ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 27 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

My Name Is Khan – სტარტს სამხრეთ კორეაში იღებს

ფილმი "My Name Is Khan" შაჰრუჰ ქჰანის მონაწილეობით ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და აგრძელებს მთელ მსოფლიოში ყველა შესაძლო ბაზრის მოსინჯვას. მისი დისტრიბიუტორი "Fox St" სტუდია აცხადებს რომ ფილმი ამ დღებში სტარტს აიღებს სამხრეთ კორეაში.
როგორც გახსოვთ ფილმი "
My Name Is Khan", რომლის რეჟისორია კარან ჯოჰარი, მოგვითხრობს მუმბაელი მუსულმანის, რიზვან ქჰანის შესახებ, რომელიც აუტიზმის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული. ის ქორწინდება ინდუს მარტოხელა დედაზე, რომელიც სან–ფრანცისკოში ცხოვრობს, მაგრამ ცნობილი 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ მათი ოჯახური ბედნიერება მთავრდება. რიზვანს კი "საეჭვო" ქცევის გამო აეროპორტში აპატიმრებენ.
გასული წლის თებერვალში გამოსული ფილმი "
My Name Is Khan", ყველაზე შემოსავლიანი ბოლივუდური ფილმია ინდოეთის გარეთ.ამ ფილმმა საზღვარგარეთ არნახული შემოსავალი, 23 მლნ დოლარი მოიტანა.

იმრანმა რანბირს თავისი "საიმედო" და "ერთგული" ხასიათით აჯობა

ერთ–ერთი ძვირადღირებულ სარეკლამო კომპანიისათვის საჭირო იყო ახალგაზრდა და ენერგიული მსახიობი. სიაში საბოლოოდ ორი მსახიობი დარჩა: იმრან ქჰანი და რანბირ კაპური. დახურულ კარს მიღმა კრება დიდხანს წყვეტდა რომელი მათგანი უფრო შეეფერებოდა მოცემულ სარეკლამო კამპანიას, რომელიც სრულად იყო ორიენტირებული ძლიერი ხასიათის ახალგაზრდაზე.
ბოლოს არჩევანი გაკეთდა იმრანზე, მისი საიმედო იმიჯის გამო, რაც თავისი მეგობარი გოგონას, (ამჟამად მისი მეუღლის – ავანტიკა მალიკის) მიმართ ერთგულებაში გამოავლინა.რანბირს უარი ეთქვა იმის გამო, რომ ხშირად იცვლის მეგობარ გოგონებს. თავისი გატაცებები საკმაოდ ძვირად დაუჯდა მსახიობს. ამჯერად გამარჯვება იმრანის მხარესაა და "ერთგულ" მსახიობს ნამდვილად აქვს მიზეზი სიხარულისათვის. კარგმა ქცევამ მსახიობს მოუტანა დიდშემოსავლიანი კონტრაქტი.

საიფ–ალი ქჰანი: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა
თავისი ახალი ფილმის "Agent Vinod" –ის რამდენიმე სცენის გადაღებისათვის საიფ–ალი ქჰანი დელში ჩავიდა. როგორც ცნობილია ეს საიფის კომპანიის მიერ წარმოებული მეორე ფილმია. (პირველი ფილმი იყო "Love aaj aur kal") . ფილმის რეჟისორია შრირამ რაგჰავანი, პროდიუსერი საიფ–ალი ქჰანი და დინეშ ვიჯანი. ფილმში საიფ–ალი ქჰანთან ერთად კარინა კაპური თამაშობს და გრაფიკით ფილმი 2011 წლის დეკემბერში გამოვა. ფილმისათვის ტრიუკების დადგმაში მონაწილეობას იღებს რუსი კასკადიორი ალექსანდრე ბარანოვი. ინდოელი კინემატოგრაფები ამ ფილმს უწოდებენ: "ჩვენი პასუხი ჯეიმს ბონდს".ინტერვიუში საიფ–ალი ქჰანმა თქვა: –ინდოელი რეჟისორები ხშირად იღებენ ფილმებს დასავლეთის მიბაძვით. ცდილობენ ასიამოვნონ და მოაწონონ დასავლეთის მაყურებელს. ჩვენ ბოლივუდში სხვა მიმართულებიოთ ვმუშაობთ და არ არის აუცილებელი მივბაძოთ დასავლეთს. ინდურ ფილმებს დიდი აუდიტორია აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ასობით მილიონ ინდოეთში მაცხოვრებელზე, თუნდაც საზღვარგარეთაც ბევრი ინდოელი ცხოვრობს, ამიტომაც არა აქვს აზრი ცდილობდე მოაწონო თავი და მოიპოვო უცხოელი მაყურებელი. იმ ფილმებს, რომლებსაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ იმისათვის რომ მოეწონოთ დასავლეთში, წარმატება არა აქვთ ინდოეთში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა".
ამ შემთხვევაში სავსებით ვეთანხმები საიფ–ალი ქჰანს.

среда, 23 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

მალე ნარმადა აჰუჯას დებიუტი შედგება

მიუხედავად მთელი რიგი უშედეგო მცდელობებისა, გოვინდას ქალიშვილი – ნარმადა ბოლოსდაბოლოს ემზადება კინოში დებიუტისათვის. მისი ეკრანზე გამოჩენა არ იქნება სიახლე, რადგან ბოლო სამი წლის მანძილზე გოვინდა რაც შეეძლო ცდილობდა ბიძგი მიეცა ქალიშვილის ეკრანზე დებიუტისათვის.2007 წელს სალმან ქჰანის სტუმრის სტატუსით, IIFA–ს დაჯილდოებაზე გამოჩენის შემდეგ, ყველას ეგონა რომ სალმანი, როგორც მათი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი აიყვანდა მას როლზე რომელიმე ფილმში. თუმცა ნარმადას, სონაქში სინჰასაგან განსხვავებით არ გაუმართლა.
გოვინდა ცნობილია თავისი სიტყვაძუნწობითა და ცრუმორწმუნე ხასიათით. მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ იძლეოდა არანაირ კომენტარს, თუმცა ახლახან მან დაადასტურა რომ ნარმადა ითამაშებს მთავარ როლს რეჟისორ ლავლი სინგჰის ფილმში – "Manchali". მისი პარტნიორი იქნება ცნობილი ინდოელი მოკრივე ვიჯენდერ სინგჰი, თუმცა ფილმი არანაირად არ იქნება დაკავშირებული სპორტულ თემასთან. მაყურებელს უფრო რომანტიკული მელოდრამა ელოდება წინ.
–ჩვენ ისე დიდხანს ველოდით ნარმადას დებიუტს რომ არა გვაქვს შეცდომის უფლება. ჩემთვის საკმარისია დავინახო ჩემი შვილის ბედნიერი სახე კამერის წინ. თუ მეც ვითამაშებ პატარა როლს ამ ფილმში ის ალბათ ორმაგად ბედნიერი იქნება. ჩემთვის ეს საკმარისია,– ამბობს ამაყი მამა.


ჯენელია დე სუზა და ჯონ აბრაჰამი დაქორწინებისაგან ძლივს გადარჩნენ


მომხიბვლელმა ჯენელია დე სუზამ და ჯონ აბრაჰამმა ერთობლივ პროექტის "Force"–ს გადაღებებში რეალიზმი შეიტანეს.ინციდენტი მოხდა გადასაღებ მოედანზე, როცა ფილმის გმირების ქორწინების სცენას იღებდნენ ძველ ტაძარში.
გადამღები ჯგუფის ერთ–ერთი წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, რომ მათ სპეციალური ნებართვა მიიღეს ტაძრის მსახურისაგან, თუმცა მას არასოდეს ენახა ფილმის გადაღება და არ ესმოდა მნიშვნელობა სიტყვებისა: "დავიწყეთ" და "გადაღებულია". დაყენებული იქნა რამდენიმე კამერა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დუბლის გადაღება ყოფილიყო საჭირო.
როცა რეჟისორმა თქვა: "გადაღებულია!", ეკლესიის მსახური არ გაჩერდა და აგრძელებდა ქორწინების რიტუალს. არ გაჩერდა არც მეორე და არც რამდენიმე შენიშვნაზე. მხოლოდ მერეღა გავიაზრეთ, რომ ეკლესიის მასახური მათ მართლა აქორწინებდა და მანტრაც ნამდვილი იყო და ბოლო მომენტებში მოვასწარით ჩარევა.ფილმის პროდიუსერის თქმით, ეს ძალიან სახალისო იყო. ადგილობრივმა ტაძრის მსახურმა ვერაფრით გაიგო, რომ ფილმს ვიღებდით და ბოლომდე მიჰყავდა საქორწინო რიტუალი. როცა ჯონმა და ჯენელიამ გაიგეს რაში იყო საქმე, არანორმალურებივით იცინოდნენ.
მთელ გადამღებ ჯგუფს მოუხდა ჩარეულიყო რომ არ დამთავრებულიყო ცერემონიალი. თუმცა ასევე არ გვინდოდა მისი გაბრაზება და უპატივისცემლობის გამოხატვა. მადლობა ღმერთს ყველაფერმა ჩაიარა და წორწინების სცენაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჯონი და ჯენელია ბედნიერებისაგან ბრწყინავენ. ყველაფერი კი ტაძრის მსახურის დამსახურებაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ფილმი "Force" არის ტამილი ფილმის "Kaakha Kaakha "–ს რიმეიქი (რეჟისორი გაუტამ მენონი).

ბონი კაპური ჰოსპიტალიზირებულია


15 მარტს რეჟისორი ბონი კაპური, (შრიდევის მეუღლე) ჰოსპიტალიზირებული იქნა მუმბაის საავადმყოფოში, მას შემდეგ რაც იგრძნო მწვავე ტკივილები ზურგის არეში. საჭირო იყო გამოკვლევის ჩატარება, რომლის პროცედურაც 20 წუთის მანძილზე მოითხოვდა გაუნძრევლად და გამართულ მდგმარეობაში ყოფნას, რაც ძლიერი ტკივილების გამო მაშინვე შეუძლებელი გახდა, ამიტომაც მას მისცეს ტკივილგამაყუჩებელი რათა შესაძლებელი გამხდარიყო გამოკვლევის ჩატარება. შრიდევი წუთითაც არ მოშორებია მეუღლეს საავადმყოფოში და სპორტულ კოსტიუმში ჩაცმული დაძაბული ღიმილით ცდილობდა თავისი შეშფოთების დაფარვას უამრავ მნახველთაგან. ბონის ძმა, ანილ კაპურიც მათთან ერთად იყო საავადმყოფოში.ისღა დაგვრჩენია სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბონის.

კონკონა სენ შარმა ვაჟის დედა გახდა



16 მარტს, დილით ადრე, ბოლივუდურ წყვილს კონკონა სენ შარმასა და რანვირ შორეის მუმბაის ერთ–ერთ ჰოსპიტალში ვაჟი შეეძინათ. საავადმყოფოში იმ მომენტში იმყოფებოდნენ კონკონას მეუღლე– რანვირი, დედა – აპარნა სენი, რამდენიმე მეგობარი და ოჯახის წევრი. როგორც კი ექიმმა შეატყობინა რომ კონკონა და ბავშვი კარგად არიან ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. როგორც კი დედა–შვილს გამოუშვებენ საავადმყოფოდან წყვილი ტაძარს მოინახულებს.

ამჯერად შაჰიდ კაპურს მოუწევს დაბერება

თუ ახლახან, ამ წლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროექტში "Saat Khoon Maaf" პრიანკა ჩოპრას მოუხდა დაბერება, ამჯერად შაჰიდ კაპური შეეცდება კუნალ კოჰლის ახალ ფილმში შეიცვალოს თავისი ახალგაზრდული გარეგნობა.
მსახიობს ნელ–ნელა უწევს შეცვალოს მოცეკვავე ბიჭის იმიჯი. ის უკვე თამაშობს შედარებით დიდი ასაკის გმირს მამამისის, პანკაჯ კაპურის სადებიუტო ფილმში "Mausam", ხოლო კუნალ კოჰლის ფილმი სცენარის მიხედვით მოითხოვს რომ მან გაიაროს ცხოვრების რამდენიმე ფაზა, სანამ არ მიაღწევს სიბერეს. საქმე ისაა რამდენად მოახერხებს მსახიობი გამოიყურებოდეს დამაჯერებლად ორ სხვადასხვა პროექტში. ახლახან მსახიობი რეჟისორთან ერთად იყო გოაში გადაწყვეტილების მისაღებად თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი გმირი დაბერების პროცესის სხვადასხვა ფაზაში.
სალმან ქჰანი ეკრანზე კოცნის სცენებისაგან თავს იკავებს


შესაძლოა სალმან ქჰანი ცნობილია როგორც მაჩო, მაგრამ როგორც ჩანს, როცა საქმე ეხება ეკრანზე კოცნის სცენებს ის თავს იკავებს ასეთი სცენებისაგან.
სხვა კინოვარსკვლავებისაგან განსხვავებით, რომლებიც მზად არიან შეასრულონ ინტიმური სცენები სალმანი თავს არიდებს ასეთ სცენებს და ეს ალბათ არც გახმაურდებოდა, რომ არა ანეს ბაზმის ახალი ფილმი "Ready".
არცერთ მის პარტნიორ მსახიობ ქალს, არც კატრინას, არც სონაქშის, არც ზარინას "არ გაუმართლათ" ეკოცნათ ბოლივუდის ყველაზე სასურველი მამაკაცისათვის. სალმანი ამბობს, რომ მას არ ხიბლავს ზარინა ქჰანთან თუ სონაქში სინჰასთან კოცნის იდეა.
ახალ პროექტში სალმანს უნდა ეკოცნა სამხრეთელი მსახიობისათვის, ასინისათვის, თუმცა სალმანის ნეგატიური დამოკიდებულების გამო მსგავსი სცენებისადმი ეს სცენები ამოღებული იქნა სცენარიდან.

среда, 16 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ვინ არის ნარგის ფაქრი, მომხიბვლელი გოგონა ფილმიდან "rockstar"?

იმთიაზ ალის (ამ რეჟისორის ფილმებიდან ჩვენთვის ცნობილია "Love Aaj Kal" და "Jab We Met") ახალ ფილმში "rockstar", რომელშიც მთავარ როლს რანბირ კაპური თამაშობს, ვიხილავთ ახალგაზრდა მომხიბვლელ დებიუტანტს ნარგის ფაქრის.
ნარგისი ნახევრად ჩეხი და ნახევრად პაკისტანელი მოდელია ნიუ–იორკიდან.
ინტერნეტ საიტებზე და პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები სათაურებით, "ნარგის ფაქრი – ახალი გოგონა რანბირის ცხოვრებაში".
ასე რომ, კიდევ ერთი საინტერესო ბოლივუდური წყვილი შედგება იმთიაზ ალის ახალ ფილმში, რომელიც კიდევ იმით დააინტერესებს რანბირის ფანებს, რომ მათი კუმირი, რომელიც როკის ვარსკვლავს თამაშობს სრულიად ახალი იმიჯით წარსდგება მათ წინაშე.


მანოჯ ბაჯპაის ქალიშვილი შეეძინა

23 თებერვალს ბოლივუდის მსახიობი მანოჯ ბაჯპაი და მის მეუღლეს შაბანას ქალიშვილი შეემატათ. მანოჯი ძალიან ბედნიერია რადგან მასა და შაბანას დიდი ხანია სურდათ გოგონა. ახალშობილს სახელი ავა ნაილა ბაჯპაი დაარქვეს. (ავა ნაილა ბერძბნული სახელია და ავა – ჩიტს, ხოლო ნაილა – კარგ დასაწყისს ნიშნავს).
ყველამ იცის რომ მანოჯი ძალიან სიტყვაძუნწი ადამიანია. ის არ ლაპარაკობს არასოდეს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ და არ ეკუთვნის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ამ გზით ცდილობს ყურადღების მიქცევას.
ერთ–ერთი მსხვილი საავადმყოფოდან ისინი მალევე გადავიდნენ კერძო სამშობიარო სახლში. მანოჯი მუმბაიში ჩამოვიდა რომ დასწრებოდა ბავშვის დაბადებას, შემდეგ კი ისევ გაემგზავრა ფილმის "Aarakshan"–ს გადაღებებზე. დიპიკას ახალი სამხრეთული ფილმის კლიპში იღებენ

სუპერვარსკვლავ პავან კალიანის ახალ ფილმში "Teenmaar", ბოლივუდელ დიპიკა პადუკონის იღებენ საცეკვაო ნომერში ფილმისათვის. ახლახან დიპიკა გადაიღეს ცეცხლოვან კლიპში ფილმისათვის "Dum Dum Maaro". ამ კლიპმა უკვე შექმნა დიდი ხმაური და ბოლივუდში მოუთმენლად ელიან მის გამოსვლას. ამ შემთხვევაშიც დიპიკას კლიპი კარგი დამატება იქნება ფილმისათვის.
სამხრეთული ფილმები დიპიკასთვის ახალი არ არის და მისი კარიერაც სამხრეთში დაიწყო. თუმცა ფილმი "Teenmaar", არის ბოლივუდური ფილმის "Love aaj kaal" რიმეიქი, სადაც დიპიკამ მთავარი როლი ითამაშა. ამიტომაც მას ძალიან გაუხარდა რომ ამ ფილმის რიმეიქის ნაწილიც გახდა.
ისინ, ვინც ესწრებოდნენ კლიპის გადაღებას ვარაუდობენ რომ სიმღერა წლის სუპერ–ჰიტი გახდება.
ფილმის რეჟისორი ფილმის შესახებ ამბობს, რომ ეს არის ახალგაზრდული, რომანტიკული ისტორია. ფილმი გამოვა სლოგანით "სიყვარულის დღესასწაული" და პავან კალიანისთან ერთად ფილმში ტრიშა კრიშნანი ითამაშებს.

სონაქში სინჰა შესაძლოა სამხრეთულ ფილმში გადაიღონ

ნებისმიერი დამწყები ბოლივუდელი მსახიობის კარიერა ალბათ არ იქნება სრულყოფილი თუ მას არ გადაიღებენ სამხრეთულ ფილმში. ისეთი მსახიობები, როგორებიცაა: აიშვარია რაი, შილპა შეტი, პრიანკა ჩოპრა, კანგანა რანაუტი, ჯენელია დესუზა და კიდევ ბევრი სხვა, თავისი კარიერის დასაწყისში გადაიღეს სამხრეთულ ფილმებში.
ბოლო ხანებში დაიწერა რომ სონაქში სინჰას, რომლის დებიუტიც შედგა ფილმში "Dabangg", გადაიღებენ სამენოვან ფილმში (ჰინდი, ტამილი და ტელუგუ) რომელშიც მთავარ როლს სუპერვარსკვლავი კამალ ჰასანი შეასრულებს.
ცხადია სონაქშისათვის ეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მამამისი, წარსულში მსახიობი და პოლიტიკოსი, შატრუგჰან სინჰა ფრთხილობს სონაქშის სამხრეთულ კინოში გადაღებასთან დაკავშირებით, რადგან სურს რომ ის იყოს დასაქმებული ბოლივუდში.
თუმცა ისეთ ლეგენდასთან ერთად ფილმში გადაღება, როგორიც კამალ ჰასანია – ეს არის ნებისმიერი მსახიობის ოცნების შესრულება, ამიტომაც ცხადია ალბათ სონაქში უარს არ იტყვის ამ წინადადებაზე.

вторник, 8 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

აბჰაი დეოლი დაინიშნა

აბჰაი არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლების ღიად საუბრობენ თავიანთ პირად ცხოვრებაზე, თუმცა ძალიან მალე მას მოუწევს ამის გაკეთება.
გავრცელდა ინფორმაცია რომ აბჰაი დეოლი დაინიშნა თავის მეგობარზე, პრიტი დესაიზე დიდი ბრიტანეთიდან.
ახლო მეგობრები ამბობენ, რომ წყვილმა ბეჭდები გაცვალა ერთ–ერთ კერძო ცერემონიალზე ერთი თვის წინ. მათ ეს ნაბიჯი ხანგრძლივი განსჯის შემდეგ გადადგეს, თუმცა ნიშნობის ბეჭედს არცერთი მათგანი არ ატარებს.
პრიტის დებიუტი ბოლივუდში შედგება ფილმით "Shorr In The City".
პრიტი დესაი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჯუჰუს რაიონში იმავე ბინაში სადაც დეოლი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2009 წელს ერთ–ერთ საღამოზე, რომელიც იმართებოდა აბჰაის ფილმის "Dev D" წარმატების აღსანიშნავად.
პრიტი დესაი არის "მის დიდი ბრიტანეთი–2006" ტიტულის მფლობელი.
მსახიობს ინდოელი წინაპრები ჰყავს.

პრიანკა ჩოპრამ შაჰიდ კაპური გააოცა

გავრცელებული იყო ჭორი, რომ პრიანკა ჩოპრამ და შაჰიდ კაპურმა იჩხუბეს.
ამ ჭორის მიზეზი კი იყო ის ფაქტი რომ პრიანკა არ იყო შაჰიდის დაბადების დღეზე და როგორც ცნობილი გახდა ის ლედი გაგას კონცერტზე გაემგზავრა აშშ–ში.
თუმცა, მიუხედავად ამისა პრიანკა მაინც შეეცადა შაჰიდის გაოცებას და გამგზავრებამდე ჯუჰუს ერთ–ერთ მაღაზიაში მან თეთრი შლემი შეუკვეთა, იმ პირობით რომ საჩუქარი შაჰიდისათვის იქ უნდა მიეტანათ, სადაც დღეობა იქნებოდა. მაღაზიის თანამშრომლებმაც ინსტრუქციის თანახმად შუაღამისას მივიდნენ იქ, სადაც შაჰიდი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა იუბილეს და შეფუთული საჩუქარი გადასცეს.
შაჰიდს როგორც ცნობილია ძალიან უყვარს მოტოციკლი, ამიტომაც ის გახარებულიცა და გაკვირვებულიც დარჩა მეგობრის ჟესტით.

შრიდევი ბოლივუდში დაბრუნებას აპირებს

ბოლივუდის დედოფალი, რომელიც ამჟამად ორი შვილის დედაა, მზადაა დაბრუნდეს კინოში, თუმცა როგორც ვარაუდობდნენ მისი დაბრუნება არ შედგება ბონი კაპურის (მისი მეუღლე) ფილმით. ის მთავარ როლს ითამაშებს ბალკის ახალ პროექტში. ეს რეჟისორი ჩვენი მაყურებლისათვის კარგადაა ცნობილი ფილმით "Paa".
ახალ ფილმში შრიდევი თამაშობს ქალს, რომელმაც არ იცის ინგლისური, თუმცა ცოლად მიჰყვება ძალიან ცნობილ ადამიანს. ისტორია ვითარდება სწორედ ამ ქორწინების ირგვლივ და ნაჩვენებია თუ როგორ დაიძლევა პრობლემები.
რეჟისორთან ერთად ფილმზე მისი მეუღლე, გაურიც მუშაობს და ისინი მზად არიან გადაღებების დასაწყებად. შრიდევის ძალიან მოეწონა მათი წინადადება თუმცა ამას საიდუმლოდ ინახავდა.
როგორც მასთან დაახლოებული პირი გვამცნობს, ამჟანად მსახიობი ძალიან გახარებულია და ფილმის გადაღებებისათვის ემზადება. შრიდევი თავის გარეგნობაზე მუშაობს. სატრენაჟორო დარბაზებისა და დიეტოლოგების რეგულარული რჩევის მეშვეობით ის ცდილობს ჩადგეს ფორმაში.
როგორც ცნობილია, სამი წლის წინ ბონი კაპურმა მას არ დართო ნება გადაეღო იაშ ჩოპრას ფილმში ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად იმ მიზეზით, რომ მას სურს შრიდევის დაბრუნება ეკრანზე შედგეს მისი ფილმით.
თუმცა რატომღაც ასე არ მოხდა.

იშა კოპიკარი თავისი ფილმის გამოსვლას ელოდება

კიდევ ერთი მსახიობი ბრუნდება ეკრანებზე, თუმცა როგორც თავად ამბობს ის არც წასულა კინოდან. ამჟამად იშა მოუთმენლად ელოდება თავისი ახალი ფილმის "Shabri"–ს გამოსვლას.
ალბათ წარსულს ჩაბარდა ის დრო როცა მსახიობები გათხოვების შემდეგ მიდიოდნენ კინოდან. ამის ნათელი მაგალითია აიშვარია რაიც, რომელიც გათხოვების შემდეგ აქტიურად აგრძელებს ფილმებში გადაღებას.
იშა კოპიკარი ორი წლის წინ გათხოვდა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა რომ გათხოვების შემდეგ არ მოუწერია ხელი არცერთ კონტრაქტზე, ეს არ ნიშნავს რომ კინოდან წავიდა.
–ეს მართალია. მე ამ დროის მანძილზე არ მომიწერია ხელი კონტრაქტისათვის. მინდოდა დამესვენა და დავმტკბარიყავი ოჯახური ცხოვრებით. გარდა ამისა მე ხომ მხოლოდ კინოში არ ვმუშაობ– განაცხადა მსახიობმა და მოჰყვა თავისი სამომავლო გეგმების შესახებ.
მან როგორც იქნა დაასრულა გადაღებები ფილმისა "Shabri" და ელოდება მის ეკრანებზე გამოსვლას.

რანბირ კაპურმა 2000–დე გოგონას მისცა ავტოგრაფი

იმთიაზ ალის ფილმში "Rockstar", რანბირის გმირი როკ–ვარსკვლავი ხდება. როდესაც ამ ფილმის გადაღებები მიდიოდა მუმბაიში საჭირო იყო სცენა, სადაც მსახიობი გაივლიდა მეძავთა ქუჩაზე და დაახლოებით 250–დე გოგონა უმღერებდა ან დაიძახებდა მის სახელს "ჯორდან" (ასე ჰქვია მას ფილმში).
მაგრამ გავრცელდა თუ არა ხმა, რომ რანბირს იღებენ ამ რაიონში თავი მოიყარა 2000–დე გოგონამ და ისინი მთელი ხმით ჰყვიროდნენ: რანბირ! რანბირ!
გადაღებების გაგრძელება შეუძლებელი გახდა და როგორც იქ მყოფნი ჰყვებიან, რანბირმა მიმართა გოგონებს და უთხრა, რომ თითოეულ მათგანს მისცემდა თავის ავტოგრაფს თუ ისინი "რანბირი"–ს ნაცვლად დაიყვირებდნენ "ჯორდან"–ს.
რათქმაუნდა გახარებულმა გოგონებმა შეასრულეს მსახიობის თხოვნა, ხოლო მსახიობმა თავისი მხრივ შეასრულა დანაპირები, გადაღებების დასრულების შემდეგ დაჯდა და სათითაოდ ყველა მათგანს მისცა ავტოგრაფი.

სიახლეები ბოლივუდიდან

ამიტაბჰ ბაჩანს მომდევნო ცხოვრებაში ჟურნალისტობა სურს

თავის ახალ ფილმთან «Aarakshan» დაკავშირებით ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი, ამიტაბჰ ბაჩანი ჟურნალისტებს შეხვდა და როგორც პრესაში აღნიშნავენ მან საუბრისას თქვა, რომ სურს იყოს ჟურნალისტი მომდევნო ცხოვრებაში, რამდენადაც ამ ცხოვრებაში ეს შეუძლებელია.
პრესკონფერენციაზე მან ასევე გადასცა თავისი სურვილი ინდოეთის კრიკეტის
გუნდს, მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი.
პრესკონფერენციაზე ასევე ესწრებოდნენ რეჟისორი პრაკაშ ჯჰა და დ
იპიკა პადუკონი.
როდესაც მას ჰკითხეს მისი როლის შესახებ ფილმში "Aarakshan", ბაჩანმა უპასუხა, რომ ის უბრალოდ აკეთებს იმას რაც რეჟისორს სურს.
ბაჩანის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან მის ახალ ფილმს, რომელიც ფოტომასალით თუ ვიმსჯელებთ საინტერესო უნდა იყოს.
წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს.

პოლიციამ შაჰიდ კაპურის "დღეობა" შეაჩერა

ბოლივუდის ვარსკვლავის, შაჰიდ კაპურის 30–ე დაბადების დღის აღნიშვნა ბარში შეწყვეტილი იქნა პოლიციის მიერ ღამის 01.30 წუთზე და დაჯარიმებული იქნა ბარის მენეჯერი შექმნილი ხმაურისა და ბარის გვიანი ღამის საათებ
ში გაღების აკრძალვის დარღვევის გამო.
ადგილობრივი მოსახლეობისგან მუსიკის ხმამაღლა ჩართვასთან დაკავშირებით საჩივრის მიღების შემდეგ პოლიციელები მივიდნენ ბარში და შაჩერეს მუსიკა და ცხადია დღეობაც.
ახლობლები და მეგობრები კინოინდუსტრიიდან იყვნენ შაჰ
იდის დაბადების დღეზე და რაც ყველასათვის თვალშისაცემი გახდა იყო ის, რომ პრიანკა ჩოპრა არ იყო მათ შორის. მათ ერთად ითამაშეს ერთ ფილმში და მათ სახელებს ერთმანეთს უკავშირებენ კარგა ხანია.
როგორც ცნობილი გახდა პრიანკა საზღვარგ
არეთ იმყოფებოდა ფილმის გადაღებების გამო.
შაჰრუჰის შოუ რეიტინგით ყველაზე დაბალი აღმოჩნდა

ბოლივუდის მეფის, შაჰრუჰ ქჰანის ახალი შოუს რეიტინგი მაყურებელთა შორის სტაბილურად ეცემა. მას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს იმ შოუებს შორის, რომლებიც ოდესმე ჰქონიათ ბოლივუდის ვარსკვლავებს.
შოუ Zor Ka Jhatka გადის იმავე არხზე, რომელზეც რაქჰი სავანტის შოუ "Rakhi Ka Insaaf ". თუმცა რაქჰის შოუ გაცილებით მეტ მაყურებელს იზიდავს, ვიდრე შაჰრუჰის გამოჩენა ტელეეკრანზე.
რაქჰიც ჩვეულ სტილში არ იშურებს სიტყვებს თავისი პოპულარობის შესაფასებლად.
შაჰრუჰის შოუს რეიტინგი თავიდან იყო 2.6, შემდგომ კი 1.4 –დე დაეცა, ხოლო გადაცემას "Rakhi Ka Insaaf ", თავიდან ჰქონდა რეიტინგი 4.12 და დღემდე ინარჩუნებს საშუალო მაჩვენებელს – 3.04.
მას შემდეგ რაც 1 თებერვალს შოუ "Zor Ka Jhatka" გავიდა ეკრანებზე, იყო მსჯელობა შაჰრუჰის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ დათანხმდა ის წაეყვანა ეს შოუ?
როგორც ცნობილი გახდა მას გადაუხადეს 20 მლნ რუპია ამ შოუსათვის. ეს კი დიდი შემოსავალია რამდენიმე დღის სამუშაოს სანაცვლოდ. მას ძალიან დიდი თანხები სჭირდება მისი ძვირადღირებული პროექტის, სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმისათვის " Ra.One".
ის შოუს გადაღებებზე არ გასულა ქალაქიდან, მისი ეპიზოდები გადაღებული იქნა იაშ რაჯ ფილმზის სტუდიაში.



ანუშკა შარმა: რომანტიული პაემანი ჩემთვის ჯერ არა!

მსახიობი ანუშკა შარმა ჟურნალში "Filmfare" გულახდილად საუბრობს სიყვარულზე, რომანებზე და რათქმაუნდა რანვირ სინგჰზეც (მისი პარტნიორი ბოლო ფილმში).
ის ნათლა
დ ამბობს, რომ რომანტიკული პაემნები მის სტილში არაა.
მსახიობმა აღიარა რომ მას მოსწონს მამაკაცები რომლებსაც სასიამოვნო სურნელი აქვთ. არ მოსწონს მამაკაცი რომელიც არ არის მაღალი.
მსახიობი რომლის სტილსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სექსუალურიცა და მიმზიდველიც, მსახიობი რომელსაც გააჩნია გამორჩეული ინდივიდუალურობა აღიარებს, რომ ამჟამად ის ეგოისტურად იქცევა და სურს მეტს მიაღწიოს კარიერაში. მას არ შეუძლია ურთიერთობებით დაკავდეს.
ანუშკა შარმა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მას წინ დიდი დრო აქვს სასიყვარულო ურთიერთობებისათვის.
მსახიობს ჰკითხეს ასევე რანვირ სინგჰის შესახებ, რომელთან ერთადაც მან ბოლო ფილმში ითამაშა (რანვირ სინგჰთან ინტერვიუ ასევე დევს საიტზე). ანუშკამ განაცხადა რომ ძალიან ბრაზობს როცა მას ერთიდაიგივე კითხვებს ისევ და ისევ უსვამენ.
მისი განცხადებით რანვირი მისი მეგობარია ბოლივუდიდან.


სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails