ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 9 июля 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

iifa - ს დაჯილდოების მე–12–ე ცერემონიალის შედეგები
(თხოვნით)


ტორონტოში ინდოეთის საერთაშორისო კინოაკადემიის დაჯილდოების მე-12-ე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ეს ცერემონიალი საზღვარგარეთ ინდური კინოს პოპულარიზაციისათვისაა გამიზნული, ამიტომაც ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
წელს დაახლოებით 22 ათას ადამიანზე მეტი დაესწრო და ბილეთების ფასმა გადამყიდველებთან 1500 დოლარს მიაღწია.
თავიანთი ინდოელი კოლეგების მხარდასაჭერად ჰოლივუდიდან ჩამოვიდნენ ცნობილი მსახიობები ჰილარი სუონკი და სხვ. მათ ანილ კაპურთან ერთად გადასცეს პრიზები, მათ შორის რეჟისორ კარან ჯოჰარს და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელს შაჰრუჰ კჰანს, ფილმისათვის "ჩემი სახელია კჰანი".
- ჰოლივუდმა და ინდურმა კინომ უნდა დაახლოვოს ადამიანები მთელ მსოფლიოში აღმსარებლობის მიუხედავად, - თქვა სუონკმა.
ჰოლივუდელმა მსახიობებმა სურვილიც გამოთქვეს ინდურ ფილმში გადაღებაზე.

-ეს კარგია, რომ ინდური კინოინდუსტრია აქტიურად ეწევა სხვადასხვა ქვეყნებში თავისი ფილმების პოპულარიზაციას. მე სიამოვნებით ვიქნებოდი ბოლივუდური კინოს ნაწილი, - თქვა გუდინგმა და რამდენიმე ცეკვის მოძრაობაც აჩვენა.
ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა ფილმი "Dabang", რომელმაც 6 ნომინაციაში აიღო პრიზი: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო დებიუტანტი, საუკეთესო უარყოფითი როლის შემსრულებელი, საუკეთესო კომპოზიტორი, საუკეთესო კადრგარეთ მომღერლები.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი ერგო ანუშკა შარმას, ფილმისათვის - "Band Baaja Baaraat".
არჯუნ რამპალმა აიღო პრიზი როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა პოლიტიკური ფილმისათვის "Raajneeti", ხოლო მეორეხარისხოვანი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზი აიღო პრაჩი დესაიმ ფილმისათვის "Once Upon a Time in Mumbai".
კანგანა რანაუტი მსახიობებთან არშად ვარსისთან, ჯავედ ჯეფრისთან და აშიშ ჩოუდრისთან ერთად წარმოადგენდნენ მსოფლიო პრემიერას კომედიური ფილმისა "Double Dhamaal".
ჯილდო დამსახურებისათვის გადაეცა დჰარმენდრას, დეოლების დინასტიის პატრიარქს. მსახიობმა მიიღო სპეციალური პრემია 55 წლიანი კარიერის განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის. მისი შვილები სანი და ბობი გამოვიდნენ მასთან ერთად სცენაზე სიმღერის ფონზე მათი ახალი ფილმიდან - "Yamla, Pagla, Deewane".

ანალოგიური ჯილდო ქალის ნომინაციაში მიიღო შარმილა თაგორმა, რომლის დებიუტიც კინოში 52 წლის წინ შედგა.
მან თქვა, რომ საიფ-ალი კჰანს სურდა დასწრებოდა ცერემონიალს, მაგრამ ვერ შეძლო დაკავებული გრაფიკის გამო.

პროვინციის პრემიერმა ცერემონიალის გახსნისას მისასალმებელი სიტყვა თქვა. იყო ენერგიული საცეკვაო ნომრები და გამოსვლები.
ორგანიზატორების თქმით, ცერემონიალს დაესწრო 200-ზე მეტი ინდოელი რეჟისორი და მსახიობი იმ იმედით, რომ მოიპოვონ კინოდისტრიბუციისათვის ამერიკული ბაზარი. ცერემოანიალის გალა-კონცერტს თვლიან ინდოეთის ერთ-ერთ, ყველაზე დიდ მედია-მოვლენად და ყველაზე პოპულარულად მსოფლიო სატელევიზიო რეიტინგით.
ცერემონიალის პირდაპირ ტრანსლიაციას უყურებდა დაახლოებით მილიარდი ადამიანი ძირითადად აზიის რეგიონში რაც შეესაბამება ოსკარისა თუ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის აუდიტორიას.

სოჰაილ კჰანს მეორე შვილი ჰყავს


კჰანების მეგობრულ კლანს: სოჰაილს, არბაზსა და სალმანს არა მარტო კარიერული წარმატებები აქვთ, არამედ ოჯახურ ბედნიერებასაც განიცდიან.
ფილმებს, რომლებიც მათი პროდიუსერობით გამოვიდა ("Dabangg", "Ready") ჰქონდათ არნახული წარმატება და ბევრი პროფესიონალური ჯილდოც მიიღეს. ახლა კი კჰანები ოჯახის ახალი წევრის შემატებასაც ზეიმობენ. უმცროს ძმას, სოჰაილს მეორე შვილი ჰყავს. მისი მეუღლე სიმა - დიზაინერია. დედაც და შვილიც ჯანმრთელია და თავს მშვენივრად გრძნობენ. სოჰაილის უფროს შვილს ნირვანი ჰქვია და ამჯერად ოჯახი ახალშობილისათვის არჩევს სახელს.
ეს სიახლე ბევრისათვის სიურპრიზი იყო, რადგან მხოლოდ მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ სიმას ორსულობის შესახებ.
ის არ ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე უკვე რამდენიმე თვეა, ამჯობინებდა რა ოჯახურ სიმყუდროვეს ხმაურიან საღამოებს.

მანდირა ბედს შვილი შეეძინა

მსახიობი მანდირა ბედიმ, რომელიც ცნობილია ფილმებით "მოუტაცებელი საპატარძლო" და "სიყვარულის ათი ისტორია", საერთაშორისო მამის დღეს თავის მეუღლეს, რაჯ კაუშალის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.
ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ მანდირამ ვაჟი გააჩინა. მამის დაჟინებით ახალშობილს ვირ (ქართულად არც ისე კარგად ჟღერს) დაარქვეს.
- მე ძალიან ბედნიერი ვარ! მენდი (მანდირა) და ბავშვი დიდებულად არიან! ჩვენ ვზეიმობთ! - განუცხადა ამაყმა მამამ ჟურნალისტებს.

აიშვარიას ორსულობამ ფილმ "heroine" -ს გადაღებები შეაფერხა

რეჟისორ მადჰურ ბჰანდარკარი დაბნეულია. აპრილში მან როგორც იქნა მიიღო აიშვარია რაისგან თანხმობა თავის ახალ ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე, თუმცა დაიწყო თუ არა გადაღებები, ცნობილი გახდა, რომ აიშვარია ფეხმძიმედაა. საქმის ვითარება რთულდება იმითაც, რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით მისი გმირი სვამს და ეწევა, რაც აიშვარიას მდგომარეობაში უბრალოდ შეუძლებელია.
გარდა ამისა სურათში არის სცენა, სადაც აიშვარიას გმირი ზის ცივი წყლის ჩანჩქერის ქვეშ, რაზეც ნამდვილად უარის თქმა მოუწევს მსახიობს.
რეჟისორი დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს. აიშვარიას ორსულობა სერიოზული მიზეზია, რომელსაც ვერ გაუკეთებს იგნორს. სოციალური ქსელის მომხმარებელი რეჟისორი დუმს ტვიტერზე, თავის გვერდზეც. სავარაუდოდ ფილმის გადაღებები გადაიდება მომავალი წლისათვის.

1 комментарий:

gardennerjadwiga комментирует...

Paysafe casino games for beginners
Paysafe 러시안 룰렛 is a real money online gambling site that accepts online 문 페이 gambling and uses the w88 코리아 Bitcoin gambling market to 블랙 잭 규칙 attract the op 사이트 players. The site has

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails