი როლების თამაში. მე ვურჩიე დალოდებოდა შესაფერის დროს. მან გააგრძელა თავისი კარიერა და იქცა შესანიშნავ მსახიობად.

მუმთაზის შესახებ

ის კარგი მსახიობია და მწვერვალებს მიაღწია ნულიდან.
როდესაც მე ვამზადებდი სცენარს "Hare Rama Hare Krishna", ჩვენ ერთად ვიღებდით ფილმში, "Tere Mere Sapne". მან მითხრა რომ "არ მომცემდა უფლებას" გადამეღო ფილმი მისი მონაწილეობის გარეშე.
მე ავუხსენი რომ ფილმში რომანტიული როლი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც მისი დის როლი (რომელიც ზინათ ამანმა შეასრულა), მაგრამ შენ შეგეფერება რომანტიული როლითქო.
მან კი მიპასუხა, მაშინ რომანტიულ როლში გადამიღეო.
ის ძალიან მეგობრული და ადამიანურია. ჩვენ დროდადრი ვხვდებით ერთმანეთს.

დევ ანანდი შარმილა თაგორთან და რაქჰისთან ერთად

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails