ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 8 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

აბჰაი დეოლი დაინიშნა

აბჰაი არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლების ღიად საუბრობენ თავიანთ პირად ცხოვრებაზე, თუმცა ძალიან მალე მას მოუწევს ამის გაკეთება.
გავრცელდა ინფორმაცია რომ აბჰაი დეოლი დაინიშნა თავის მეგობარზე, პრიტი დესაიზე დიდი ბრიტანეთიდან.
ახლო მეგობრები ამბობენ, რომ წყვილმა ბეჭდები გაცვალა ერთ–ერთ კერძო ცერემონიალზე ერთი თვის წინ. მათ ეს ნაბიჯი ხანგრძლივი განსჯის შემდეგ გადადგეს, თუმცა ნიშნობის ბეჭედს არცერთი მათგანი არ ატარებს.
პრიტის დებიუტი ბოლივუდში შედგება ფილმით "Shorr In The City".
პრიტი დესაი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჯუჰუს რაიონში იმავე ბინაში სადაც დეოლი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2009 წელს ერთ–ერთ საღამოზე, რომელიც იმართებოდა აბჰაის ფილმის "Dev D" წარმატების აღსანიშნავად.
პრიტი დესაი არის "მის დიდი ბრიტანეთი–2006" ტიტულის მფლობელი.
მსახიობს ინდოელი წინაპრები ჰყავს.

პრიანკა ჩოპრამ შაჰიდ კაპური გააოცა

გავრცელებული იყო ჭორი, რომ პრიანკა ჩოპრამ და შაჰიდ კაპურმა იჩხუბეს.
ამ ჭორის მიზეზი კი იყო ის ფაქტი რომ პრიანკა არ იყო შაჰიდის დაბადების დღეზე და როგორც ცნობილი გახდა ის ლედი გაგას კონცერტზე გაემგზავრა აშშ–ში.
თუმცა, მიუხედავად ამისა პრიანკა მაინც შეეცადა შაჰიდის გაოცებას და გამგზავრებამდე ჯუჰუს ერთ–ერთ მაღაზიაში მან თეთრი შლემი შეუკვეთა, იმ პირობით რომ საჩუქარი შაჰიდისათვის იქ უნდა მიეტანათ, სადაც დღეობა იქნებოდა. მაღაზიის თანამშრომლებმაც ინსტრუქციის თანახმად შუაღამისას მივიდნენ იქ, სადაც შაჰიდი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა იუბილეს და შეფუთული საჩუქარი გადასცეს.
შაჰიდს როგორც ცნობილია ძალიან უყვარს მოტოციკლი, ამიტომაც ის გახარებულიცა და გაკვირვებულიც დარჩა მეგობრის ჟესტით.

შრიდევი ბოლივუდში დაბრუნებას აპირებს

ბოლივუდის დედოფალი, რომელიც ამჟამად ორი შვილის დედაა, მზადაა დაბრუნდეს კინოში, თუმცა როგორც ვარაუდობდნენ მისი დაბრუნება არ შედგება ბონი კაპურის (მისი მეუღლე) ფილმით. ის მთავარ როლს ითამაშებს ბალკის ახალ პროექტში. ეს რეჟისორი ჩვენი მაყურებლისათვის კარგადაა ცნობილი ფილმით "Paa".
ახალ ფილმში შრიდევი თამაშობს ქალს, რომელმაც არ იცის ინგლისური, თუმცა ცოლად მიჰყვება ძალიან ცნობილ ადამიანს. ისტორია ვითარდება სწორედ ამ ქორწინების ირგვლივ და ნაჩვენებია თუ როგორ დაიძლევა პრობლემები.
რეჟისორთან ერთად ფილმზე მისი მეუღლე, გაურიც მუშაობს და ისინი მზად არიან გადაღებების დასაწყებად. შრიდევის ძალიან მოეწონა მათი წინადადება თუმცა ამას საიდუმლოდ ინახავდა.
როგორც მასთან დაახლოებული პირი გვამცნობს, ამჟანად მსახიობი ძალიან გახარებულია და ფილმის გადაღებებისათვის ემზადება. შრიდევი თავის გარეგნობაზე მუშაობს. სატრენაჟორო დარბაზებისა და დიეტოლოგების რეგულარული რჩევის მეშვეობით ის ცდილობს ჩადგეს ფორმაში.
როგორც ცნობილია, სამი წლის წინ ბონი კაპურმა მას არ დართო ნება გადაეღო იაშ ჩოპრას ფილმში ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად იმ მიზეზით, რომ მას სურს შრიდევის დაბრუნება ეკრანზე შედგეს მისი ფილმით.
თუმცა რატომღაც ასე არ მოხდა.

იშა კოპიკარი თავისი ფილმის გამოსვლას ელოდება

კიდევ ერთი მსახიობი ბრუნდება ეკრანებზე, თუმცა როგორც თავად ამბობს ის არც წასულა კინოდან. ამჟამად იშა მოუთმენლად ელოდება თავისი ახალი ფილმის "Shabri"–ს გამოსვლას.
ალბათ წარსულს ჩაბარდა ის დრო როცა მსახიობები გათხოვების შემდეგ მიდიოდნენ კინოდან. ამის ნათელი მაგალითია აიშვარია რაიც, რომელიც გათხოვების შემდეგ აქტიურად აგრძელებს ფილმებში გადაღებას.
იშა კოპიკარი ორი წლის წინ გათხოვდა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა რომ გათხოვების შემდეგ არ მოუწერია ხელი არცერთ კონტრაქტზე, ეს არ ნიშნავს რომ კინოდან წავიდა.
–ეს მართალია. მე ამ დროის მანძილზე არ მომიწერია ხელი კონტრაქტისათვის. მინდოდა დამესვენა და დავმტკბარიყავი ოჯახური ცხოვრებით. გარდა ამისა მე ხომ მხოლოდ კინოში არ ვმუშაობ– განაცხადა მსახიობმა და მოჰყვა თავისი სამომავლო გეგმების შესახებ.
მან როგორც იქნა დაასრულა გადაღებები ფილმისა "Shabri" და ელოდება მის ეკრანებზე გამოსვლას.

რანბირ კაპურმა 2000–დე გოგონას მისცა ავტოგრაფი

იმთიაზ ალის ფილმში "Rockstar", რანბირის გმირი როკ–ვარსკვლავი ხდება. როდესაც ამ ფილმის გადაღებები მიდიოდა მუმბაიში საჭირო იყო სცენა, სადაც მსახიობი გაივლიდა მეძავთა ქუჩაზე და დაახლოებით 250–დე გოგონა უმღერებდა ან დაიძახებდა მის სახელს "ჯორდან" (ასე ჰქვია მას ფილმში).
მაგრამ გავრცელდა თუ არა ხმა, რომ რანბირს იღებენ ამ რაიონში თავი მოიყარა 2000–დე გოგონამ და ისინი მთელი ხმით ჰყვიროდნენ: რანბირ! რანბირ!
გადაღებების გაგრძელება შეუძლებელი გახდა და როგორც იქ მყოფნი ჰყვებიან, რანბირმა მიმართა გოგონებს და უთხრა, რომ თითოეულ მათგანს მისცემდა თავის ავტოგრაფს თუ ისინი "რანბირი"–ს ნაცვლად დაიყვირებდნენ "ჯორდან"–ს.
რათქმაუნდა გახარებულმა გოგონებმა შეასრულეს მსახიობის თხოვნა, ხოლო მსახიობმა თავისი მხრივ შეასრულა დანაპირები, გადაღებების დასრულების შემდეგ დაჯდა და სათითაოდ ყველა მათგანს მისცა ავტოგრაფი.

1 комментарий:

nini комментирует...

namdvilad mainteresebs shridevis kinoshi dabruneba da minda avgnishni, rom igi amjamad shesanishnavad gamoiyureba.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails