ამიტაბჰ ბაჩანს მომდევნო ცხოვრებაში ჟურნალისტობა სურს
თავის ახალ ფილმთან «Aarakshan» დაკავშირებით ბოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი, ამიტაბჰ ბაჩანი ჟურნალისტებს შეხვდა და როგორც პრესაში აღნიშნავენ მან საუბრისას თქვა, რომ სურს იყოს ჟურნალისტი მომდევნო ცხოვრებაში, რამდენადაც ამ ცხოვრებაში ეს შეუძლებელია.
პრესკონფერენციაზე მან ასევე გადასცა თავისი სურვილი ინდოეთის კრიკეტის გუნდს, მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი.
პრესკონფერენციაზე ასევე ესწრებოდნენ რეჟისორი პრაკაშ ჯჰა და დიპიკა პადუკონი.
როდესაც მას ჰკითხეს მისი როლის შესახებ ფილმში "Aarakshan", ბაჩანმა უპასუხა, რომ ის უბრალოდ აკეთებს იმას რაც რეჟისორს სურს.
ბაჩანის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან მის ახალ ფილმს, რომელიც ფოტომასალით თუ ვიმსჯელებთ საინტერესო უნდა იყოს.
წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს.
ბოლივუდის ვარსკვლავის, შაჰიდ კაპურის 30–ე დაბადების დღის აღნიშვნა ბარში შეწყვეტილი იქნა პოლიციის მიერ ღამის 01.30 წუთზე და დაჯარიმებული იქნა ბარის მენეჯერი შექმნილი ხმაურისა და ბარის გვიანი ღამის საათებში გაღების აკრძალვის დარღვევის გამო.
ადგილობრივი მოსახლეობისგან მუსიკის ხმამაღლა ჩართვასთან დაკავშირებით საჩივრის მიღების შემდეგ პოლიციელები მივიდნენ ბარში და შაჩერეს მუსიკა და ცხადია დღეობაც.
ახლობლები და მეგობრები კინოინდუსტრიიდან იყვნენ შაჰიდის დაბადების დღეზე და რაც ყველასათვის თვალშისაცემი გახდა იყო ის, რომ პრიანკა ჩოპრა არ იყო მათ შორის. მათ ერთად ითამაშეს ერთ ფილმში და მათ სახელებს ერთმანეთს უკავშირებენ კარგა ხანია.
როგორც ცნობილი გახდა პრიანკა საზღვარგარეთ იმყოფებოდა ფილმის გადაღებების გამო.
შაჰრუჰის შოუ რეიტინგით ყველაზე დაბალი აღმოჩნდა
შოუ Zor Ka Jhatka გადის იმავე არხზე, რომელზეც რაქჰი სავანტის შოუ "Rakhi Ka Insaaf ". თუმცა რაქჰის შოუ გაცილებით მეტ მაყურებელს იზიდავს, ვიდრე შაჰრუჰის გამოჩენა ტელეეკრანზე.რაქჰიც ჩვეულ სტილში არ იშურებს სიტყვებს თავისი პოპულარობის შესაფასებლად.
შაჰრუჰის შოუს რეიტინგი თავიდან იყო 2.6, შემდგომ კი 1.4 –დე დაეცა, ხოლო გადაცემას "Rakhi Ka Insaaf ", თავიდან ჰქონდა რეიტინგი 4.12 და დღემდე ინარჩუნებს საშუალო მაჩვენებელს – 3.04.
მას შემდეგ რაც 1 თებერვალს შოუ "Zor Ka Jhatka" გავიდა ეკრანებზე, იყო მსჯელობა შაჰრუჰის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ დათანხმდა ის წაეყვანა ეს შოუ?
როგორც ცნობილი გახდა მას გადაუხადეს 20 მლნ რუპია ამ შოუსათვის. ეს კი დიდი შემოსავალია რამდენიმე დღის სამუშაოს სანაცვლოდ. მას ძალიან დიდი თანხები სჭირდება მისი ძვირადღირებული პროექტის, სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმისათვის " Ra.One".
ის შოუს გადაღებებზე არ გასულა ქალაქიდან, მისი ეპიზოდები გადაღებული იქნა იაშ რაჯ ფილმზის სტუდიაში.
ანუშკა შარმა: რომანტიული პაემანი ჩემთვის ჯერ არა!
მსახიობმა აღიარა რომ მას მოსწონს მამაკაცები რომლებსაც სასიამოვნო სურნელი აქვთ. არ მოსწონს მამაკაცი რომელიც არ არის მაღალი.მსახიობი რომლის სტილსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სექსუალურიცა და მიმზიდველიც, მსახიობი რომელსაც გააჩნია გამორჩეული ინდივიდუალურობა აღიარებს, რომ ამჟამად ის ეგოისტურად იქცევა და სურს მეტს მიაღწიოს კარიერაში. მას არ შეუძლია ურთიერთობებით დაკავდეს.
ანუშკა შარმა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მას წინ დიდი დრო აქვს სასიყვარულო ურთიერთობებისათვის.
მსახიობს ჰკითხეს ასევე რანვირ სინგჰის შესახებ, რომელთან ერთადაც მან ბოლო ფილმში ითამაშა (რანვირ სინგჰთან ინტერვიუ ასევე დევს საიტზე). ანუშკამ განაცხადა რომ ძალიან ბრაზობს როცა მას ერთიდაიგივე კითხვებს ისევ და ისევ უსვამენ.
მისი განცხადებით რანვირი მისი მეგობარია ბოლივუდიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий