ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 23 марта 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

მალე ნარმადა აჰუჯას დებიუტი შედგება

მიუხედავად მთელი რიგი უშედეგო მცდელობებისა, გოვინდას ქალიშვილი – ნარმადა ბოლოსდაბოლოს ემზადება კინოში დებიუტისათვის. მისი ეკრანზე გამოჩენა არ იქნება სიახლე, რადგან ბოლო სამი წლის მანძილზე გოვინდა რაც შეეძლო ცდილობდა ბიძგი მიეცა ქალიშვილის ეკრანზე დებიუტისათვის.2007 წელს სალმან ქჰანის სტუმრის სტატუსით, IIFA–ს დაჯილდოებაზე გამოჩენის შემდეგ, ყველას ეგონა რომ სალმანი, როგორც მათი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი აიყვანდა მას როლზე რომელიმე ფილმში. თუმცა ნარმადას, სონაქში სინჰასაგან განსხვავებით არ გაუმართლა.
გოვინდა ცნობილია თავისი სიტყვაძუნწობითა და ცრუმორწმუნე ხასიათით. მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ იძლეოდა არანაირ კომენტარს, თუმცა ახლახან მან დაადასტურა რომ ნარმადა ითამაშებს მთავარ როლს რეჟისორ ლავლი სინგჰის ფილმში – "Manchali". მისი პარტნიორი იქნება ცნობილი ინდოელი მოკრივე ვიჯენდერ სინგჰი, თუმცა ფილმი არანაირად არ იქნება დაკავშირებული სპორტულ თემასთან. მაყურებელს უფრო რომანტიკული მელოდრამა ელოდება წინ.
–ჩვენ ისე დიდხანს ველოდით ნარმადას დებიუტს რომ არა გვაქვს შეცდომის უფლება. ჩემთვის საკმარისია დავინახო ჩემი შვილის ბედნიერი სახე კამერის წინ. თუ მეც ვითამაშებ პატარა როლს ამ ფილმში ის ალბათ ორმაგად ბედნიერი იქნება. ჩემთვის ეს საკმარისია,– ამბობს ამაყი მამა.


ჯენელია დე სუზა და ჯონ აბრაჰამი დაქორწინებისაგან ძლივს გადარჩნენ


მომხიბვლელმა ჯენელია დე სუზამ და ჯონ აბრაჰამმა ერთობლივ პროექტის "Force"–ს გადაღებებში რეალიზმი შეიტანეს.ინციდენტი მოხდა გადასაღებ მოედანზე, როცა ფილმის გმირების ქორწინების სცენას იღებდნენ ძველ ტაძარში.
გადამღები ჯგუფის ერთ–ერთი წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, რომ მათ სპეციალური ნებართვა მიიღეს ტაძრის მსახურისაგან, თუმცა მას არასოდეს ენახა ფილმის გადაღება და არ ესმოდა მნიშვნელობა სიტყვებისა: "დავიწყეთ" და "გადაღებულია". დაყენებული იქნა რამდენიმე კამერა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დუბლის გადაღება ყოფილიყო საჭირო.
როცა რეჟისორმა თქვა: "გადაღებულია!", ეკლესიის მსახური არ გაჩერდა და აგრძელებდა ქორწინების რიტუალს. არ გაჩერდა არც მეორე და არც რამდენიმე შენიშვნაზე. მხოლოდ მერეღა გავიაზრეთ, რომ ეკლესიის მასახური მათ მართლა აქორწინებდა და მანტრაც ნამდვილი იყო და ბოლო მომენტებში მოვასწარით ჩარევა.ფილმის პროდიუსერის თქმით, ეს ძალიან სახალისო იყო. ადგილობრივმა ტაძრის მსახურმა ვერაფრით გაიგო, რომ ფილმს ვიღებდით და ბოლომდე მიჰყავდა საქორწინო რიტუალი. როცა ჯონმა და ჯენელიამ გაიგეს რაში იყო საქმე, არანორმალურებივით იცინოდნენ.
მთელ გადამღებ ჯგუფს მოუხდა ჩარეულიყო რომ არ დამთავრებულიყო ცერემონიალი. თუმცა ასევე არ გვინდოდა მისი გაბრაზება და უპატივისცემლობის გამოხატვა. მადლობა ღმერთს ყველაფერმა ჩაიარა და წორწინების სცენაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჯონი და ჯენელია ბედნიერებისაგან ბრწყინავენ. ყველაფერი კი ტაძრის მსახურის დამსახურებაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ფილმი "Force" არის ტამილი ფილმის "Kaakha Kaakha "–ს რიმეიქი (რეჟისორი გაუტამ მენონი).

ბონი კაპური ჰოსპიტალიზირებულია


15 მარტს რეჟისორი ბონი კაპური, (შრიდევის მეუღლე) ჰოსპიტალიზირებული იქნა მუმბაის საავადმყოფოში, მას შემდეგ რაც იგრძნო მწვავე ტკივილები ზურგის არეში. საჭირო იყო გამოკვლევის ჩატარება, რომლის პროცედურაც 20 წუთის მანძილზე მოითხოვდა გაუნძრევლად და გამართულ მდგმარეობაში ყოფნას, რაც ძლიერი ტკივილების გამო მაშინვე შეუძლებელი გახდა, ამიტომაც მას მისცეს ტკივილგამაყუჩებელი რათა შესაძლებელი გამხდარიყო გამოკვლევის ჩატარება. შრიდევი წუთითაც არ მოშორებია მეუღლეს საავადმყოფოში და სპორტულ კოსტიუმში ჩაცმული დაძაბული ღიმილით ცდილობდა თავისი შეშფოთების დაფარვას უამრავ მნახველთაგან. ბონის ძმა, ანილ კაპურიც მათთან ერთად იყო საავადმყოფოში.ისღა დაგვრჩენია სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბონის.

კონკონა სენ შარმა ვაჟის დედა გახდა



16 მარტს, დილით ადრე, ბოლივუდურ წყვილს კონკონა სენ შარმასა და რანვირ შორეის მუმბაის ერთ–ერთ ჰოსპიტალში ვაჟი შეეძინათ. საავადმყოფოში იმ მომენტში იმყოფებოდნენ კონკონას მეუღლე– რანვირი, დედა – აპარნა სენი, რამდენიმე მეგობარი და ოჯახის წევრი. როგორც კი ექიმმა შეატყობინა რომ კონკონა და ბავშვი კარგად არიან ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. როგორც კი დედა–შვილს გამოუშვებენ საავადმყოფოდან წყვილი ტაძარს მოინახულებს.

ამჯერად შაჰიდ კაპურს მოუწევს დაბერება

თუ ახლახან, ამ წლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროექტში "Saat Khoon Maaf" პრიანკა ჩოპრას მოუხდა დაბერება, ამჯერად შაჰიდ კაპური შეეცდება კუნალ კოჰლის ახალ ფილმში შეიცვალოს თავისი ახალგაზრდული გარეგნობა.
მსახიობს ნელ–ნელა უწევს შეცვალოს მოცეკვავე ბიჭის იმიჯი. ის უკვე თამაშობს შედარებით დიდი ასაკის გმირს მამამისის, პანკაჯ კაპურის სადებიუტო ფილმში "Mausam", ხოლო კუნალ კოჰლის ფილმი სცენარის მიხედვით მოითხოვს რომ მან გაიაროს ცხოვრების რამდენიმე ფაზა, სანამ არ მიაღწევს სიბერეს. საქმე ისაა რამდენად მოახერხებს მსახიობი გამოიყურებოდეს დამაჯერებლად ორ სხვადასხვა პროექტში. ახლახან მსახიობი რეჟისორთან ერთად იყო გოაში გადაწყვეტილების მისაღებად თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი გმირი დაბერების პროცესის სხვადასხვა ფაზაში.
სალმან ქჰანი ეკრანზე კოცნის სცენებისაგან თავს იკავებს


შესაძლოა სალმან ქჰანი ცნობილია როგორც მაჩო, მაგრამ როგორც ჩანს, როცა საქმე ეხება ეკრანზე კოცნის სცენებს ის თავს იკავებს ასეთი სცენებისაგან.
სხვა კინოვარსკვლავებისაგან განსხვავებით, რომლებიც მზად არიან შეასრულონ ინტიმური სცენები სალმანი თავს არიდებს ასეთ სცენებს და ეს ალბათ არც გახმაურდებოდა, რომ არა ანეს ბაზმის ახალი ფილმი "Ready".
არცერთ მის პარტნიორ მსახიობ ქალს, არც კატრინას, არც სონაქშის, არც ზარინას "არ გაუმართლათ" ეკოცნათ ბოლივუდის ყველაზე სასურველი მამაკაცისათვის. სალმანი ამბობს, რომ მას არ ხიბლავს ზარინა ქჰანთან თუ სონაქში სინჰასთან კოცნის იდეა.
ახალ პროექტში სალმანს უნდა ეკოცნა სამხრეთელი მსახიობისათვის, ასინისათვის, თუმცა სალმანის ნეგატიური დამოკიდებულების გამო მსგავსი სცენებისადმი ეს სცენები ამოღებული იქნა სცენარიდან.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails